ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იტალიის ჩემპიონები 2011/12 !!! დე ჩელიე !!!

როდესაც კონტეს გასული სეზონის დასაწყისში ჰკითხეს , ესაჭიროებოდა თუ არა კლუბს მარცხენა ფლანგზე გაძლიერება , ანტონიომ უარი თქვა , რომელიც შემდეგი სიტყვებით ახსნა : ” ჩემს განკარგულებაში ხომ პაოლო იქნება ” . ახალგაზრდა ფეხბურთელს , მხოლოდ ორი რამ ესაჭიროებოდა : პირველი რა თქმა უნდა რწმენა და მეორე , ხშირი პრაქტიკა , რომელიც აუცილებელი იყო სათამაშო კონდიციების აღსადგენად , ხანგრძლივი შესვენების შემდეგ , რომელიც ტრავმამ გამოიწვია . მიმდინარე სეზონში გულშემატკივარმა იხილა სრულიად ახალი დე ჩელიე , რომელიც გარდა იმისა , რომ კარგად ასპარეზობდა 4-4-2 სქემაში მარცხენა მცველად , ასევე იდელურად ირჯება 3-5-2 მოდულში , სადაც მთლიანად აკონტროლებდა საკუთარ ფლანგს . პაოლომ წლევანდელ გათამაშებაში სერია ა-ში , 23 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და მატჩიდან მატჩამდე პროგრესირებდა . ერთი ერთზე მას გასცდენოდე და რაიმე მოგეფიქრებინა , რომ ხელი შეგეშალა მისთვის ჩაწოდებების დროს , მეტოქისთვის დიდი თავსატეხი იყო . 25 წლის ფეხბურთელმა საერთო ჯამში 1678 წუთი გაატარა მინდორზე , გაიტანა ერთი ბურთი და ერთი საგოლე გადაცემაც მიითვალა .









0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

8 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Gio Darja
12 years ago

მართლა საოცარი პროგრესი განიცადა, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ნაკრების სტაბილური წევრი უნდა გახდეს ))

arseni
12 years ago

დე ჩელიე ნამდვილი მებრძოლი მარცხენა ფლანგელია , იმ უვიცმა პრანდელიმ რატომ არ წაიყვანა ?

levani gordadze
12 years ago

მაგარი კაცია პაოლო

giortgi
12 years ago

:forza: :forza:

12 years ago

მეორე წრეში მაგრად მოუმატა.. თან რომ ვიცი ძირძველი იუვენტინოა განსაკუთრებულად ვაკვირდებოდი და ვგულშემატკივრობდი, ძალიან გამიხარდა რო აკრიფა ფორმა..
პატარა პრინცი და ეს ერთად მოდიან იუვეს ასაკობრივ გუნდებიდან

dito chanturia
12 years ago

:forza: :forza:

Nachke
12 years ago

აუ რა ბედნიერი წელი იყო რო მახსენდება :love:

Slade
12 years ago

მაგარი კაცია ძაან,ესეთი ახალგაზრდები გვინდა ჩვენ,იმედია ტრამვებს აღარ მიიღებს და ჩვეულ ფორმაში ითამაშებს. :forza:

| Newsphere by AF themes.
8
0
Would love your thoughts, please comment.x