ისლა : “ოცნება რეალობად მექცა”
ტურინის “იუვენტუსის” ახალწვეული, მაურისიო ისლა ბიანკონერებში ტრანსფერს დიდი ოცნების ასრულებაც მიიჩნევს : “რამდენიმე წლის განმავლობაში უდინეზეს შემადგენლობაში თავდაუზოგავად ვშრომობდი, რადგან მიმეღწია მთავარ მიზანს – მეთამაშა დიდ გუნდში.უდინეში პროფესიონალ ფეხბურთელად ჩამოვყალიბდი და გავათვიცნობიერე, რომ ერთ დღეს ოცნება რეალობად იქცეოდა.იტალიის საუკეთესო კლუბში ვითამაშებ, ეს დიდი წინსვლაა როგორც ჩემთვის, ისე ჩემი ოჯახისთვის.ბედნიერი ვარ, რომ ჩემი თანაგუნდელი არტურო ვიდალი იქნება, მსგავსი ფაქტი “იუვეს” ისტორიაში არასოდეს დაფიქსირებულა, გუნდში ორი ჩილელი ირიცხება.მინდა ტიტულები მოვიგო, მაგალითად ჩემპიონთა ლიგა.ბებერ ქალბატონს მხოლოდ ერთი მიზანი ამოძრავებს – გამარჯვება.”
აი სწორედ ასეთი ფეხბურთელია საჭირო. გუნდს უნდა აღმერთებდეს. როსი მინდა… :(
გაღმერთებამდე ჯერ ბევრი აკლია… მილანში ან ინტერში რომ გადასულიყო, იგივეს იტყოდა, იტალიის საუკეთესო გუნდში მოვხდიო…
მაინც კაი ტრანსფერია
გაიხარე მაურისიო გაიხარე მაგარი შენაძენია ესეც და ასამოაც, ცენტრ ფორვარდი და მარცხენა მცველი გვინდა ოღონდ მარტო ტოპი და ერთი ორი ახალგაზრდა დესტრო და გაბიადინი
ტოპი კი არა დამიაოსაც კი არ ყიდულობენ ესენი მგონი ოფიციალურად ტოტენჰემის მეტს არავის მოუმარტთიაო სკაი სპორტზე წერია