პრანდელის შეგირდები ირლანდიასთან მატჩისთვის ემზადებიან
ირლანდიის ეროვნულ ნაკრებთან მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე იტალიური პრესა სკუადრა აძურას ძირითადი შემადგენლობის გამოცნობას ცდილობს.გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩეზარე პრანდელი სათამაშო სქემის შეცვლას აპირებს და გუნდი არა 3-5-2, არამედ 4-3-1-2 ტაქტიკით იასპარეზებს.კარს ჯიჯი ბუფონი დაიცავს, დაცვა თითქმის მთლიანად გადახალისდება : მარჯვნივ კრისტიან მაჯიოს იგნაციო აბატე ჩაანაცვლებს, მარცხნივ ემანუელე ჯიაკერინის ფედერიკო ბალძარეტი, ცენტრში კი ანდრეა ბარძალი და ჯორჯო კიელინი იმოქმედებენ.მშობლიურ პოზიციას დაუბრუნდება დანიელე დე როსი, მოედნის შუახაზში იგი ბიანკონერებს – ხორვატების კარში გოლის ავტორ ანდრეა პირლოსა და კლაუდიო მარკიზიოს შეუწყვილდება.ტრეკუარტისტას პოზიციაზე უნდა ველოდოთ ნატურალიზირებული იტალიელის, წარმოშობით კი ბრაზილიელი ტიაგო მოტას ხილვას.რაც შეეხება შეტევას, ანტონიო კასანოს ამჯერად არა მარიო ბალოტელი, არამედ “უდინეზეს” კაპიტანი, ანტონიო დი ნატალე დაეხმარება.
სავარაუდო შემადგენლობა ასეთია : ბუფონი; აბატე, ბარძალი, კიელინი, ბალძარეტი; დე როსი, პირლო, მარკიზიო; ტიაგო მოტა; დი ნატალე, კასანო
ყველას გილოცავთ

გილოცავთ ყვლაა ძურებსსს

გოოოოო იტალისფორაც დამიჯდა გენაცვალეე ბალოოოოო