ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პეპე – ბრუნო ალვეში: შედგება ბარტერი?

ყველას კარგად მოგვეხსენება, რომ ფეხბურთში გამორიცხული არაფერია. აქ მოვლენები ელვისებური სისწრაფით იცვლება. პრესტიჟული იტალიური გამოცემა, Tuttosport – ი, ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ბრუნო ალვეშის “ზენიტიდან” გადმობირებისთვის მთავარი გასაღები შესაძლოა სიმონე პეპე აღმოჩნდეს. გაგრძელება იხილეთ სრულიადში…

გემახსოვრებათ, შარშან ზაფხულს აქტიურად მიდიოდა საუბრები იმის თაობაზე, რომ “იუვენტუსის” ფეხბურთელი აუცილებლად რუსეთში გააგრძელებდა კარიერას და მისი ტურინული მომავალი ბურუსით იყო მოცული, თუმცა ანტონიო კონტე თავად ესაუბრა საკუთარ შეგირდს, სადაც მთავარმა მწვრთნელმა დაადასტურა, რომ პეპეს არსად გაშვება არ სურდა და ამით ყველა ჭორს წერტილი დაუსვა. როგორ წარიმართა განვლილი სეზონი ამ ფეხბურთელისთვის, ყველას კარგად მოეხსენება. განსაკუთრებით სეზონის პირველი ნახევარი იყო პეპესთვის შთამბეჭდავი. იგი ძირითად შემადგენლობაში შეუცვლელად ასპარეზობდა და მნიშვნელოვან მატჩებში გადამწყვეტი გოლებიც გაიტანა. ზამთრის პერიოდში ცოტა ფორმიდან ამოვარდნა დაეტყო, რაც შეიძლება “ატალანტასთან” დაპირისპირებაში მიღებული ტრავმის ბრალიცაა, მაგრამ, ამასთან ერთად, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ 4-3-3 სისტემიდან 3-5-2 სქემაზე გადასვლამ, უხეშად რომ ვთქვათ, პეპე ძირითადიდან ამოაგდო. თუმცა, საერთო ჯამში, 2011/12 წლების სეზონი ამ ფეხბურთელისთვის შთამბეჭდავი აღმოჩნდა და დღევანდელი გადმოსახედიდან მისი გუნდიდან წასვლა თითქმის წარმოუდგენელი ჩანს. მაგრამ, ამის მიუხედავად, არსებობს ამ საკითხის მეორე მხარეც. ანტონიო კონტე ბოლო პერიოდში 3-5-2 სისტემას ანიჭებდა უპირატესობას, ამასთან ერთად, გუნდმა სულ ახლახანს მაურისიო ისლა გაიფორმა, რაც გვაძლევს საფუძველს იმაზე ფიქრისა, რომ “იუვენტუსის” მე-7 ნომერს შეიძლება მართლა მოუწიოს გუნდთან გამომშვიდობება. თან, “ზენიტის” მთავარ მწვრთნელ ლუჩიანო სპალეტის ძალიან სურს პეპეს საკუთარი გუნდის რიგებში ხილვა, თავის მხრივ “იუვენტუსი” კი ბრუნო ალვეშის გაფორმებას ცდილობს. ასე რომ, მოვლენების განვითარება ნებისმიერი კუთხითაა შესაძლებელი.

წყარო: Tuttosport

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

22 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
giortgi
12 years ago

პეპეს რას ერჩიან დატოვეთ იმსახურებს რო იუვეს ფორამა ატაროს :forza: :forza: :forza:

delpieronedved
12 years ago

irakla1001 სად იყავი დაკარგული ჯიგარო?????

irakla1001 horbenadze
12 years ago

დიდუუუუ 1juves ინფაქტი მოუვა ეს რო მოხდეს,, არადა არც მე მინდა ეს ვაბშე გადახტეს ეიფელიდან და თავი მოიკლას რა,, პეპეში არ მემეტება

Giorgi kasrashvili
12 years ago

:lool: :lool: :lool: :lool: :lool:
მათლა გააფრენს და სებას რომ აბრუნებენ სიხაულის გულის ფეთქვა მაქვს :chuvak:

Di Francesco # 1
12 years ago

:chuvak:

Giorgi kasrashvili
12 years ago

ეეე დაიცა ეხლა მაროტა რა. ცენტრში ალვეშზე უკეთესი ბონუჩი-კასერესი გვყავს და არ გვინდა ზედმეტი ჯართი. პეპე კი კარგი ზამენააა!!!

მარცხენა მცველზე იზრუნეთ!!!

12 years ago

პეპე არ იყიდება

Megusta
12 years ago

რათ უნდათ ეს ალვეში ვერ ვიგებ რა

delpieronedved
12 years ago

ბებერი ყოფილა 30 ისაა :blin: :forza: :juvee:

tabajuventino
12 years ago

პეპე არსად არ წავა !

d a v i d
12 years ago

პეპე თუ წავა მაშინ კონტეს რამირესის ხილვა სურს გუნდში და მაგ პონტში შეიძლება შეელიოს სიმონეს ნუ ცუდი ვარიანტი არაა პეპეს ადგილზე გასტონა :up:

TATO asanidze
12 years ago

shansi araa pepes makratelas uyurebs yoveldge conte da ar gaushvebs tan aramgonia portugalielebi mis yuradgebas iqcevdnen italielebze aketebs aqcents an italiur gundebshi motamashe fegburtelebze da zenitis bruno alveshi rashi unda yvelas da yvelafers miuchveveli amastan ertad arc patara araa 32wlis motamashe ki juventuss ar chirdeba tu martla pirlos nairi araa :twisted::twisted::twisted::smile::smile::smile:

12 years ago

კონტე თვითონ წავა და პეპეს არ გაუშვებს :lool:

delpieronedved
12 years ago
Reply to 

+1 :lool:

delpieronedved
12 years ago

ამ უნიჭOს აღარ ჯობია პეპინიო :blin:

delpieronedved
12 years ago
Reply to  delpieronedved

:mad: არ გაუშვათ რაააააააააააააააააააააააააააააააა

HASAN SALIHAMIDZIc
12 years ago

ჰუმელსი რატო არავის გინდათ ? ბარძალი, კიელინი, ჰუმელსი წარმოგიდგენიათ ? :shock: ნუ ტიაგო სილვა და კომპანი უკეთესი ვარიანტი კია მარა .. :mrgreen:

nika kakabadze
12 years ago

მიყვარს პეპე, იმედია არ წავა :love: :love: :love: :love: :love: :love: :love: :love: :love: :love: :love: :love: :love: :love: :love: :love: :love: :love: :love:

delpieronedved
12 years ago

არა

Di Francesco # 1
12 years ago

:oldman: :oldman: :oldman: :oldman: :oldman: :oldman: :oldman: :oldman: :oldman: :oldman: :oldman: :oldman:

lasha naxucrishvili
12 years ago

ბრუნო ალვეში მაგრად არ მევასება უნიჭო :mad:

| Newsphere by AF themes.
22
0
Would love your thoughts, please comment.x