ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

და როცა აგებ, მე მაინც მიყვარხარ !

კონტინენტზე ისევ წითელი ბურთი დაგორავს, იტალიელებმა ევროპა ლურჯ ფერებში ვერ შეღებეს, მაგრამ არაუშავს, ერთი ეტაპის დასრულება მიანიშნებს იმას, რომ იწყება მეორე.

საერთოდ ვთვლი, ბედნიერებაა, რომ ღმერთს თითოეულ ადამიანში ჩაუნერგია გრძნობა, რომელსაც სხვისი, სრულიად სხვისი შეყვარება ჰქვია, ადამიანებისა, რომლებსაც მხოლოდ მწვანე ეკრანებიდან ხედავ და გეამაყება, რომ მათი გულშემატკივარი ხარ.რამდენი გულდამწვარი იტალიის ტიფოზი კითხულობს ახლა ამ სტატიას, შეიძლება ფიქრობს კიდეც, ასე რამ შემაყვარა ევროპის სამხრეთით ჩექმის ფორმის ნახევარკუნძულზე მცხოვრები ეგ “მაკარონჩიკებიო”, მაგრამ შემდეგ გრძნობს, რომ მის სულში აპენინელებისადმი დიდი სიყვარულია ჩანერგილი, სიყვარული ფეხბურთისა, ადამიანობის და პატივისცემისა.

განსაკუთრებით გული ორ ადამიანზე მწყდება, ჯანლუიჯი ბუფონზე და ანდრეა პირლოზე.რამდენი რამ გადახდენიათ თავს, რამდენი ბედნიერება გამოუვლიათ, რამდენჯერ დამარცხებულან და ახლა, 2012 წლის 2 ივლისი რომ მოაბიჯებს დედამიწისკენ, კიევის ცენტრალურ სტადიონზე 35 წელს მიკაკუნებულები დგანან და თვალზე ცრემლი მოსდგომიათ, რა შანსი გაუშვეს ხელიდან, მათ ხომ შეეძლოთ, მთელი, მთელი იტალია გაეხარებინათ.საოცარია ტელევიზიით უყურებდე ადამიანს, რომელზეც ასე გტკივა გული, რომელიც გიყვარს, ჰო გიყვარს, ოღონდ საშინლად ადამიანური, ჰუმანური გრძნობით გიყვარს.უდიდეს პატივს სცემ და უსაზღვროდ გსურს, ხელი მოჰხვიო და გაამხნევო.

ყოველი ოცნების დასასრული ახალი ოცნების დასაწყისია, ბედნიერებაა, რომ ადამიანში არსებობს ოცნება, თავად ეგ ცხოვრებაა მგონი ოცნება.წლების წინ, იტალიის დროშებით ლოყებშეღებილი რომ დავრბოდი საფრანგეთთან ფინალის მოლოდინში, ვგრძნობდი, რომ საათებიც და უდიდესი ბედნიერება, სიამოვნება და სიამაყე დაისადგურებდა ჩემში.დღესაც, იგივეს განვიცდიდი, მაგრამ არა, ეს ცხოვრება ლატარეაა და როცა ერთ წამს ყველაფერი კარგად მიდის, მეორე წამს შეიძლება სიშავემ გადაფაროს არემარე.

ცაში ვარსკვლავს ვერ შევწვდით, ყველამ ვიცოდით, რომ ისინი იყვნენ ძლიერები, მაგრამ გვჯეროდა, გვჯეროდა რომ ჩვენს შეგვეძლო ისტორიაში ჩავწერილიყავით, როგორც 2012 წლის ევროპის ჩემპიონები.ყველაზე ძლიერებზე ძლიერები ვერ გამოვდექით.არაუშავს, ჩემი აზრით, ის რაც ამ ფორმაციის სკუადრა აძურამ შექმნა, საოცრებაა.დაკითხვების, დაჭერებისა და სკანდალების შემდეგ ფეხბურთელებმა მოახერხეს, ჯგუფიდან გავიდნენ, გათამაშებას ინგლისისა ( ! ) და გერმანიის ( ! ) ნაკრებები გამოთიშეს და დამსახურებულად, სრულიად დამსახურებულად აიღეს ვერცხლის მედლები.

რაც არ უნდა მოხდეს, რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, სანაკრებო დონეზე, ჩვენთვის მაინც იარსებებს ერთი გუნდი, რომელსაც ლურჯი ფორმა აცვია, რომელსაც შეუძლია გაიტანოს გოლი და დარჩენილი დრო დაცვაში “იჯდეს”, მოუგოს გრანდებს და ჩემპიონობა იზეიმოს.Forza Squadra Azzura !

სტატიას ერთი გენიალური სიტყვებით დავასრულებ..

“შენს ყველა მოგებას, მე გულში ვინახავ..

და როცა აგებ, მე მაინც მიყვარხარ…!”

ყველაზე “ჩაციკლულ” იტალიის ფანებს, სპეციალურად ForzaJuve.Ge – თვის, Darja..

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

76 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Juve10
12 years ago

გენაცვალე ძმა. საღოლ ჯიგარი ხარ :italy: :italy: :italy: :italy:

ana
ana
12 years ago

ვაიიმეე როგოორ შემეცოდნენ მეც ავყევი ტირილში მერეე :((

იტალიაა მაინც მაგარიაა ! იყო არის და იქნება ! ♥ :italy: :italy: :italy: :italy: :italy:

gelapir
12 years ago

გამარჯობათ ძმებო, ჯერ მინდა შევეხო ქვემოთ თქმულს მარკიზიოზე, მარკიზიო შეუცვლელია ნაკრებისთვისაც და იუვესთვისაც, მე არ წარმომიდგენია ორივე მაგის გარეშე. როცა დეროსი და მარკიზიო გყავს მაშინ პრობლემა გადაჭრილია. ახლა რაც შეეხება ფინალს, მე არ მჯერა რო ასე ადვილად რო დაამარცხა ესპანეთმა იტალია. მე მიკვირს პრანდელის გადაწყვეტილებაც, რატო არ დააყენა გერმანიასთან რო დააყენა ის სასტავი ან ჯგუფში რო ეთამაშა ესპანეთს იმ სასტავით რატო არ ეთამაშა? ერთი სიტყვით მაჯო უნდა ყოფილიყო სასტავში და არა ვიღაც ბატი აბატე. ამას დაემატა კიელინის ტრავმამ, მერე ვერ გავიგე მოტას შემოყვანა რას ნიშნავდა, ან ჯიოვინკოს რატო არ მისცა შანსი. და ბოლოს ის რომ იტალია გადაღლილიც იყო უფრო ვიდრე… Read more »

გიორგი ნაჭყებია

ძმებო მიშველეთ რამე გადავყვები ფინალის დარდს :cry: :euf: :euf:

12 years ago

ეხლა ძველ ვიდეოს ვუყურე, ნედვედის.. გაუხმეს იმ მსაჯს ხელი ნედვედს რომ ყვითელი მისცა რეალთან ნახევარფინალში 2003 წელს :cry:
მაგ მსაჯმა ჩემპიონთა ლიგის თასი წაგვართვა მაგ ეპიზოდში :cry: :cry: :cry:

Di Francesco # 1
12 years ago

ჯერ მარტო იმიტოა დასაფასებელი რო სადაც გუნდს დაჭირდა იქ ითამაშა
მარკიზიო საერთოდ არაა ფლანგის ნახევარმცველი და მითუმეტეს მარჯვენა ფლანგის, თან პრესინიგი უნდა გაეკეთებია თან იქედან გაოქცეულ კაცს უნდა გამოყოლოდა უკან, თან ართმევაზე ეთამაშა და თან შაეტევასაც თხოვდით
ძან ბევრს ითხოვდნენ მარკიზიოსგან, მე მაინც მომეწონა რაც მთავარია არცერთ თამაშში თავი არ დაუზოგია და რაც შეეძლო გააკეთა
:italy: :achuu: :italy:

Di Francesco # 1
12 years ago

Shevche
მაგი სხვა ამბავია, ფინალში მეც შევცვლიდი
შეიძლება ისეთი არაა რო ევროპა მარტო მოიგოს მარა უკეთესი მის პოზიციაზე სხვა არაა რო სტაბილურად დადგეს და ითამაშოს

Di Francesco # 1
12 years ago

თუმცა მარკიზიო იყო აბიატის რო ათოხლა ორჯერ, ანუ შეეხო და მიტო არ მოგწონს მარკიზიო :chuvak:
კონტემ პირველი რაც თქვა იყო რო მარკიზიო გამორჩეული მოთამაშეაო და ჩემს თავს მაგონებს( ან თავის თავი საუკეთესო გონია (იყო და მიტო:)) და ამ გუნდის საუკეთესო მოთამაშედაც მარკიზიო დაასახელა
მარკიზიოც რაც ევალება ხუტიანზე აკეთებს და შენ საგოლე პასებს და გამჭოლ გადაცემებს თუ ელოდებოდი არ ვიცი, მთელი გერმანიის და ინგლისის ნახევარდაცვა რო გამოითიშა თამაშიდან ვისი ბრალია? მარკიზიოს და დეროსის პირველ რიგში დიდი ჩამშლელი არც პილო მყავდა მითუმეტეს არც მონტოლივო
ვერ ითამშა დეროსიმ და მარკიზიომ ფინალში და კარგად იყავი
:italy: :achuu: :italy:

Shevche
12 years ago

დაქნეული აბიატისთვის იმდენს გაუტანია გოლი მაგის მიხედვით რო ვიმსჯელო მაშინ ნახევარი იტალია უნდა მძულდეს…მარკიზიო არ არის იმ დონის რო ნაკრებში ეჭვ ქვეშაც არ დადგეს მისი შეცვლა, ამას ვამბობ მე. შეილება საერთო ჯამში ნოჩერინო ვერ ჯობია მაგრამ ნოჩესთვისაც უნდა მიეცა პრანდელის შანსი, იმსახურებდა მისი ჩატარებული სეზონის მიხედვით. მე ამას იმიტო არ ვამბობ რო ნოჩერინო მილანელია, უბრალოდ მიმაჩნია რო ნაკრებს წაადგებოდა, თორე სულარ ვარ ნოჩერინოს თაყვანისმცემელი.

Di Francesco # 1
12 years ago

Shevche
გეანხმები რაც პირლოზე თქვი და მეც იგივე დავწერე
მარკიზიო ჯობია თუ ნოჩერინო? წელს ეტყობა შენ გუნდს არ შეხებია მარკიზიოს რისხვა :chuvak: არადა ბევრს შეეხო, მარკიზიო წელს ერთერთი საუკეთესო ნახევარმცველი იყო და შეიძლება ერთადერთიც
შენ მითხარი მარკიზიოს ფუნქცია ნაკრებშ? არ იცი და მეუბნები ცუდი ფეხბურთელიაო
პრანდელის კითხე აბა
:italy: :achuu: :italy:

arseni
12 years ago

რა ამბავია რა პირლო რის მარკიზიო, ცალკეულ მოთმაშეებში არ არის საქმე, გუნდმა ვერ ითამაშა, ვერ განეწყო საომრად, ისე სიმართლე ითქვას და გერმანია რომ ყოფილიყო ფინალში იქ სულ სხვა თამაში იქნებოდა, ერთია რომ ინგლისს და გერმანიას ტრადიციულად უჭირთ თამაში იტალიასთან სათამაშო სტილიოდან გამომდინარე და მგონი ამ ფაქტორებმა იმოქმედა ეხლა … რაც შეეხება ესპანელებს უძლიერესი მიღწევა აქვთ , მაგრამ მათ მიღწევებს მსაჯების მოქმედებები აუფასურებს, სულ არ მაინტერესებს 4-0 მოუგეს ფინალში იტალიას თუ 24-0 ერთი ცხადია რომ მსაჯს ნამუსი რომ ჰქონოდა ხორვატიას პენალტი ეკუთვნოდა და დიდი ალბათობით ამოსდებდა იმ თამაშში ამ სანახევრო არაბებს ამათ …

Di Francesco # 1
12 years ago

ამ იუვეს წარმატებს, მილანიდან გაგდებულ პირლოს ნუ მიაწერთ
პირლო უდიდესი ფეხბურთელია და დღესაც რო ფორმაშია ეს მთლიანად იუვეს დამსახურებაა
მილანელ პირლოს არ გაუხდია იუვე ჩემპიონი, იუვემ თავის პირლო შექმნა, მარკიზიოსთან და ვიდალთან ერთად
პირლო რო მაგარი იყო მაგი ვიცით, უბრალოდ მილანის არანაირი დამსახურება არაა იუვეს ჩემპიონობაში და შეეშვით მაგაზე ლაპარაკს

Di Francesco # 1
12 years ago

Shevche სად წერია პირლო იუვეში გახდა ფეხბურთელიო? შენ 2 წლის წინ პირლოზე იტყოდი რო ხავის ჯობია? პირლო 2 წლის წინ არ იყო ისეთი როგორიც დღესაა, კაი იუვეში არ ყავდა კონკურენი ცხრილში ხო ყავდა? ხო გადაუარეს მაგ შენ მილანს? ეს პირლო მთლიანად იუვეს დამსახურებაა, თქვენგან რითი წამოვიდა კი ვნახეთ, მორივაცია დავკარგეო ფეხბურთის თამაშისო, მეტი რა ეთქვა? პირლო იუვენ კი არ გაზარდა რამეთი, უბრალოდ ყველაზე კაი პირობა შეუქმნა ფეხბურთის სათამაშოდ მარკიზიო კიდე თავის საქმეს აკეთებს და ვიც ვერ ხვდება რა არი მარკიზიოს საქმე, ჯობია ეს გაარკვიოს და მარკიზიოს ლანძღვას შეეშვან გერმანიის ტამაშის მერე სად იყავი? იქ რო გადაახია ბურთი თავზე პოდოლსკის და… Read more »

Shevche
12 years ago

მილანს გადაუარეს თუ არა მაგაზე დავას არ ვაპირებ ახლა, ძალიან ბევრი ფაქტორი იყო მილანის საწინააღმდეგოდ და მაგაზე საუბარს ახლა აზრი აღარ აქვს. რაც შეეხება პირლოს რას მიმტკიცებ, რა შუაშია აქ ხავი? ხავის მე პირლო ყოველთვის მირჩევნოდა 2 წლის წინაც და 7 წლის წინაც და ხელაღებით ვერც ეხლა იტყვი ჯობიაო! პირლომ მილანში ანჩელოტის წასვლის მერე მოუკლო თამაშის ხარისხს და იუვეში გადმოსვლის მერე მოუმატა ისევ მაგრამ ის რო იუვემ განსაკუთრებული როლი ითამაშა პირლოს კარიერაში ამის ძახილი უკვე ფანატიზმის გამოვლინებაა! პირლო იუვეში რო არ გადასულიყო და შანხაი შინხუაში წასულიყო მაინც იმ სახელს დატოვებდა რასაც ახლა დატოვებს, იმ ხალხში ყოველშემთხვევაში ვინც ობიექტურად უყურებს და… Read more »

arseni
12 years ago

ჯერ ერთი გამოსირებულ აბატეს რომ ფინალში ძირითადში დააყენებ, მერე ტრამვირებულ კიელინის ათამაშებ (და არ არის რა ეს კიელინი ფლანგის ფეხბურთელი)… მერე კვალიარელა რომ არ წაიყვანა, ეს კასანო ხელოვნური გულით თამაშობს და არ შეუძლია მეტი, ბოლო ბოლო ჯოვინკოსთვის მეტი შანსი უნდა მიეცა და რაც მთავარია გუნდი დამანდრაჟებული გამოვიდა მოედანზე აბა პორტუგალია როგორი შემართებით იბრძოდა!? და რომ არა მსაჯის შეცდომა და არდანიშნული პენალტი ესპანელების კარში და ის უიღბლობა ფინალში პორტუგალია გავიდოდა, არცერთ კომპონენტში არ ჩამოუვარდებოდა მეტოქეს და მომენტები ესპანელებზე გაცილებით უკეთესი ჰქონდა

arseni
12 years ago

6 აგვისტოს რეალ მადრიდი – იუვენტუსი თამშობს და იქ უნდა შედგეს მცირე რევანში

paata gusharashvili
12 years ago

:italy:

Lasha Kurashvili
12 years ago

:forza: :forza: :forza:

| Newsphere by AF themes.
76
0
Would love your thoughts, please comment.x