ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბალოიტალია !!! ბალოიუვე ? ….

ტურინის ” იუვენტუსის ” ახალი თავდამსხმელი , ტოპ ფორვარდი , რომელზეც ამდენი ხანია იწერება უკვე , შესაძლოა მარიო ბალოტელი გახდეს . სუპერმარიო ! რომელმაც გუშინ იტალიის ნაკრებს ფინალის საგზური მოუპოვა , ჯუზეპე მაროტას ინტერესის ქვეშ არის მოქცეული . მიუხედავად იმისა თუ რა განაცხადა მისმა აგენტმა მინო რაიოლამ , ბიანკონერი დანებებას არ აპირებს და მზადაა რობერტო მანჩინის გუნდს 25 მილიონი ევრო შესთავაზოს , რაც ჟურნალისტების მოსაზრებით დააკმაყოფილებს იტალიელ სპეციალისტს . თავად ფეხბურთელს წლიური ანაზღაურება სიტიში , 3 მილიონი ევრო აქვს , მაროტა კი მზადაა 5 მილიონი ევრო , ხოლო მინო რაიოლას , მარიოს აგენტს საკმაოდ მიმზიდველი ბონუსი შესთავაზოს .  უახლოესი ერთი კვირის მანძილზე ამასთან დაკავშირებით გაცილებით ვრცელი ინფორმაცია გამოქვეყნდება … სხვა სატრანსფერო სიახლეებიდან გამოსარჩევია დესტროს , ჰუმელსის და მატრის გვარები …

საკმაოდ სენსაციური ინფორმაცია გავრცელდა გერმანიაში . კერძოდ დორტმუნდის ბორუსია მზადაა შეელიოს ჰუმელს , თუმცა მხოლოდ ერთი კონკრეტული ფეხბურთელის სანაცვლოდ : ” თუ იუვენტუსს ჰუმელსი სურს , ეს პრობლემას არ წარმოადგენს , თუმცა მათ სანაცვლოდ ალესანდრო მატრის დათმობა მოუწევთ ” – ჯუზეპე მაროტა და ფაბიო პარატიჩი ამას ნამდვილად არ ელოდნენ და მზად არიან მიუჯდნენ მოლაპარაკებების მაგიდას .

პლიუს ამასთან , პარარელურად გრძელდება ომარ ელ კადურის და მარკო ვერატის ტრანსფერებზე მუშაობა . ბიანკონერი მზადაა ახალგაზრდა იტალიელის სანაცვლოდ პესკარას ნიკოლა ლეალი შესთავაზოს , ოღონდ არა სრული გაყიდვით ან თუნდაც ნახევრით , საქმე უბრალო არენდას ეხება . რაც შეეხება ელ კადურის , იგი კარიერას პარმაში არ განაგრძობს გამომდინარე მისი სურვილიდან . ამაზე თავად მოკრძალებული კლუბის მმართველმა ტომაზო ჯირარდიმ განაცხადა . სავარაუდოდ ისინი სიმონე პადოინის  ან მარკო პაროლოს შეიძენენ .

კიდევ ერთი ფიგურა რომელმაც შესაძლოა პადოინთან ერთად დატოვოს ტურინი გახლავთ მარკო მოტა . აპენინური პრესის ინფორმაციით , ყველაზე ახლოს მცველის გადაბირებასთან ბოლონია არის , თუმცა ფიორენტინა და ატალანტა ყურადღებით აკვირდებიან მოვლენების განვითარებას .

ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით კი პოლ პოგბას პრეზენტაცია 1 ივლისს მოხდება . მისივე თქმით მანჩესტერ იუნაიტედი ერთ ევროსაც კი არ მიიღებს უნიჭიერესი ფეხბურთელის სანაცვლოდ .

და ბოლოს მატეა დესტრო . ახალგაზრდა ფეხბურთელის უმთავრესი სურვილია იასპარეზოს ტურინულ გრანდში , რომა და ინტერი უკვე ჩამოშორებულია მისი სურვილის გათვალისწინებით . ჯერი კლუბებზეა … შეგახსენებთ , რომ მოთამაშის უფლებათა პაკეტი ორი კლუბის ხელშია … ” სიენა ” და ” ჯენოა ” …

წყარო : Calcionews24, Tuttojuve, Tuttosport

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

31 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
giorgi
12 years ago

რამოდენıმე დღıს უკან ვნახე ბალოტელıზე ıყო სატრანფერო სტატıა… და კომენტარებı ცავıკıთხე: აუუ ოღონდ ეს არა! კაı რაა ბალოტელı: რაღაცეებı ეწერა კıდე ანტı მıმართულებıთ.. ეხლა ოღონ გადმოვıდეს და…. მართლაც მე ძალıან მıნდა ვნახო მარıო ıუვეს ფორმაშı.. ახალგაზრდაა თან უფრო დაıხვეწება მემგონı ძაან მაგარı თვადამსხმელıა

gocha udesiani
12 years ago

მაგრად არ მჯერა იმის რომ ბალოტელის სიტ 25 მილიონად გაყიდის : ) მაგ ფასად იყიდა და ტიპი სახეს ილეწავს ევროპაზე, თან მანჩინის მაგრად ევასებაა… თან პლიუს მაროტა გამოთაყვანებული რისი გამკეთებელიაა.. მახსოვს ბალოტელის კომენტარი იუვესთან დაკავIშრებით. “მინდა უვენტუსის გულშემატკივრებმა ტაშI დამიკრანო” რავიცი რავიცი წარმატეები იუვეს ბალეშიკებო, მარა მაგარი გამოთაყვანებული დირექტორი გყავთ :))

Giorgi kasrashvili
12 years ago

დათკა

იუვე დადგა ფეხზე და იტალიაც მოვიდა ფერზე :chuvak:

6 იუვენტინო იყო გუშინ ძირითადში :forza:

ფინალი იუვენტუსი – ბარსელონაა

Gio Darja
12 years ago

ბალოტელი წამოვიდეს ვაიმე რა მაგარი იქნება.. :up:

ვუჩინიჩი, ჯიოვინკო, ბალოტელი, დესტრო და კვალიარელა ))

gag100
12 years ago
Reply to  Gio Darja

მეც დზალიან დიდი სურვილი მაქ ერტი გემოვნება გვქონია :up: :up: :up:

Samtrediel90
12 years ago

ისე დეროსი და ბალოტელი რო დაგვათრევია იმენა იტალიის ნაკრები ვიქნებით უკეთესი ფლანგის მცველებით :lool:
მარა ვინ მოგვცემს დეროსის :cry:

Samtrediel90
12 years ago

ნაინგოლანი რაღად გინდა,ამდენი ცენტრალური ნახევარმცველი რა საჭიროა,თან პოგბას და მარონეს მისცენ უფრო დრო ჯობია… დალშე მაგარი სასტავია რა… ოგონდ მაგ სასტავს + ბალოტელი და იიდეალური რა :lool:

Di Francesco # 1
12 years ago
Reply to  Dutch

მხეცია ბალძარეტი

Di Francesco # 1
12 years ago
Reply to  Dutch

ხო მარა ტრამვებმაც იმოქმედეს, ყოველ მეორე დღეს ტრამვა აქ :chuvak:
ბონუჩი საუკეთესოა ბარძალისან ერთად
ბალძარეტიმაც კარგად ითამაშა მარჯვნივ აბატეს კი აჯობა ყოველ შემთხვევაში, ამიტოა პრანდელი კაი ტრეინერი რო არ შეეშინდა ბალძარეტის მარჯვნივ თამასი დაცვაში თითქმის შეცდომა არ ქონია და შეტევაც იცის აბატეზე მეტად

Di Francesco # 1
12 years ago
Reply to  Dutch

ჯო ფუცის წვეტი გაარტყა ბურთს ფეხზე მემგონი საერთოდ არ შეხებია კლოზე იყო მემგონი
ისე ერთი ორი კი თოხლა მარა ბარძალი და ჯიჯი მშვენივრად თამაშობდნენ კიელინის ყოფნა უფრო მნიშვნელოვანი იყო მოედანზე ვიდრე მისი თამაში

Di Francesco # 1
12 years ago

ჯო კიარა ხო უნდა დამეწერა :lool:

Di Francesco # 1
12 years ago

ბუცი

Di Francesco # 1
12 years ago

Calcio
მართალი ხარ, რადგან გერმანიის მცველია და ვიღაც გზააბნეულებთან უშეცდომო იყო რაღაცა გონიათ ბონუჩი ჰუმელსთან შედარებით პელეა, მიუხედავად იმისა რო გუშინ ერთი ორჯერ გაიდირკა :chuvak:
ბალო კაი იქნება უკნიდან სება მიეხმარება და ვიერი დელპიერო გვეყოლება

mishka berianidze
12 years ago

ხომ არ იცით ვინმემ ამ ეტაპისტვის გუნდს ტრანსფერებსი რამდენი აქვს დახარჯული ჯოვინკო, ისლა, ასამოა, ლეალი აი ეს ხალხი დავიმატეთ + პოგბა.

Samtrediel90
12 years ago

მაქსიმუმ 30,ისლა-ასამოა 15 მილ,ჯოვინკო 11, და ლეალი არამგონია 4-ზე მეტი დამჯდარიყო,პოგბა უფასოდ :))

mishka berianidze
12 years ago
Reply to  Samtrediel90

აი ასეტი იუვე მინდა ამ წელს
მეკარეები: ბუფონი, სტორარი, ლეალი
მცველები: კიელინი, ბონუჩი, ბარცალი, დე ჩელიე, კასერესი, ლიხშტაინერი, ჰუმელსი, კოლაროვი
ნახევარ მცველები: მარკიზიო, პირლო, ვიდალი, ჯაკერინი, ისლა, ასამოა, პოგბა, მარონე, გასტონ რამირესი, ნაინგოლანი
თავდამსხმელები: ვუჩინიჩი, ლუის სუარესი, დესტრო, ჯოვინკო, იმობილე
ამ ხალხს დავამატებდი პრიმავერას 3-4 კაცს და მეტი არავინ დაგვჭირდებოდა.

Samtrediel90
12 years ago

აუ რა კაი სიახლეებია რა,გუშინდელის მერე ნამდვილად კარგი ”დესერტია” ამ დილით
ისე გერმანელებს რა კუდით ქვა ვასროლინეეთ :lool:

Samtrediel90
12 years ago

აუ მიდი მაროტა რა დატრიალდი
ბალოტელი,ჰუმელსი,ვერატი და სუარესი რო დაგვათრევინა ვსიო რა,აღარ გვინდა მეტი არავინ…

mishka berianidze
12 years ago
Reply to  Samtrediel90

ბალოტელის მაგივრად დესტრო ამ ხალხს მე გასტონ რამირესს და კოლაროვს დავამატებდი.

Samtrediel90
12 years ago

დესტროო? მე ძირითად ფორვარდზე ვიძახი,ალბათ დესტროსაც მოიყვანენ მარა ძირითადისთვის ნაღდად არა… და მარცხენა მცველს რაც შეეხება თუ ჰუმელსი დაითრიეს შეიძლება კიელინი გადაწიონ მარცხნივ და აღარ დასჭირდეთ

mishka berianidze
12 years ago

არ მინდა რა ეს ბალოტელი რაღაც ნელია იუვეს კი უფრო ცენტრალური თავდამსხმელი ესაჭიროება
ჩემი აზრით აი ეს ხალხი უნდა მოვიდნენ
ცენტრალური მცველი: ჰუმელსი
მარცხენა მცველი: კოლაროვი
მარცხენა ნახევარ მცველი: გასტონ რამირესი
თავდამსხმელები: დესტრო, ლუის სუარესი
ხოლო გუნდიდან უნდა გავუშვან
მოტა, მელო, ციგლერი, მარტინესი, პადოინი, კრასიჩი, ელია, მატრი, კვალიარელა, ესტიგარიბია, იაკუინტა
გუნდიდან უკვე გაუშვეს
მანინგერი, ბორიელო, გროსო.

delpieronedved
12 years ago

მატრი ჰუმელსი მშვენიერი ბარტერია :love: :love: :love:

12 years ago

ჰუმელსის კარგი თამაში არ გაიშვას

mishka berianidze
12 years ago
Reply to 

რატო აძაგებ ძალიან მაგარი მცველია და ამას დავამტკიცებ თუ იუვეში გადმოვიდა უბრალოდ მისი ბრალი არ იყო რომ გერმანიას თამაში არ წაუვიდა.

Samtrediel90
12 years ago

მარტო იუვეში არა,ბორუსიაშიც ხო დაამტკიცა,ნაკრებშიც და სადაც წავა იქაც დაამტკიცებს,უძაანმაგრესია

12 years ago
Reply to 

ყავს იუვეს ბონუჩი და ბარძალი

Samtrediel90
12 years ago
Reply to 

ყავს მარა რახან დაინტერესდნენ ესეიგი ჭირდებათ

12 years ago

ისე რასაც ეს იტალია თამაშობს მატრი მშვენივრად მოერგებოდა ამ ნაკრებს…
არ მინდა მაგ ბიჭის გაშვება, თუმცა ჰუმელსი მართლა კაი ბიჭია…და თუ მაინც უშვებენ მატრის, მინდა ჰუმელსი…

| Newsphere by AF themes.
31
0
Would love your thoughts, please comment.x