ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ასტორი ნაკრებს შეუერთდა, ბარძალის საკითხი ხვალ გადაწყდება

იტალიის ეროვნული ნაკრები ესპანეთთან გასამართი შეხვედრისთვის ემზადება.სკუადრა აძურამ გუშინ პოლონეთში რიგით მეორე ვარჯიში ჩაატარა.ნაკრებს შეუერთდა “კალიარის” ცენტრალური მცველი, დევიდე ასტორი, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე ანდრეა ბარძალის ტრავმის შემთხვევაში იასპარეზებს.ბარძალი ყოველ დღე გადის სამედიცინო შემოწმებას, საბოლოო გადაწყვეტილება მისი ტრავმის სირთულესთან დაკავშირებით პარასკევს იქნება მიღებული.გუშინდელი ტრენინგი ანდრეა პირლომ გამოტოვა, თუმცა მისი ასპარეზობა ევროპირველობაზე კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას.რაც შეეხება კიდევ ერთ ბიანკონეროს, ლეონარდო ბონუჩის, მას ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად ჩეზარე პრანდელის კიდევ უფრო დარწმუნება მოუწევს, რამეთუ ბოლო ორი ვარჯიშია, სამ ცენტრალურ მცველში დანიელე დე როსისთან და ჯორჯო კიელინისთან ერთად ანჯელო ოგბონა ასპარეზობს.

წყარო : Tuttojuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
giortgi
12 years ago

ვინ ასტორი ტოო :blin:

arseni
12 years ago

ეჰ , შავადაა იტალიელების საქმე

delpieronedved
12 years ago

ბონუჩი ძირითადში იქნება რა ოგბონა არ იხვი

12 years ago

ბონუჩი ძირითადს დაიწყებს ყველა ვარიანტში, ოგბონას ალბათ იმიტომ ათამაშებს ვარჯიშებზე, დე როსიმ რომ ვერ გაამართლოს მაგას დააყენებს მერე, შეჩვევის მომენტია რა.

| Newsphere by AF themes.
4
0
Would love your thoughts, please comment.x