ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სუარესი ტრანსფერზეა , ტრეზეგე პიპიტას ” იუვეს ” ურჩევს …

სულ უფრო და უფრო აქტიურდება სიახლეები ლუის სუარესის და გონსალო იგუაინის ირგვლივ . თავდაპირველად ტურინული კლუბის ქომაგები , მხოლოდ ერთ მაღალი დონის ფორვარდს ელოდებოდნენ წინა ხაზში , თუმცა გამომდინარე იქიდან რა ინფორმაციებიც ვრცელდება ბოლო პერიოდში ” იუვენტუსის ” თავს , არ უნდა გამოვრიცხოთ , რომ ზაფხულში ჩვენ თავდასხმის ხაზში მნიშვნელოვან ცვლილებებს ვიხილავთ …

სენსაციური ინფორმაცია გავრცელდა ნისლიან ალბიონზე . ” ლივერპულმა ” გამომდინარე იქიდან , რომ ვერ მოიპოვა ჩემპიონთა ლიგაზე ადგილი , ლუის სუარესი ტრანსფერზე დააყენა . ინგლისური კლუბი ფინანსური ბალანსის  შექმნას შეეცდება . ბუნებრივი პროცესია , რომელიც გამოწვეულია კლუბის საშინელი ასპარეზობით წლევანდელ სეზონში . თავის მხრივ ტურინელები მზად არიან 25 მილიონი ფუნტი სტერლინგი შესთავაზონ ურუგვაელის სანაცვლოდ , მაშინ როდესაც ბრიტანელებმა ის ნახევარი წლის წინ 22 მილიონ ფუნტად შეიძინეს . კომპენსაციის სახით , გარიგებაში შესაძლოა ჩაერთონ ელჯერო ელია და მილოშ კრასიჩი .

ეს ინფორმაცია გავრცელდა გუშინ , ხოლო დღეს სხვა გავლენიანმა და ავტორიტეტილმა გამომცემლობებმა დაადასტურეს ინფორმაცია , რომლის თანახმადაც ” ლივერპული ” მართლაც ელევა სუარეს და პლიუს ამასთან შკრტელს . მიზეზი რაც ზემოთ დაიწერა უკვე ის გახლავთ . ანუ კლუბი სერიოზულ ფინანსურ პრობლემებს განიცდის , გამომდინარე იქიდან რომ ვერ მოხვდა ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში .

მას შემდეგ რაც ფაბიო პარატიჩი მადრიდში ჩაფრინდა და გონსალო იგუაინს პირადი კონტრაქტის დეტალები გააცნო ( საუბარია წლიურად 6 მილიონ ევროზე ) , ელ პიპიტამ გადაწყვიტა რჩევა მეგობრისთვის – დავიდ ტრეზეგესთვის ეკითხა . თავის მხრივ ბიანკონერის ლეგენდამ არ დაიშურა დადებითი სიტყვები ყოფილი კლუბის მიმართ და ურჩია გონსალოს კარიერა აუცილებლად ” იუვენტუსსში ” გაეგრძელებინა .

რამდენად რეალურია ნეიმარის ” იუვენტუსსში ” იხილვა , ამაზე მე ვერაფერს გეტყვით და თქვენთვის მომინდია განსასჯელად . მაგრამ თავად ფეხბურთელი , რომ ყველაფერზე წინ ” იუვენტუსს ” აყენებს უკვე დამაფიქრებელია …

” ჩემი მომავალი ხუთ კლუბთან არის დაკავშირებული . რომელი მიზიდავს ყველაზე მეტად ? ” იუვენტუსი ” . მშვენიერი წინადადება აქვთ . მოდით პირდაპირ ვიტყვი , რომ სიამოვნებით ჩავიცვამდი ბიანკონერის მაისურს . ვის ვიცნობ ” იუვედან ” ? რა თქმა უნდა ჯანლუიჯი ბუფონს . როგორც ფორვარდი შემიძლია თამამად განვაცხადო , რომ ის მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა და მასთან ერთად გუნდში ასპარეზობა უდიდესი სიამოვნება იქნებოდა ჩემთვის . ჩემდამი ინტერესს ასევე ” ჩელსი ” , მანჩესტერ იუნაიტედი ” , ” ინტერი ” და ” რეალი ” იჩენენ  . ნერიაძურიმ სულ ცოტახნის წინ ყველა ტიტული მოიგო რომელიც კი შეეძლო , თან ამ კლუბში ჩემი ერთ ერთი კუმირი რონალდო ასპარეზობდა . მიუხედავად ამისა , ვფიქრობ არავის ეწყინება თუ ვიტყვი , რომ ყველაზე მეტად ” იუვენტუსი ” მომწონს .

წყარო : Tuttojuve, Сalcionews24, Tuttosport

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

75 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
demetre baqradze
12 years ago

ნეტა ნეიმარი იყიდონ იუვეს მომგები არავინ იქნება :D :D :D

12 years ago

ნეიმარმა, მართლა თქვა ეგ სიტყვები, ვითომ თუ გამუქებულია :juvee:

12 years ago

ნეიმერზე მე ადრეც ვიცოდი რომ იუვე ევასება.. უბრალოდ რეალმა და ბარსამ იმდენად გაბურღეს ტვინი რომ რავი რაა…
ჩემი აზრით გვაქვს შანსი ნეიმარზე, მთავარია თვითონ უნდოდეს, სანტოსის პრეზიდენტთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს

gura gvinjilia
12 years ago

ვაიმე ეს თუ გამოვიდა ეს 3 და დამიაო.. სხვა ყველა თავდასხმის დედას… მერე :D :D :D ვაიმეეე :forza: :forza: :forza: :forza: :forza: აუ წელს კარგად გავძლიერდეთ რა და იქით სეზონში არ ეს ბოლო თამაში წავაგოთ!!!!! :forza: :forza: :forza: :forza: :forza:

bakajuve777
12 years ago

gmertma knas ,magram amas chvenvin mogvcems :chuvak: :chuvak:

zuriko vacheishvili
12 years ago

სუარესი და იგუაინი კარგი იქნებოდა

bakajuve777
12 years ago

marto kargi ara dzma :lool: :lool: :lool: :lool:

zviadi basilaia
12 years ago

ნეიმარი ჩემი ოცნებაა იუვეში.. http://www.youtube.com/watch?v=RqGA6tr7FaU

giortgi
12 years ago

ნეიმარი ოცნებაა ეს თუ მართალია ზან მაგარი იქნება :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza:

| Newsphere by AF themes.
75
0
Would love your thoughts, please comment.x