ბუფონი : ” დიდი ნაკრების წინააღმდეგ ვიასპარეზებთ ”
ბიანკონერის და სკუადრა აძურის პირველი ნომერი , ჟურნალისტებთან საუბრისას გამოტყდა , რომ იგივე გრძნობა დაეუფლა , როგორც 2006 წელს : ” ზუსტად იგივე გრძნობა დამეუფლა როგორც 2006 წელს , როდესაც გერმანიაში ტრიუმფალურად დავასრულეთ ასპარეზობა . როგორ დასრულდება ამჯერად ? დავიცადოთ ცოტახანი და ყველაფერს ვიხილავთ . თუმცა , როდესაც ასეთ დიდ ტურნირში იღებ მონაწილეობას , გრძნობ რომ რაღაცით ისინი ერთნაირია . რატომ ვთქვი ადრე , რომ ვერ მოვახერხებდით ევროპის ჩემპიონობას ? იმიტომ რომ იმ პერიოდისთვის არა ერთი გუნდი ვნახე , რომელიც უკეთესად იყო მომზადებული და გაცილებით პროდუქტიულ თამაშს ანახებდა . იცით მთავარი პრობლემა რა არის ? ერთ ერთ ასეთთან ხვალ გვიწევს ასპარეზობა . მატჩი 0-0 – იდან იწყება , ამიტომ ყველაფერი შესაძლებელია , რომ მოხდეს …
” ვის გამორჩევ მეტოქიდან ? მეკარიდან დაწყებული ფორვარდით დამთავრებული , ვარსკვლავთცვენაა ამიტომ უპატივცემლობა იქნებოდა ჩემი მხრიდან , ერთი კონკრეტული ვინმე გამომეყო . დღეისათვის ისინი დომინირებენ მთელს მსოფლიოში და სწორედ ამიტომ ვაქებ ესპანეთის ნაკრებს და ვამბობ , რომ უკეთესად არიან მომზადებულნი ვიდრე ჩვენ .
ერთი სიტყვით რომ ვთქვათ , ტურნირს იგებენ საუკეთესოები და ისინი ვისაც ტალანტი აქვს , ასეთად ესპანეთი მიმაჩნია . ჩვენი ნაკრები კი დაწყების წერტილიდან ყველას აკვირვებს და იმედი მაქვს ბოლოშიც ანალოგიურ გაკვირვებას ექნება ადგილი . მიუხედავად იმისა , რომ მსოფლიოს ოთხ გზის ჩემპიონები ვართ , კარგი იქნება ნერვებს მოვთოკავთ . ცვლილებების დროა . მწვრთნელმა ახალი გზა გვაჩვენა , ეს რომ არ ყოფილიყო გაცილებით გაგვირთულდებოდა სიცოცხლე .
იკერ კასილიასი ? დიდებული მეკარეა . აღფრთოვანებული ვარ მისი ასპარეზობით , უფრო მეტიც , მიხარია რომ ბოლო პერიოდში უკვე ერთ დონეზე ვიმყოფებით , რადგან სიტყვაზე ორი წლის წინ მეკარეების რეიტინგში საკმაოდ ქვევით ვიმყოფებოდი .
ინციდენტები და ნაკრები ? იცით არსებობს იტალიური მენტალიტეტი . გვერდით რომ გადავდოთ ათასი ბოროტი ენა და ჭორი , ფეხბურთელი რომელიც მაისურს იცვამს , მის მიმართ ებადება სიყვარული , პატივისცემა და ერთგულება . ავწიოთ ჩვენი დროშა ზევით და მივცეთ გულშემატკივრებს იმავეს გაკეთების უფლება , სწორედ ეს არის რითიც ვიღებთ სტიმულს საბრძოლველად .
ბალოტელი ? არა ჩვეულებრივად იასპარეზე და იცით რატომ ? მას გრანდიოზული შესაძლებლობები გააჩნია , მისთვის ეს ბრწყინვალე დასაწყისია . რაც ყველაზე მთავარია , იგი ჩემპიონების წრეში შევიდა , როგორც საფეხბურთო ასევე ადამიანური კუთხით . მწვრთნელმა მოახერხა და მისგან ყველაფერი საუკეთესო აიღო . ბალოტელის წარმატება განპირობებულია , მისივე სურვილზე იყოს საუკეთესო და მიაღწიოს დიდ მიზნებს . მციორედენი რა თქმა უნდა მის გარშემო მყოფ ადამიანებსაც მიუძღვით .
სიმართლეა , რომ ჰიმნის დროს , ვნერვიულობ როდესაც ვმღერი . იტალია – ჩემი სამშობლოა , სადაც დავიბადე და სადაც ორი დიდი ბაბუა დავკარგე მსოფლიო ომის დროს . ეს არის მიზერული რაც ჩემი ქვეყნისთვის შემიძლია , რომ გავაკეთო .
იუვეს ბირთვი აძურიში ? იცით , ეს ძალიან კარგია . გუნდი უნდა აშენდეს იმ მოთამაშეების გარშემო , რომლებმაც სათანადო დონეზე იასპარეზეს . მწვრთნელს ეს ბევრად უადვილებს საქმეს . აქ უკვე უადგილოა იმის თქმა ეს იუვეა , ინტერი თუ მილანი .
ძლიერი ჩემპიონატი , არ ნიშნავს , რომ ნაკრებიც ძლიერი გეყოლება . ინგლისი – გენიალური ლიგით , თუმცა … ამასთან ერთად პრემიერ ლიგის ბინადრებს კოლოსალური თანხების დახარჯვა შეუძლიათ სასურველი მოთამაშის დასამატებლად .
სწორედ ამიტომ ინგლისს , იტალიასაც და ესპანეთსაც გამოკვეთილი წარმომადგენლები არ ჰყავთ . ინგლისსზე კიდევ იმას დავამატებდი , რომ მათ კატასტროფულად არ უმართლებთ პენალტების სერიაში და აქ უკვე საქმე ჩავარდნასა და უიღბლობას შორის არის ” .
წყარო : Football Italia
ბალოტელი რა კაცია შაკირას ეჩალიჩება :D:D
იკერ კასილიასი ? დიდებული მეკარეა . აღფრთოვანებული ვარ მისი ასპარეზობით , უფრო მეტიც , მიხარია რომ ბოლო პერიოდში უკვე ერთ დონეზე ვიმყოფებით , რადგან სიტყვაზე ორი წლის წინ მეკარეების რეიტინგში საკმაოდ ქვევით ვიმყოფებოდი

რა თავდმდაბალია, ჯიჯიიიიიიი, არა რა ეს და დელ პიერო, ფეხბურთში, რომ არ ყფილიყვნენ, სხვანაირი ხიბლი ექნებოდა რა
ეხლა ვნახე შემადგენლობები და ესპანეთის ნაკრები იგივე შემადგენლობით იქნება და იგივე ტაქტიკით გამოვა რაც ჯგუფში ითამაშა იტალიასთან
რაც შეეხება სკუადრა აძურას
აი ასეთი შემადგენლობა ეყოლება
ბუფონი, აბატე, ბონუჩი, კიელინი, ბარძალი, მონტოლივო, მარკიზიო, პირლო, დე როსი, ბალოტელი, კასანო
გამოდის რომ ისევ თავდამსხმელის გარეშე უნდა მოგვიგოს მაგრამ ვერ მივართმევთ ასე ადვილად.
რო ვერ მოიგონ გული გამისკდება
მარა უეჭველი ჩვენია თასი
იუვემ სკუდეტო რო მოიგო უკვე მაშინ ვიცოდი რო ევროპის ჩემპიონები გახდებოდნენ 
ვაახ ბრატცი კიევში ჩავედი ეხა:)თბილისში რო ნაშობენ და თავს რო იფასებენ ეგეთი გოგოები აქ ჩებურეკებს და შაურმებს ყიდიან: ))))))
მერე შენც უთხარი ჩებურეკი ხომ არ გვეჭამა ერთად თქო ? :))))
მერე ჩებურეკს ჭამ თუ ბილეთზე ჩალიჩობ?
მაქვს უკვე ბილეთი,პროსტა გითხარით ეგ მომხვდა თვალში დილიდან,ორი ისეთი გოგო გავიცანი რო რავი,ქალიშვილი რო იყოსს წამოვიყვანდიი თბილისში ნებისმიერს: ))))))))))))))))))
ყველაზე მაგარი სპორცმენი.
NUMERO UNO!!!
