ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო ჭორები და სიახლეები

ტურინის “იუვენტუსი” ომარ ელ კადურის გაფორმებასთან ძალიან ახლოსაა.”პარმაზე” გაცხადებული უარის შემდეგ ნათელი გახდა, რომ “ბრეშიას” ახალგაზრდა ფეხბურთელს კარიერის გაგრძელება ბებერ ქალბატონში სურდა, შესაბამისად ჯუზეპე მაროტა აქტიურ მუშაობაზე გადავიდა და იტალიური პრესის ინფორმაციით, შეთანხმებაც მიაღწია ბრეშული კლუბის ხელმძღვანელობასთან.მაროკოული ფესვების მქონე ბელგიელი ფეხბურთელის ტრანსფერს ლუსიოს ტრანსფერის ოფიციალურად დადასტურების შემდეგ უნდა ველოდოთ.სრულიადში იხილეთ მეტი..

ლუსიოს ტრანსფერს რაც შეეხება, ოფიციალური ინფორმაცია კონტრაქტის გაფორმების შესახებ სავარაუდოდ ხვალ გავრცელდება.Sky Sport – ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ორ წლიანი ხელშეკრულება ბრაზილიელ მცველს ყოველწლიურად 2,2 მილიონ ევროს აუნაზღაურებს.აღსანიშნავია, რომ ლუსიო ნერიაძურიში 4 მილიონს გამოიმუშავებდა, ანუ 34 წლის მცველი ბებერ ქალბატონში თამაშის სანაცვლოდ ფინანსური შემოსავლების საგრძნობლად დაკლებას დათანხმდა.გამოცდილ მოთამაშესთან ერთად უნდა ველოდოთ ახალგაზრდა ტალანტის, პოლ პოგბას ტრანსფერის სავარაუდო დადასტურებასაც, შეგახსენებთ, რომ ლუსიოც და პოგბაც ტურინულ გრანდში თავისუფალი აგენტის სტატუსებით ჩაირიცხებიან.

21 წლის ფორვარდი, ნიკოლო ჯანეტი მანჩესტერ “სიტის” კარში გატანილი გოლით ნებისმიერ იუვენტინოს ემახსოვრება.Tuttolegapro.com – ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, “იუვენტუსის” პრიმავერას ყოფილი წევრი არენდის წესით მომავალ სეზონს “ვიარეჯოში” ჩაატარებს, გასულ წელს კი იგი “ზიუდტიროლეში” ირიცხებოდა (სერია C), სადაც 13 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი ორჯერ გამოიჩინა.ტრანსფერს განსაკუთრებით ბიანკონერებსა და ტასკანიელებს შორის შესანიშნავი ურთიერთობა აადვილებს.

“იუვენტუსის” ტიფოზებმა რობინ ვან პერსიზე ოცნება თითქმის შეწყვიტეს, ჯუზეპე მაროტა კი ასე არ ფიქრობს, პირიქით, იტალიელი სპეციალისტი ოფიციალურ წინადადებას ამზადებს.უახლოეს პერიოდში ტურინული გრანდი “არსენალის” ბომბარდირის სანაცვლოდ 10 მილიონის შეთავაზებას აპირებს, რამდენად დათანხმდებიან მეთოფეები ამ თანხას, მეორე საკითხია.შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიელ ფორვარდს ლონდონელებთან კონტრაქტი მომავალ წელს ეწურება და არ გახანგრძლივების შემთხვევაში, 2013 წელს იგი “არსენალს” უსასყიდლოდ დატოვებს.

მანოლო გაბიადინის ტრანსფერი დასასრულს უახლოვდება.მაროტასა და მარინოს ( “ატალანტას” სპორტული დირექტორი ) ბოლო შეხვედრაზე თითქმის ყველაფერი გადაწყდა, ტურინელები 20 წლის ფორვარდის უფლებათა პაკეტის 50% – ის სანაცვლოდ 2,5 მილიონ ევროს გადაიხდიან, გამოცდილების მიღების მიზნით კი რომელიმე კლუბში გაუშვებენ არენდით, სავარაუდოდ ეს კლუბი “ბოლონია” იქნება.

მატია დესტროს ხელში ჩაგდებას კი ტურინული გრანდი “სიენასთან” დამყარებული კარგი ურთიერთობით გეგმავს.უახლოეს დღეებში ჯუზეპე მაროტა ლიგურიელებთან ოფიციალურ შეხვედრას გამართავს და სავარაუდოდ იქვე გადაწყდება, სად განაგრძობს ახალგაზრდა იტალიელი კარიერას : “იუვენტუსში”, “რომაში”, “ინტერში” თუ “მილანში”.

წყარო : Calcionews24; Tuttosport; Tuttojuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

6 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
JUVE - THE BEST CLUB. ONE LOVE

ვან პერსი 10 მილიონი? ხომ არ გეშლებათ?

ლუსიო კარგია, თუმცა ახალგაზრდა აჯობებდა ჩემი აზრით, თუმცა ამას ცემპიონთა ლიგის გამოცდილება აქვს.

ჯანეტი თუ ჯანდონატო?

arseni
12 years ago

ეს ვან პერსიზე ოცნება რაღაა ??? თო ოცნებაა მესიზე მაინც იოცნებონ

dito chanturia
12 years ago

ნუ ლუსიო მართალია მაგრაარ მევასება მითუმეტეს მას შემდგეგ რაც ინტერში გადავიდა მაგრამ მართლაც საკმაოდ ძლიერი ფეხბურთელია და გმაოგვადგება.. ხოლო რაც შეეხება ჯანეტის მაგრა მომწონს ეგ ბიჭი და არ მინდა რო დაიკარგოს :forza: :forza:

JuventinoToko
12 years ago

დესტრო მინდააააააააააააააააააააააააააააააააააააააა

alexandre intskirveli
12 years ago

ლუსიო რატომ გააფორვარდე ბრატ :)))

d a v i d
12 years ago

ეს ელ კადური ვინაა? გვჭირდება კი ეგ ფეხბურტელი?

ლუსიო და პოგბა უფასოდ დავითრიეთ რაც ბეპეს დამსახურებაა და იმედია მის მიმართ კრიტიკა შეწყდება :kenwvla:

ვან პერსი :blin:

გაბიადინის ყიდვა გამიხარდა კარგი ბიჭი ჩანს :up:

ასევე იმედია დესტრო იუვეს აირჩევს და დიდი იუვენტინო გახდება :juvee:

ჯერ ჯერობით კარგად მიდის საქმეები :forza: :forza: :forza:

| Newsphere by AF themes.
6
0
Would love your thoughts, please comment.x