ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დელ პიეროს გამოსამშვიდობებელი წერილი გულშემატკივრებს

“იუვენტუსისა” და დელ პიეროს გზები გაიყო. ტურინში გატარებული 19 წლის შემდეგ ის გუნდიდან მიდის. კაპიტანი გულშემატკივრებს გამომშვიდობების წინ ღია წერილით მიმართავს…

არაფერია იმაზე დიდებული, ვიდრე:

ვიდრე რვა სკუდეტო.

ვიდრე დაბრუნება “სერია ბ” -დან.

ვიდრე იტალიის თასი (იმედი ვიქონიოთ ორი).

ვიდრე იტალიის ოთხი სუპერთასი.

ვიდრე ჩემპიონთა ლიგა.

ვიდრე ევროპის სუპერთასი.

ვიდრე საკონტინენტთაშორისო თასი.

ვიდრე “ფიორენტინას” კარში გატანილი ის გოლი.

ვიდრე ის გოლი დელ პიეროს სტილში.

ვიდრე ის გოლი ტოკიოში.

ვიდრე ჩემი ცრემლები.

ვიდრე გოლი “ბარის” კარებში.

ვიდრე ის ქუსლით გატანილი გოლი დერბიში.

ვიდრე ის გოლი, ავოკატოსთვის.

ვიდრე ის ენის გამოყოფა “ინტერთან”.

ვიდრე ის პასი დავიდს.

ვიდრე 187-ე გოლი.

ვიდრე ის გოლი გერმანიაში.

ვიდრე ბერლინი.

ვიდრე “ფროსინონეს” კარში გატანილი გოლი.

ვიდრე ბომბარდირობა “სერია ბ” -ში.

ვიდრე ბომბარდირობა “სერია ა” -ში.

ვიდრე ფეხზე მდგარი პუბლიკა და ტაში “ბერნაბეუზე”.

ვიდრე შავ-თეთრ მაისურში გატარებული 704 მატჩი.

ვიდრე 189 გოლი.

ვიდრე ის ჯარიმა, რომელიც “სკუდეტოს” ნიშნავდა.

ვიდრე გოლი “ატალანტასთან”.

ვიდრე ნებისმიერი რეკორდი.

ვიდრე 10 -ნომრიანი მაისური წარწერით “დელ პიერო”.

ვიდრე კაპიტნის სამკლაური.

არაფერი… მხოლოდ და მხოლოდ ის, რაც ამ 19 წლის განმავლობაში მაჩუქეთ.

მიხარია, რომ მიღიმოდით, მგულშემატკივრობდით, ტიროდით, მღეროდით, ყვიროდით ჩემთვის და ჩემთან ერთად.

არასდროს იქნება რომელიმე ფერი ჩემთვის ისეთივე ბრწყინვალე, როგორიც შავი და თეთრი.

თქვენ ოცნება ამიხდინეთ. ყველაფერზე მეტად ის, რაც ახლა მინდა, რომ გითხრათ, არის მადლობა.

მუდამ თქვენს გვერდით.

ალესანდრო

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

161 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
BuA SeBo
12 years ago

დაა დელ პიეროს წიგნზე ხო არ იცით რამეე ? ნათარგმნი თუ არის ან თუ იგეგმება ?

:forza: :forza: :forza:

BuA SeBo
12 years ago

ყველამ ნახოს ეს ვიდეოო

http://www.youtube.com/watch?v=whLjOxEjDdM&feature=share

Doc Doc
12 years ago

სადღაც დარჩათ მემგონი :chuvak:

Di Francesco # 1
12 years ago

Doc
მაგი გროსოს რო კითხო თვითონ ვერ გიპასუხებს :chuvak:

12 years ago

GOLD NEDVED ანდრეა ანიელისთვის და არც მაროტასთვის ეგ 1 მილიონი არაფერია და ეგ კონტსთვის იყო ფსიქოლოგიური მომენტის მოხსნა… დელ პიერო გეჯდეს სკამზე, მაგას არასოდეს გაპატიებს გულშემატკივარი იუვენტუსში… არადა 38 წლისაა და ეგრე არაა, სანამდეც მოისურვებს იქამდე უნდა ითამაშოს და ა.შ. კონტე უბრალოდ არ უკეთებს იმას, რომ დაიტოვოს და დასვას სკამზე და მხოლოდ თასისთვის გამოიყენოს ამხელა ლეგანდა… დარწმუნებული ვარ, რომ დატოვონ და ნებისმიერ ჩვენგანს უთხრან რომ მხოლოდ ტასზე გამოვიყენებთო არ დათანხმდებით… აღარაა ეს ის დელ პიერო რაც გვახსოვს და რაც მეტად ითამაშებს კიდე მით მეტად დაავიწყდებათ ძველი დელ პიერო… იუვე არის ანიელების, სანამ დელ პიერო დაიბადებოდა მანამდეც ჯერ კიდე წინა საუკუნის… Read more »

giortgi
12 years ago
Reply to 

:up:

BuA SeBo
12 years ago
Reply to 

კიიი გეთანხმები მასეა… 2 წლის ზამენაზე გატარებას წასვლა ჯობდაა, მიუხედავად იმისა რო თამაშის ბედის შეცვლა კიდე შეუძლია =]

უბრალოდ გული დაგვწყდა ძაან, მე პირადად =]

12 years ago
Reply to  BuA SeBo

გული რათქმაუნდა მეც დამწყდა და აქ ზოგს შეიძლება ეგონოს, რომ მე გამიხარდა ალექსის იუვედან წასვლა…
უბრალოდ სიმართლეს უნდა გავუსწოროთ თვალი…

BuA SeBo
12 years ago
Reply to 

ეგ არც მიფიქრია ძმა… როგორ შეიძლება იუვეს ფანი იყო და დელ პიეროს წასვლაზე გული არ დაგწყდეს…

დაა დელ პიეროს წიგნზე ხო არ იცით რამეე ? ნათარგმნი თუ არის ან თუ იგეგმება ?

:forza: :forza: :forza:

alexandre intskirveli
12 years ago
Reply to 

მე არ მითქვამს რატომ წყვეტს ანიელი, მე ვთქვი რატომ წყვეტს ანდრეა ანიელი, როდესაც ანიელის ამბობ ყველას აწ გარდაცვლილი ჯანნი ანიელი უდგება თვალწინ, ყოველშემთხვევაში ასე უნდა იყოს, რადგან ეს ადამიანი იუვეს უდიდესი ლეგენდაა, ანდრეა ანიელი კი უბრალო ლაწირაკია, რომელიც ჯიუტად გვიმტკიცებს რომ იუვე მხოლოდ მისია და ის წყვეტს ვინ დარჩება გუნდში და ვინ არა, ერთი სიტყვით ტერიტორიას ნიშნავს ძაღლივით, შენ ამბობ, რომ იუვესთვის კარგია თუ ალექსი წავა, რადგან კონტეს აღარ მოუწევს მისი შემადგენლობაში “შეტენვა”, მოდი ერთ რაღაცას გეტყვი, იუვენტუსი არ არის ცოცხალი ორგანიზმი, იუვენტუსი ფეხბურთელები და გულშემატკივრებია, დელპიერო კი ყველა დროის ყველაზე დიდი იუვენტუსია, მისი გუნდიდან გაშვება კი იმას ნიშნავს, რომ… Read more »

12 years ago
Reply to 

100%-იანი ხარ, ლამის თვალზე ცრემლი მომადგა პინტურიკიოს შეცვლის პროცესის დროს და ყველას გვგონია, რომ სხვაზე მეტად გვიყვარს ჩვენი ალექსი, მაგრამ ის უნდა წავიდეს და თვითონაც ხვდება რატომ, სანამ ის გუნდში იქნება მისი შემცვლელი სრულფასოვნად არ გაიზრდება, არადა შეიძლება არის მისი სტილის და დონის ფეხბურთელი, რომელსაც დარწმუნებული ვარ კონტე იპოვის. წინააღმდეგ შემთხვევაში სათადარიგოზე მჯდომი დელპიეროც კი “დააკომპლექსებს” თუნდაც მასზე მაგარ ახალგაზრდა ფეხბურთელს. წარმოიდგინეთ მაგარი, ნიჭიერი ფეხბურთელი რა ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ იქნება ის როცა იცის რომ დელპიერო სათადარიგოთა სკამზეა. ეს არ არის უბრალო ფეხბურთელი, რომელსაც უმნიშვნელოვანესი გოლები გააქვს, არა, ეს არის ცოცხალი ლეგენდა, უბრალოდ ყველა დროის იუვეს საუკეთესო კაპიტანი, ის კაპიტანია მაშინაც… Read more »

irakli tugushi
12 years ago

მაგარი კაცია ალექსა. :forza: დიდი 10-ანია.მაგრა მწყდება გული რო მიდის მარა რას იზამ უნდა შევეგუოთ.

Doc Doc
12 years ago

ბრაცი ძაან მაინტერესებს პროსტა…გროსო სადაა?

BuA SeBo
12 years ago

ყველამ ნახოს ეს ვიდეოო

http://www.youtube.com/watch?v=whLjOxEjDdM&feature=share

:forza: :forza: :forza:

12 years ago
Reply to  BuA SeBo

კონტეს არ ჩაეხუტა და არ გადაკოცნა მაგ მომენტში, მოედნიდან რომ გავიდა – ბუფონთან მივიდა, არადა კონტე უყურებდა და ელოდებოდა და ტაშს უკრავდა… თუმცა მერე წრეზე რომ წავიდა, მერე გადაკოცნა კონტე ბოლოს

ninia-juve
12 years ago

“10 -ნომრიანი მაისური წარწერით “დელ პიერო” :love: :love: :love: Per sempre nel mio cuore :love:

irakli tugushi
12 years ago

ადამიანი რომელმაც ყველაფერი გააკეთა იუვესთვის და საერთოდ ფეხბურთისთვის.ლეგენდები არ კვდებიან! :forza: :forza: :forza:

irakli tugushi
12 years ago

ადამიანი რომელმაც ყველაფერი გააკეთა იუვესთვის და საერთოდ ფეხბურთისთვის.ლეგენდები არ კვდებიან!

iakobi siordia
12 years ago

როგორ პიქრობთ დელ პიერო 45წუთს ვერ გაძლებს.კი გაძლებს.ის ჯუვეს ლეგენდაა და ტუ გინდა დაჭკნეს მუდამ ლეგენდად დარჩებააა.მან შეაყვარა ჯუვე მტელ მსოპლიოს და მატ შორის მეც.კი კარგი წასვლა გამოდის მაგრამ როდესაც შეიყვანეს სულ ხო გაიტანა გადამწყვეტი გოლებიი…მას რომ ამ წელს რომელიმე გოლი არ გაეტანა იუვეს ვნახავდით 2 ან თუნდაც მესამე ადგილზე და არა პირველზე…დელ პიერო ლეგენდააა და უნდა ათამაშOნ სანამ მას სურს ბოლოსდაბოლოს ეს მაინც დაიმსახურა 19 წლის მანძილზეეე…მაგრა ტეხავს მის გარეშE ჯუვეს თამაშის ყურებააა.მაგრამ მე მაინც ვუყურებ რადგან მე მიყვარს ჯუვეეე.დელ პიერო კი ლეგენდააა და მუდამ ლეგენდად დარჩება იტალიისტვის ჩემტვის და ვისაც პეხბურთი უყვარს მისთვის… :forza: :forza: :juvee: :juvee:

JuventinoToko
12 years ago

დიდებული ფეხბურთელი და ადამიანი… თავისი უდიდესი დამსახურებით…

12 years ago

fenomeno vero <3 ქართული შიფტიტ თუ დაწერ კომენტარს უკეთესი იქნება… ხოდა სწორედ ეგ არ უნდა კონტეს, რომ დელ პიეროს ნაირი ლეგენდა მხოლოდ ისეთი "უმნიშვნელო" ტურნირისთვის ყავდეს, როგორიც იტალიის თასია… ლიგაზე და სერია ა-ში სხვა ფეხბურთელების იმედზეა… და ანიელიმ ის ერთი შარშან გაუგრძელა და წელს როგორც ჩემპიონს ისე უშვებს და არა როგორც მე-7 ადგილოსანს… შენ რა გგონია, მე დელ პიეროს წასვლა გამიხარდა? ჩემ ნიკს თუ შეხედავ არ იფიქრებ მაგას, მაგრამ რეალობა სხვაა და უნდა ჩახედო თვალებში… 38 წელი არც ისე ცოტაა ფეხბურთელისათვის, გეუბნებიან გადმოდი დირექტორატში, არაა აიჩემა გინდა თუ არა მინდა თამაშიო… სხვაგან გადავა და იქაც სკამზე უნდა იჯდეს (90 წუთს… Read more »

12 years ago

GOLD NEDVED

ის ერთი წელი, რომელსაც ვითხოვთ ეხლა, ანდრეა ანიელიმ ჩათვალო რომ უკვე შარშან მისცა დელპიეროს და ჩემპიონი მიდის გუნდიდან და არა მე-7 ადგიულოსანი…
ალე როგორც ჩანს მხოლოდ 1 წელს არ აპირებს თამაშს . . .
და კონტესთვის ცუდი მომენტია სკამზე გეჯდეს იუვენტუსში იუვენტუსის ლეგენდა

alexandre intskirveli
12 years ago
Reply to 

რატომ წყვეტს ანდრეა ანიელი დელპიეროს ბედს, ალექსს არ სურს იუვედან წასვლა ამაზე არაერთხელ ისაუბრა, მაგრამ იუვეზე მეტად ფეხბურთიდან წასვლა არ სურს, არ შეუძლია მთელი თავისი ცხოვრების სიყვარულს ერთი ხელის მოსმით მოშორდეს, თან იმის გათვალისწინებით რომ თამაში კიდევ შეუძლია, რაც არაერთხელ დაამკიცა და გამაგებინე რატომ უნდა წავიდეს, მხოლოდ იმიტომ რომ წელს ჩემპიონები გახდნენ და ლამაზად წასვლა გამოუვა, ეს აფსოლიტური ნონსენსია, ამით მხოლოდ ანდრეა ანიელი თუ გაიმართლებს თავს, მაგრამ ამას ვერც მე და დარწმუნებული ვარ იუვეს ტიფოზებიც, არგუმენტად არ მიიღებენ.

fenomeno vero <3
12 years ago

pintu-ricchio momaval wels ligazec iknebian seria ashic italiis taszec da shen tu ggonia ro del piersnairi fexburteli ar dachirdeba juventus da ar gamoadgeba ravi eg sheni azria.jini chirs tko ar vambob prosta principze dadga da mteli msoflio exveweboda da 1 wliani kontrakti ar gauformes da gabandzeba es ufro aris roca eseti donis fexburteli 1 milions datanxmda roca im dros salixamedichs 4 milioni konda da amauris da xmas ar igebda ogond juveshi darcheniliyo da exlac ambobda ro juvedan wasvla ar undoda da gundidan ese ushveben.anieli magari virishvilia da shen sheni azri gakvs da egre fikrob me araa.im dges vigacam mitxra del… Read more »

fenomeno vero <3
12 years ago

mere matri quagliarela da borrielo tu aris shen ver xvdebi visi gashveba jobia?? borrielo unda gaushvas vin da tu aucilebeli ikneba matric

12 years ago

აი სწორედ ეგ გითხრა ალბათ აქ იმ ერთმა, წეღან რომ თქვი ვიღააცამ თქვა გზას უკეტავს სხვასო… შენით ამბობ, რომ გაუშვან ახალგაზრდები და დატოვონ 38 წლის დელ პიერო…

LasHa janelidze
12 years ago

აუ ალე მიყვარხარ ბიჯო უშენოდ როგორ ვუყურო იუვეს თამაშებს ჩემი ლეგენდა ხარ ჩემი კერპი ხარ შენ შემაყვარე იუვე გული მტკივა ეგრე რომ მოგეგცენ ეხ რას იზამ :love: :love: :forza: :forza: უბრალოდ შემიძლია გითრა თუ რა ძვირფასი ხარ ჩემტვის :love: :love: ალე ალე ალეეე :juventus: :juventus:

alexandre intskirveli
12 years ago

კარგია ახალი სტადიონი, კარგი მწვრთნელი, ტრანსფერებისთვის გამოყოფილი 80-მილიონი, წაუგებელი სერია, თასის ფინალი, სკუდეტო, მაგრამ ეს ყველაფერი არ მიღირს დელპიეროს წყენად, დიდი სიამოვნებით დავთმობდი პინტურიკიოს ერთი სეზონის სანაცვლოდ წლევანდელ წარმატებას, არასოდეს ვაპატიებ ანდრეა ანიელის ალექსის ასე თავიდან მოშორებას, ერთ წლიანი კონტრაქტი ვერ გაიმეტა ამ ინბიცილმა, არასოდეს არ ვაპატიებ კონტეს, რომ არ მოითხოვა დელპიეროს დატოვება, ვიცი გიხარიათ ყველას ჩემპიონობა, მეც მიხარია, მაგრამ რომ გავაერთიანო წყენა და სიხარული, რაც წელს მივიღე, გაცილებით ბედნიერი ვიყავი მაშინ, როცა იუვე სერია ბ-ში გააგდეს.

12 years ago

fenomeno vero <3 გუნდი აპირებს მაღალი კლასის თავდამსხმელების დამატებას. ვთქვათ დაიმატა სუარესი, ან კავანი ან იგუაინი ან ვინმე, პლიუს ამას გუნდში ყავს ვუჩინიჩი (რომელსაც კონტე ენდობა), გუნდში არის მატრი, კვალი, ბორიელო და ყველას ერთად ვერ ათმაშებს რათქმაუნდა ხო? შეცვლის დროს კი თუ არ გამოიყვან დელ პიეროს ყოველთვის უკმაყოფილო იქნება გულშემატკივარი, იმ მოლოდინით, რომ მატრის ან კვალის ან ბორიელოს მაგივრად ალექსი რომ გამოსულიყო შეცვლაზე აუცილებლად გოლს გაიტანდა… ამიტომ ძალიან რთული მომენტია გუნდისთვის და კონტესთვის ალექსი გეჯდეს სკამზე… და არავის ეგონოს რომ ან ანიელი უშვებს, ან მაროტა… უშუალოდ კონტე იხსნის ზედმეტ ტვირთს იმით, რომ იუვეს სკამზე არ ეჯდეს ისეთი ლეგენდა როგორიც ალექს… Read more »

Di Francesco # 1
12 years ago

irakla1001
რამირესი შეცვლის დელპიეროს? :lool:
ჯოვინკო რატო ვერშეცვლის მაშინ რომელი უკეთესად თამაშობს
გუშინ იყო პარმა ბოლონია (არ გიყურებია) სება იყო ფეხბურთელი მოედანზე დივაიოც ცდილობდა რაღაცას მარა იქ თუ ვინმეს ფეხბურთელი ქვიოდა პირველი იყო ჯოვინკო
რამირესს არაფერია რ გაუკეთებია ფაქტიურად ქ ტაიმის მერე შეცვალეს მემგონი
რამირესმა თუ უნდა შეცვალოს დელპიერო მაშინ ღირსია იუვე რო ალექსა მილანში წავიდეს
:italy: :achuu: :italy:

irakla1001 horbenadze
12 years ago

სხვათა შორის საუბარი ჯერ მხოლოდ გასტონ რამირესზე მიდიოდა რომელიც იტალიელი არაა ,, ამიტომაც მეგობრაბო იუვეს მართველობაში თქვენსავით არ ფირქობენ რო მაინცდამაინც იტალიელი უნდა იყოსო,, მთავარია გენიოსი იყოს..

12 years ago

10 ნომერს დელ პიეროს გამო არ გააუქმებენ სავარაუდოდ, მიტომ რომ პლატინის არ აწყენინებენ (საჭირო კაცია დღეს)…
დღევანდელი ფეხბურთელებიდან არავინ მეგულება იუვეში 10 ნომრად და იმედია დე ჩელიეს რომ 11 მიცეს არ მიცემენ მასე ვინმე მცველს 10 ნომერს :-)
იტალიელი უნდა იყოს აუცილებლად იუვეს მომავალი 10 ნომერი (მე პირადად ჯოვინკო არ მინდა 10 ნომრად და არც საერთოდ).

თუმცა ვინმეს მიცემენ მომავალი სეზონიდანვე და არ გააცდენენ მაგ ნომერს სანამ ახალი დელ პიერო გამოჩნდება მანამდე …

irakla1001 horbenadze
12 years ago
Reply to 

rato maincdamainც იტალიელი? პლატინი იტალიელი იყო? მთავარია იუვე უყვარდეს და თუ გინდა რუსი იყოს..

gio jishkariani
12 years ago

au ramagrad mitydeba am kacis casvla gundidan too,nu gardauva;i iyo rodesgac unda casuliyo magram eseti mcire satamasho dro meore creshi da amdeni sikete gundistvis me vfiqrob rom delpiero shemdeg sezonshic magal doneze itamashebda da gagvaxarebda iuves baleshikebs,magram ertic aris ro chempioni midis iuvedan da tu tasac aigebs xo saertod magari iqneba! au aleqsas gareshe verc carmomidgenia iuve too :love:

fenomeno vero <3
12 years ago

anieli mezizgebii!!!

| Newsphere by AF themes.
161
0
Would love your thoughts, please comment.x