ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ვერატი , ჯიოვინკო , გაბიდიანი , მელო …

გუშინ და დღეს ბიანკონერის ხელმძღვანელობამ უამრავი შეხვედრა გამართა სხვადასხვა ფეხბურთელის თაობაზე . გამოსარჩევი რა თქმა უნდა მაურისიო ისლას და კვადო ასამოას ტრანსფერებია . რამდენიმე წუთის წინ , ისლას აგენტმა განაცხადა , რომ მისი კლიენტის მომავალი გუნდი დიდი ალბათობით იტალიის 30 გზის ჩემპიონი იქნება : ” უამრავი კლუბი იყო დაინტერესებული მაურისიოთი , მაგრამ ყველაზე კონკრეტული ” იუვენტუსია “. მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობს და სავარაუდოდ ისლა სულ მალე გახდება ბიანკონერის ფეხბურთელი ” . ისლას და ასამოას მოსვლით , კონტეს საკმაოდ ფართო არჩევანი ექნება შუა ხაზში . გამომდინარე იქიდან , რომ იუვე მომავალ სეზონში ერთბაშად სამ ფრონტზე იბრძოლებს , კონკურენტუნარიანი შემადგენლობა აუცილებელი იყო გუნდისთვის … სხვა სატრანსფერო სიახლეები იხილეთ სრულიადში …

მანამ სანამ კონტე და ნედვედი აქტიურად ცდილობენ რობი ვან პერსის დარწმუნებას , რომ მფრინავმა ჰოლანდიელმა კარიერა იუვე არენაზე გააგრძელოს , ედისონ კავანი საკმაოდ ორაზროვანი კომენტარი გააკეთა …

” ნეაპოლიტანურ კლუბთან 4 წლიანი კონტრაქტი მაკავშირებს , თავს აქ ბედნიერად ვგრძნობ და გულშემატკივრებიც უსაღზვრო სიყვარულს გამოხატავენ ჩემს მიმართ , მაგრამ არავინ არ იცის , რა შეიძლება მოხდეს უახლოეს ხანში … ”  რამდენად იყო ეს მესიჯი იუვეს ხელმძღვანელობისთვის არავინ იცის , თუმცა როგორც ჩანს ურუგვაელი მზად არის განიხილოს ნებისმიერი შემოთავაზება …

ამასობაში ფელიპე მელო არის ახლოს მოსკოვის ” სპარტაკში ” გადასვლასთან . ბრაზილიელი საყრდენი ტიპის ნახევარმცველით მოსკოვური კლუბის მთავარი მწვრთნელი უნაი ემერია დაინტერესებული  , რომელიც უკვე მუშაობდა მელოსთან ” ალმერიაში ” ორი სეზონის მანძილზე . რუსები მზად არიან 11.5  მილიონი ევრო გადაიხადონ ფეხბურთელში .

იტალიური პრესის ბოლო ინფორმაციით , ” იუვენტუსი ” ძალზე ახლოს არის მანოლო გაბიდიანის გაფორმებასთან , რომელიც ბერგამოს ” ატალანტაში ” ირიცხება . გაბიდიანი იტალიური ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავად ითვლება და მისით საკმაოდ ბევრი ევროპული კლუბია დაინტერესებული , ერთ ერთი მათგანი დორტმუნდის ” ბორუსიაა ” . გააგრძელებს თუ არა ნიჭიერი აპენინელი თავდამსხმელი კარიერას ტურინში , სულ მალე გავიგებთ .

SportItalia – ს მტკიცებით კი , ხვალ გაიმართება შეხვედრა მარკო ვერატის აგენტსა და ბიანკონერის ხელმძღვანელობას შორის . მხარეები შეეცდებიან , საუკეთესო გამოსავალი იპოვნონ ახალგაზრდა ტალანტისთვის . სავარაუდოდ ტურინელები გამოისყიდიან მის ტრანსფერს და ერთი სეზონით ” პესკარაში ” დატოვებენ არენდის წესით .

და ბოლოს … სებასტიან ჯიოვინკოს გულშემატკივრების საყურადღებოდ ! La Gazzetta Dello Sport – ის ინფორმაციით , ტურინის ” იუვენტუსი ” ხვალ შეხვდება ” პარმას ” წარმომადგენლებს , სადაც გამოისყიდიან კიდევაც იტალიელი ფეხბურთელის კონტრაქტს სრულად . შეგახსენებთ , რომ ორი წლის წინ ტურინელებმა რამდენიმე მილიონად მიჰყიდის პარმელებს ჯიოვინკოს კონტრაქტის 50 %  . როგორც ჩანს მაროტა არ აპირებს კონვერტის პრინციპით მოლაპარაკებას პარმელებთან და გუნდი მზადაა 25 მილიონიანი ინვესტიცია განახორციელოს იტალიის ნაკრების ფეხბურთელში . ტურინელთა ასეთი გააქტიურება ძირითადათ გამოწვეულია იმით , რომ ჰორიზონტზე გამოჩნდა მილანის “ინტერი ” . მაროტა კი როგორც ჩანს არ აპირებს ატომური ჭიანჭველის დათმობას . სავარაუდოდ ხვალ საღამოსთვის ზუსტად გვეცოდინება თუ რა ბედი ელის ჯიოვინკოს …

წყარო : Сalcionews24, Tuttojuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

40 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
gelapir
12 years ago

ზდაროვა ძმებო, დესტროსი რა ისმის ხომ არ იცით? მაგრა მინდა მაგი იუვეში

Gio Darja
12 years ago

ჯოვინკოს დავიტოვებთ ვითომ ? მგონი კი, კონტეს ხელში მაინტერესებს ეგ ბიჭი ))

| Newsphere by AF themes.
40
0
Would love your thoughts, please comment.x