ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იაკინტა : ” კონტეს იმედი მაქვს ”

ნახევარ წლიანი არენდის შემდეგ , ვინჩენცო იაკინტა კვლავ ტურინში ბრუნდება . მისი კონტრაქტი ” იუვენტუსსთან ” 2013 წლამდეა ძალაში და იტალიელ ფორვარდს იმედი აქვს , რომ ანტონიო კონტე მისცეს მას კიდევ ერთ შანსს თავის გამოსაჩენად …

რა იგრძენი მაშინ , როდესაც ” იუვემ ” სკუდეტო მოიპოვა ?

” ძალიან გამიხარდა თანაგუნდელების წარმატება , განსაკუთრებით მარკიზიოსი , ჩვენ ერთმანეთს ხშირად ვეკონტაქტებოდით . სრულიად დამსახურებული სკუდეტოა , მთელი ჩემპიონატის მანძილზე კალჩოში მხოლოდ ერთი გუნდი დომინირებდა და ეს იუვე იყო . ეს ყველაფერი იმ სწორი ვარჯიშების და ათლეტიკური წვრთნების დამსახურებაა , რომელსაც კონტე ანიჭებდა უპირატესობას . ნამდვილად არ მიკვირდა ის ფაქტი , რომ მატჩის ბოლოსთვის მეტოქეს ძალა აღარ ჰქონდა , ხოლოდ ტურინელებს პირიქით . განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია პირლო , ფანტასტიური სეზონი ჰქონდა ანდრეას ! ” .

გრძნობ , რომ ეს სკუდეტო შენიც არის ?

” არა , რადგან ერთი მატჩშიც კი არ მიმიღია მონაწილეობა . ხოლო , როდესაც განაცხადში ვხვდებოდი ხოლმე , ტრიბუნებიდან მიწევდა თვალყურის დევნება ”  .

განიცდი ამის გამო ?

” მარკიზიომ და არა მარტო მარტო მან , მითხრა რომ სწუხს . მათ სურდათ , რომ მათთან ერთად მეზეიმა წარმატება . თუმცა , თავად სხვა რამის გამო განვიცდი . ტრავმები , რომელიც მთელი ნახევარი წელი ჩემი მეგზური იყო . მათ არ მომცეს საკუთარი თავის რეალიზების საშუალება . ასეთ პრობლემებთან ნებისმიერი უძლურია  ” .

იმედი გქონდა , რომ უკეთეს შედეგს მიაღწევდი ” ჩეზენასთან ” ერთად ?

” საკუთარი დებიუტი გატანილი გოლით აღვნიშნე . ვფიქრობ , იმ მატჩში ” ლაციოსთან ” რომ არ დავმარცხებულიყავით , საბოლოო შედეგი სხვაგვარი იქნებოდა . სამწუხაროა , რომ ვერ შევინარჩუნეთ ადგილი უმაღლეს ლიგაში , აქ თავს მართლა ძალიან კარგად ვგრძნობდი , ხოლო ტიფოზერია მხურვალედ უჭერდა კლუბს მხარს ” .

როგორ გრძნობ თავს ამჟამად ?

” მშვენივრად . მოვახერხე და თავი დავაღწიე ბოლო ტრავმას . ამასთან ერთად ექიმებმა იმ პრობლემას მიაგნეს , რომელიც არ მაძლევდა საშუალებას 100 % – ით გამოვჯანმრთელებულიყავი . იმედი ვიქონიოთ , რომ პრობლემები უკან დარჩა , რადგან თამაშს ვარ მოწყურებული . რამდენიმე დღეში ვარჯიშს შევუდგები , რადგან მსურს წინასასეზონო შეკრების დროს კარგ ფორმაში ვიმყოფებოდე ” .

შენ კიდევ ერთი წელი გაქვს კონტრაქტის მიხედვით ” იუვენტუსსთან ” …

” ბედნიერი ვიქნები თუ დარჩენას მოვახერხებ , დაველოდოთ მოვლენების განვითარებას . ძნელია ეხლა რაიმე პროგნოზის გაკეთება . გაზეთებში ისიც კი წავიკითხე , რომ გუნდი შესაძლოა მატრიმ და კუალიარელამაც კი დატოვონ . უპირველესყოვლისა მომიწევს კონტესთან და ხელმძღვანელობასთან გასაუბრება ” .

არ გეშინია , რომ მომავალ სეზონში იზოლაციაში აღმოჩნდები , როგორც თავის დროზე ამაური ?

” იმედი მაქვს ასეთი არა სასიამოვნო გამოცდილებას არ გავიზიარებ ” .

ვიღაც ვიღაცეები დარწმუნებულნი არიან ამაში , ოღონდ გუნდში დარჩე …

” ხო მაგრამ , თამაშის გარეშე არ შემიძლია ” .

რაზე ოცნებობ ?

” გულით მსურს შეკრებაზე წასვლა და კონტესთვის თავსატეხის გაჩენა ფორვარდის ამორჩევისას . ძალიან ვარ მიჯაჭვული კლუბზე და გულშემატკივრებზე . თუმცა , ნაადრევია ამაზე საუბარი ჯერ ჯერობით ” .

ბოლოს  როდის ესაუბრე კონტეს ?

” ბოლოს , იანვარში მანამ სანამ ” ჩეზენაში ” გადავიდოდი . ზაფხულში შეკრების დროს ისე ჩანდა თითქოს მას ჩემი იმედი ჰქონდა . აქტიურად ვსაუბრობდით ხოლმე და რამდენიმეჯერ დამიდასტურა , რომ დარწმუნებული იყო ჩემს საფეხბურთო მახასიათებლებში . შემდგომ კვლავინდებურად ტრავმა მივიღე და ბოლოს მივიღეთ გადაწყვეტილება , რომ უმჯობესი იქნებოდა თუ დავტოვებდი გუნდს ” .

შენი აზრით , რომელი ტოპ ფორვარდი მოუხდება იუვეს ?

” ჩემი არჩევანი ვან პერსია , თუმცა არც კავანია ურიგო ” .

ჯიოვინკო კი მზადაა დაბრუნდეს …

” ბედნიერი ვარ მის გამო . საერთოდ იუვეში რომ ასპარეზობდე , საფეხბურთო მახასიათებლების გარდა , მტკიცე ხასიათიც არის საჭირო . ჯიოვინკოს კი ორივე აქვს და იმედი ვიქონიოთ ისეთივე მონდომებული იქნება როგორიც ” პარმაში ” .

დელ პიერომ კი დატოვა ტურინი …

” ახალი ისტორია , ახალი შეგრძენები … ალექსი ისტორიას ქმნიდა , მისი შეცვლა ადვილი როდი იქნება . ბოლოს მას  ჩემპიონობის მოპოვების პერიოდში ვესაუბრე და მივულოცე ” .

შენი აზრით სად შესძლებს უკეთესად თავის გამოჩენას ? ” ფლამენგოში ” თუ ” რივერ პლეიტში ” ?

” ჩემი აზრით ის იდეალურად მოერგებოდა ამერიკულ ლიგას ან იაპონიისას . დელ პიეროს ყველგან იცნობენ , მაგრამ ამ ორ ქვეყანაში ის როგორც კუმირი ისე ჰყავთ ” .

რა გაღიზიანებს ყველაზე მეტად პრესის ფურცლებზე , როდესაც ის შენ გეხება ?

” ყველაზე მეტად ის , რომ თითქოს სულ ტრავმირებული ვარ ” .

ევროპის ჩემპიონატზე , რომელმა ფეხბურთელმა მოახდინა შენზე შთაბეჭდილება ?

” მარიო გომესმა . ”

წყარო : TuttoJuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

45 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Nodari gogaladze
12 years ago

კარგით რა იაკინტა?! მატრი დატოვონ და ეს იალა

ninia-juve
12 years ago

გილოცააავთ გამარჯვებას:):* ვინც ცოცხლები გადარჩით დღევანდელი თამაშის მერე :*

dito chanturia
12 years ago

:italy: :italy: იჰაა აწი უფრო მჯერა იტალიის უყურეტ რეებს ვიზამტ

12 years ago

გილოცავთ ყველას… ჩვენი ჩუვაკები მეოთხედფინალში არიან :italy: :italy: :italy: :italy: :italy: :italy: :italy:

lasha naxucrishvili
12 years ago

თუმცა ხვალაცაა თამაშები :lool:

lasha naxucrishvili
12 years ago

ვის შეხვდება იტალია ?!

ბენიამინ

ძალიან ცუდი ტრამვა მიიღო მგონი კიემ

bibobibo
12 years ago

აუ არა კიელინ ტრანვაა მიიგოოოო : ეეე რაააა დიდი ხანი არ გამოტოვოს მაინც დიდი დანაკლისი იქნება

Gio Darja
12 years ago

კონტეს სჯეროდა შენი და იმიტომაც დაგიტოვა, ტრავმები რომ არა შეიძლება ბორიელო არ მოსულიყო გუნდში )) მუდმივად ლაზარეთში ყოფნამ ამ კაცს ხელი შეუშალა, ისე კი კარგი ფორვარდია

| Newsphere by AF themes.
45
0
Would love your thoughts, please comment.x