ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბორიელო რომში ბრუნდება

მარკო ბორიელო კვლავინდებურად ” რომას ” ფეხბურთელი გახდება , ეს ოფიციალური ინფორმაციაა . დღეს , არენდით გათვალისწინებული ვადა ამოიწურა , იუვემ კი თავის მხრივ არ გამოიყენა კონტრაქტის პუნქტი , რომელიც ითვალისწინებდა ბორიელოს გამოსყიდვას . შეგახსენებთ , რომ ჯუზეპე მაროტამ იტალიელი თავდამსხმელი იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დაიმატა . საერთო ჯამში მარკომ 13 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ორი გოლის გატანაც შესძლო , თუმცა ეს არ აღმოჩნდა საკმარისი , რომ დაერწმუნებინა ბიანკონერის ხელმძღვანელობა მის საჭიროებაში . ასე , რომ ” ჯენოას ” ექს მოთამაშე დედაქალაქში ბრუნდება , სადაც ადგილიბრივ ” რომასთან ” კონტრაქტი 2015 წლამდე აქვს გაფორმებული .

სხვა სატრანსფერო სიახლეები იხილეთ სრულიადში …

უახლოესი რამდენიმე დღე გადამწყვეტი შეიძლება აღმოჩნდეს ფელიპე მელოსთვის . ბრაზილიელი ” გალათასარაიში ” წარმატებული სეზონის შემდეგ , ბიანკონერის რიგებში დაბრუნდა , თუმცა არ კარგავს იმედს , რომ კარიერას სწორედ თურქეთში გააგრძელებს . იმ შემთხვევაში თუ გალას წარმომადგენლებმა არ დააკმაყოფილეს მაროტას სურვილი და არ გადაუხდიან კლუბს 13 მილიონ ევროს , მაშინ საქმეში მიუნჰენის ” ბაიერნი ” ჩაერთვება , რომელიც თავის მხრივ უნდა აღინიშნოს , რომ 9 მილიონს იხდის საყრდენ ნახევარმცველში . მესამე დაინტერესებული მხარე მოსკოვის ” სპარტაკია ” , რომლის შანსებს ექსპერტები საკმაოდ კარგად აფასებენ , მაგრამ თავად ფეხბურთელს პირველი ორი ვარიანტი მეტად ესიმპატიურება .

მაშინ როცა  ბრეშამ და პარმამ ყველაფერი შეათანხმეს ელ კადურის ტრანსფერზე , თავად ფეხბურთელმა საკუთარი სიტყვა დააფიქსირა – ბელგიელ მოთამაშეს არაფრის დიდებით არ სურს მოკრძალებულ კლუბში გადასვლა , მისი ერთადერთი სურვილი ტურინის ” იუვენტუსია ” . შეგახსენებთ , რომ კადურის ბრეშასთან კონტრაქტი 2013 წელს ეწურება .

ჯანლუკა დი მარციომ , საკუთარი ბლოგის საშუალებით , განახლებული ინფორმაცია გამოაქვეყნა მარკო ვერატის თაობაზე . როგორც ჩანს პესკარა დაინტერესებულია ჯეიმს ტროისი კონტრაქტით . მიმომხილველის განცხადებით , მოკრძალებული კლუბი კონტრაქტის 50 % მიიღებს . ტროისზე იმას გეტყვით , რომ იგი ნახევარმცველია და გასულ სეზონში არენდით ასპარეზობდა ” ქაისერსპორში ”  . სტატიას კი იმით სრულდება , რომ დი მარციოს მოსაზრებით ვერატი უახლოეს ხანებში ოფიციალურად მოაწერს ხელს ტურინულ გრანდთან .

წყარო : Tuttojuve, Calcionews24

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

22 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Nodari gogaladze
12 years ago

გამიხარდა ამის წასვლა მაგრად :vashaa: მაგრამ იმ 2 გოლის დიდად მადლიერი ვარ , აბ ჰე მარკო :achuu:

HASAN SALIHAMIDZIc
12 years ago

ბორის ინტერი დარჩა და ბაჯოა ფაქტიურად :-P

ana
ana
12 years ago

ვაიმე რა კაიაა მოაშორეთ აქედაან ვერრ ვიტაან ამ ფეხბურთელს და საერთოდ რა უნდოდა ამას იუვენტუსისნაირ გუნდშიი :forza: :forza:

HASAN SALIHAMIDZIc
12 years ago
Reply to  ana

ბოლო ოქროს ქულები ვინ მოუტანა იუვეს გახსოვს ისე ? :mrgreen:

d a v i d
12 years ago

ამას მატრი და კვალიც მიუმატე და გუნდში ახალგაზრდა ბიჭები მოიყვანეთ ჯოვინკო, დესტრო (გაბიადინი ან იმობილე) :forza: :forza: :forza:

lasha naxucrishvili
12 years ago

აეეეეეეეეეეეე მაგრად გამიხარდა :lool: :lool: :lool:

kakhinio10
12 years ago

აუ რა მაგრად გაასწორააა რაა.იაკინტაც მომაშორეთ ეხლა : )

valeri oqropilashvili
12 years ago

აუ რა კარგიაააა :juvee: :juvee:

dato chichinadze
12 years ago

ჯერ არაფერი გამხარებია ისე როგორც ამის წასვლა :forza: :forza: :forza:

NILSON
12 years ago

ყველაზე ძალიან ამის წასვლა გამიხარდა : )) ნერვებს აგარ დამაწყვიტავს ))

vako-10
12 years ago

უჩინიჩი რო დავინახე მეთქი ამასაც ხოარ უშვებოენთქო გამისკდა გული

giorgi-10
12 years ago

:lool: არადა რა გასვლა მოგვაგებინა :forza:

nika kakabadze
12 years ago

არის, არის :bugi: :bugi: :bugi: :bugi: :bugi: :lool: :lool: :lool:

irakla1001 horbenadze
12 years ago

დავბრუნდი ძმებო და ეს ამბავირო გავიგე მეცხრე ცაზე ავედი სატრანსფერო სეზონი ძალიან კარგად მიმდინარეობს,,უჰუუ რა კარგია let’s go party :forza: :forza:

delpieronedved
12 years ago

რა გამიხარდა თქვენ ვერ წარმოიდგენთ :lool: :lool: :lool: :lool:

giorgi mchedlishvili
12 years ago

ბრავო.როგორც იქნა მოაშერეს იუვედან ბორიელო.

Gio Darja
12 years ago

დღე მშვენივრად დაიწყო, რა კარგი ინფორმაციაა :lool:

12 years ago

ვა ბორიალა მიდის ტო :lool:

valeri elisabedashvili
12 years ago

მაგარიაააა მოაშორეთთთთთ :lool:

kirsona
12 years ago

რა კარგად დაიწყო დილა, იმედია არ მოგათვრევენ შე ქათამო!!!

delpieronedved
12 years ago

მადლობა ღმერთო შეისმინე ჩემი ლოცვაააააა

kikva
12 years ago

რახან ეს მოაშორეს აწი რაღა გვიჭირს :D

| Newsphere by AF themes.
22
0
Would love your thoughts, please comment.x