სატრანსფერო ჭორები და სიახლეები – 27 ივნისი
რობინ ვან პერსის ხელში ჩასაგდებად ტურინის “იუვენტუსსა” და მანჩესტერ “სიტის” შორის დიდი ბრძოლაა გაჩაღებული.მიუხედავათ იმისა, რომ ქალაქელების შემადგენლობაში ერთბაშად ოთხი უმაღლესი დონის შემსრულებელი ირიცხება, შეიხი მანსურ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანი წინააღმდეგი არაა მათ კიდევ ერთი, კერძოდ კი ჰოლანდიელი ფორვარდი დაამატოს.პერსის მამის განცხადებით, “არსენალის” დატოვების შემთხვევაში ფეხბურთელი არ აპირებს კარიერა ინგლისის ჩემპიონებში განაგრძოს, ასე რომ ბიანკონერებს აქვთ სერიოზული შანსი, პრემიერ ლიგის გასული სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე ტურინში გადმოიყვანონ.გავრცელებული ინფორმაციით, საქმეში ჩართვას ბებერი ქალბატონის პრეზიდენტი, ანდრეა ანიელი აპირებს და იგი მზადაა, ვან პერსის სანაცვლოდ სოლიდური თანხა გადაიხადოს.სრულიადში იხილეთ მეტი..
გუშინდელმა შეხვედრამ “იუვენტუსისა” და “ატალანტას” ხელმძღვანელობას შორის როგორც სჩანს სასურველი შედეგი გამოიღო.ნერიაძური მზადაა ახალგაზრდა ფორვარდი, მანოლო გაბიადინი სხვა კლუბში გაუშვას, იმ შემთხვევაში თუ მოგებას თავადაც ნახავს.იტალიური პრესის მტკიცებით, ბიანკონერები მზად არიან 20 წლის წინახაზელის უფლებათა პაკეტის 50% – ის სანაცვლოდ 4 მილიონი გადაიხადონ და სათამაშო დროისთვის, მოკრძალებულ გუნდში გაუშვან არენდით.გაბიადინის ერთ-ერთი მსურველი “ბოლონიაა”, რომელიც მარკო დი ვაიოს წასვლის შემდეგ ფორვარდის დამატებას გეგმავს.
რაც შეეხება უკანახაზს, დაცვის გაძლიერების მთავარ კანდიდატებად დორტმუნდის “ბორუსიას” მცველი, მატს ჰუმელსი და სანკტ-პეტერბურგის “ზენიტის” ლეგიონერი, ბრუნო ალვეში სახელდებიან.საქმე იმაშია, რომ გერმანელი ფეხბურთელის დიდი თაყვანისმცემელი ანტონიო კონტეა, რომელიც მოხარული იქნება, თუ ჯუზეპე მაროტა ახალგაზრდა მოთამაშის უფლებათა პაკეტს სრულად ჩაიგდებს ხელთ, თუმცა ჰუმელსის მაღალი ფასის გამო შესაძლოა იტალიელებმა უკან დაიხიონ.მიუნხენის “ბავარიის” ყოფილმა მცველმა შესანიშნავი სეზონი ჩაატარა და მისი სატრანსფერო ღირებულება 18 მილიონი ევროა, რამდენად დათანხმდებიან ტურინელები ამ თანხის გადახდას, მეორე საკითხია.
გაცილებით რეალურია ბრუნო ალვეშის ტრანსფერი, რომელსაც როგორც სჩანს მოსწყინდა რუსეთის ცივი კლიმატი.უკვე მეორე წელია პორტუგალიელი ცდილობს “ზენიტიდან” წავიდეს, თუმცა ბიანკონერებსა და სანტკ-პეტერბურგელებს შორის მოლაპარაკებები ვერა და ვერ დასრულდა წარმატებით.ამჯერად მაროტა უკან დახევას არ აპირებს და “პორტოს” ყოფილი მცველის ტრანსფერის გასაჩარხად ყველაფერს მოიმოქმედებს, თავად ფეხბურთელის სურვილიც გასათვალისწინებელია, ალვეშს ბიანკონერებში სურს კარიერის გაგრძელება.
წყარო : Tuttojuve; Football Italia
რა ჰუმელსი ნამუსი არა აქვს? იტალიელები რო გერმანელ მცველს დაიმატებენ ყველაფრის ღირსები არიან
რატომ მეგობარო, გერმანელებს კარგი მცველები ჰყავდათ ყოველთვის.
რა უნდა ამას სიტიში
ჰუმელსი და ჰიგუაინი არის ყველაზე მაგარი ტრანსფერი ჩემი აზრით
მე ვერ ვხდები ცენტრალური მცველი რად გვინდა? თუ მცველის დამატებაზეა საუბარი მაშინ მარცხენა მცველი გვინდა მარცხენაააა
სისოკო ან კოლაროვი და + ერთი კაი ცენტრ ფორვარდი მეტი საჭირო აღარ არის თუ კვალის და მატრის ვინარჩუნებთ მაგ თემტხვევაში თუ არადა დესტრო და ან რამირესი ან იო იოა მოსაყვანი
+1
არ გვინდა პერსი რა,,,, წელს გამოანათა და არავინ იცის შემდეგ წელს როგორ ითამაშებს,, ახალგაზრდა რომ იყოს კიდევ შეიძლება
194 თამაშში 96 გოლი აქვს არსენალში, 68 თამაშში 29 გოლი აქვს ნაკრებში და წელს გამოანათა კაცმა
კარგად არ უყურებ ეტყობა პერსის თამაშებს, უბრალოდ შარშანწინ ტრავმამ შეუშალა ხელი მაგრად..)) უმაღლესი კლასის ფორვარდია, ძალიან ცოტა თუ აჯობებს ამ მომენტისთვის, მაგრამ იტალიაში როგორ გაიხსნება მართლა არავინ იცის..
18 მილიონის გადახდა სკამზე დასაჯენად მართლა არ ღირს, ეხლა არც ბარძალი, არც ბონუჩი და მითუმეტეს არც კიელინი ძირითადიდან არ ამოვარდებიან )) თან არა მგონია ბორუსიამ გაყიდოს, ლიგაზე გადის გუნდი..
ვან პერსი დადონ რა ამ ზაფხულს ….
გაიხარე darja
რა სისულელეა ალვეშის ყიდვას ჰუმელსი იყიდონ არ ჯობიაა,სულ ესე ჟმოტავენ ფულს და მერე უაზროდ გადაყრიან მელოებში და კრასიჩებში,ელიებში :@.... ....:@.... .... გრიგერებში