ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაურისიო ისლა – ტურინის “იუვენტუსის” ახალწვეული

2007 წელს იტალიურ “უდინეზეში” გადმობარგების შემდეგ მაურისიო ისლა სამხრეთ ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე უნიჭიერეს ახალგაზრდა ფეხბურთელად ითვლება.სისწრაფე, ტექნიკა, აგრესიული შეტევა და დაცვა ფრიულის სკაუტებს არ გამორჩენიათ და U20 მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ისლა აპენინურ გუნდში მოიწვიეს.მაურისიომ საფეხბურთო კარიერა “უნივერსიდადა კატოლიკაში” ფორვარდის პოზიციაზე დაიწყო, თუმცა შემდეგ სპეციალისტებმა მისი გამოყენება ვინგერის პოზიციაზე ამჯობინეს.ისლას სწრაფი, აგრესიული შემტევი პოტენციალი ჩილეს ნაკრების მთავარ მწვრთნელს, მარსელო ბიელსას არ გამოჰპარვია და 2007 წელს, ახალგაზრდა ფეხბურთელს ეროვნულ ნაკრებში დებიუტი ჰქონდა.”უდინეზეში” გატარებული ხუთი წლის მანძილზე 24 წლის ფეხბურთელს არაერთ პოზიციაზე უასპარეზია : ნახევარდაცვაში, დაცვაში, შეტევის ფლანგებზე.საერთო ჯამში, უდინური გუნდის მაისურით ისლამ 151 მატჩი ჩაატარა და 7 გოლის გატანა მოახერხა.ახლა ის თანამემამულე არტურო ვიდალთან ერთად ბებერ ქალბატონში იასპარეზებს და შეეცდება, ანტონიო კონტეს გუნდს კრეატიულობა შესძინოს.

წყარო : Juventus.com

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

8 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
giorgi-10
12 years ago

ისლა მადრიდის ფანია ხეირს არ დაგვაყრის დიდად არ გამხარებია ისლას გადმოსვლა

megreli-juventino
12 years ago

სავარაუდოდ რა ნომრებს მიცემენ ჩემი აზრიტ ასამოა 26 ისლა 28

marchisio8
12 years ago

რა ნომრები აიღეს არ ვიცით?

dito chanturia
12 years ago

ყოველთვის მომწონდა ისლა საკაოდ კარგი და ჟილკიანი ფეხბურთელია თან ფააქტიურად ყველგან თამაშობს და იმედია დიდ წარმატებასაც მიაღწევს ჩვენთან ერთად :forza: :forza:

megreli-juventino
12 years ago

აუ ვინები გვიყიდია კონტე ცოტა აზზრზე არ არის კიდევ რას შვება ერტი სუპერ ფორვარდი გვინდა სუარესი გვინდა და მორჩა

shalalo demuria
12 years ago

ადმინ ლეალიზე რა ხდება ? ხო არ გადაიფიქრეს ამათმა ყიდვა? როდის დაადასტურებენ ტრანსფერს, მარტო მაგის მერე ვიქნები მშვიდად… თუ რამე სიახლე იქნება დადე რა…

d a v i d
12 years ago

:forza: გაიხარე დარჯა, მერე კიდო იტყვიან საიტი არ მუშაობს წესიერადო :chuvak:

| Newsphere by AF themes.
8
0
Would love your thoughts, please comment.x