სატრანსფერო ჭორები და სიახლეები – 28 ივნისი
საკმაოდ სასიხარულო ინფორმაცია გავრცელდა ტურინის “იუვენტუსის” გულშემატკივრებისთვის.იტალიური პრესის ცნობით, იტალიის ახალგაზრდული ნაკრების ლიდერმა, მატია დესტრომ მილანის “ინტერისა” და დედაქალაქური “რომას” შემოთავაზებებზე უარი განაცხადა და აქვე დასძინა, რომ კარიერის გაგრძელება ბებერი ქალბატონის შემადგენლობაში სურს.ოფიციალურად ამ ინფორმაციას არც რომელიმე ინტერვიუ და არც კლუბები არ ადასტურებენ, მაგრამ ფაქტია, დესტროსთვის აპენინებზე დიდი ბრძოლაა გაჩაღებული, ბიანკონერებს კი ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია უჭირავთ.სრულიადში იხილეთ მეტი..
ბოლო დღეებში ტურინის “იუვენტუსის” მარიო ბალოტელისადმი ინტერესის შესახებ ბევრი დაიწერა, თუმცა ეს ინფორმაცია ფეხბურთელის აგენტმა, მინო რაიოლამ უარყო და განაცხადა, რომ ნატურალიზირებული იტალიელი ნისლიანი ალბიონის დატოვებას არ აპირებს : “მარიო ბალოტელი იტალიაში დაბრუნებას მანამ არ აპირებს, სანამ კლუბების ეკონომიკური მდგომარეობა არ გამოსწორდება.მითუმეტეს, ქალაქელები მის გაყიდვას არ გეგმავენ.უმაღლესი კლასის ფეხბურთელები ახლა სერია A – ში გადაბარგებაზე უარს განაცხადებენ.მართალია, ფეხბურთში შეიძლება ყველაფერი მოხდეს, მაგრამ ამ საკითხზე ჯერ არც რომელიმე კლუბთან და არც თავად მარიოსთან არ მისაუბრია.”
მანოლო გაბიადინი სულ მალე სავარაუდოდ ტურინის “იუვენტუსის” ფეხბურთელი გახდება.ბიანკონერები ახალგაზრდა ფორვარდის უფლებათა პაკეტის 50% – ს შეიძენენ და არენდის წესით რომელიმე კლუბში გაანათხოვრებენ : “საუბარია უდიდეს გუნდზე.მანოლოს ტურინში ტრანსფერი – რეალურია, სამწუხაროდ, დაინტერესებულ მხარეეთა მოსაზრებები ბოლომდე არ ვიცი.ფეხბურთელი მშვიდადაა, იგი ელოდება, როგორ განვითარდება მოვლენები.ნებისმიერ შემთხვევაში, გაბიადინი მზადაა, გახდეს “იუვენტუსის” ფეხბურთელი და გამოცდილების დასაგროვებლად რომელიმე კლუბში გადაბარგდეს.ბოლონია ? – არაფერი მსმენია.” – ციტირებს 20 წლის ფორვარდის აგენტის სიტყვებს Tuttosport.
გაბიადინის თაობაზე კომენტარი “ატალანტას” გენერალურმა დირექტორმა, პიერპაოლო მარინომაც გააკეთა : “მოლაპარაკებები მანოლოს თაობაზე ტურინელებთან მართლაც მიმდინარეობს, ოღონდ კონკრეტული ჯერ არაფერია.კარგად უნდა გავაანალიზოთ ის ფეხბურთელები, რომლებსაც ბებერი ქალბატონი სანაცვლოდ გვთავაზობს.გარდა ამისა, ჩვენ გაბიადინის ვენდობით და არ გვსურს მისი უფლებათა პაკეტი სრულად გავყიდოთ, 50% – ის გასხვისება საუკეთესო ვარიანტია.პელუზო ? – მისი ტრანსფერი დასასრულთან ახლოს იყო, თუმცა ჯოვინკოს გადასვლამ შეაფერხა.იმ შემთხვევაში, თუ ტურინელებს ისევ გაუჩნდებათ მოლაპარაკებების სურვილი, ჩვენ მზად ვართ.”
ტურინის “იუვენტუსი” მაღალი დონის ფორვარდის ძიებაშია.ერთ-ერთი ყველაზე რეალური კანდიდატი მადრიდის “ატლეტიკოს” კოლუმბიელი თავდამსხმელი, რადამელ ფალკაოა, თუმცა ესპანელები მის დათმობას ადვილად არ აპირებენ.ჯუზეპე მაროტა გეგმავს, დიეგო სიმეონეს კლუბს 35 მილიონი გადაუხადოს და პლიუს ამას ბრაზილიელი ნახევარმცველის, ფელიპე მელოს უფლებათა პაკეტიც დაუთმოს, გავრცელებული ინფორმაციით, მსგავსი წინადადების სანაცვლოდ მადრიდელები ფალკაოს გაშვებას დათანხმდებიან.
მომავალ კვირას ბიანკონერების ახალწვეულის, პოლ პოგბას პრეზენტაცია იგეგმება.შეგახსენებთ, რომ ფრანგი ვუნდერკინდი ტურინში მანჩესტერ “იუნაიტედიდან” თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბარგდა და კონტრაქტზე ხელი ჯერ არ მოუწერია.სასიამოვნო ნიუსია ისიც, რომ ნახევარმცველი ანტონიო კონტეს გუნდთან ერთად შატილონეში ჩაატარებს შეკრებას.
წყარო : Tuttojuve; Calcionews24; Tuttosport
ვაა გენაცვალეთ ვენაცვალე იტალიის ნაკრებს ფორზაააააააააააა , რით ვერ გიგეს ამ ფაშისტებმა რო შანსი არაქვთ მალე ჩაალაგონ და მოხიონ სახლში ბრიყვი გერმანელები ტო,იმდენი იბაზრეს თამაშამდე ნუ ყველასგან განწირულები ვიყავით მაგრამ როგორც ყოველთვის ჩვენ თამაში ვართ რათქმაუნდა ბოლმდე ფორზააააააააა

გილოავთ ყვალას ბრაო იტალია ბრაო პრანდელი ბოლო ამოსუნთქვა გა დაგვრჩა და თასი ჩვენიაა ბალო დამტკიცა რო მგელი იგროკია

არა არ ტოვებს თამაშს.. პირველი ყვითელი იყო ბალოსი : )))
ესპანეთთანაც ხო აიგო
გილოცააააააააააავთ!
ბალოტელიმ ხო ეხლა მეორე ყვითელი აიგო….. ე.ი. ფინალს ტოვებს ხოოო?
როგორც იქნა ბალოტელი არ დაიბნა არცერთ ეპიზოდში, წინა მატჩებშიც შეეძლო მაგრამ ბევრს ფიქრობდა მოკლედ გერმანია მიიტყიპა პირველ ტაიმში რა
გილოცააააავთთთთთთ!!!! ბალო მიყვარხააარ!!!! უკვე მინდა იუვეში:D:D:D

Fashistebs gae.dot forza italia martla unuwieresi yofila Mario adre ar momwonda Mara exla shemiyvarda mgoni
ვაიმე ბაროოო მიყვარხარ 2-0 ვიგებთ დუბლი.მარა მითხარიტ ეხლა ბაროტერიმ მეორე ყვილეტელი მიიგო?მაიკა გაიჯრო ვაიმე ეს ტუ გAMOთOVEBშ BOთE YOPILA MAღთLA
გოლლლლლლლლლლლლლლ ბალოოოოოოოოოოო მგელი ხარ მგელი ფინალში ვართ ვაუ არ მჯერა რაა მაგარიიიიაა

Gოოლ ხალხოო
რა ხდება?