ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

აგენტი : “ელ კადურის იუვესთან შეთანხმება აქვს”

ომარ ელ კადურის აგენტის, დანიელე სტრიანის განცხადებით ბელგიელ ფეხბურთელს ტურინის “იუვენტუსთან” სიტყვიერ შეთანხმებას მიღწეული აქვს, ტრანსფერის არ განხორციელების შემთხვევაში კი, ახალგაზრდა ნახევარმცველი ბიანკონერებს 2013 წელს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება : “ბრეშიას” მხრიდან ცოტა უცნაურია სამი მილიონი მოითხოვოს იმ ფეხბურთელის სანაცვლოდ, რომელსაც კონტრაქტი მომავალ წელს ეწურება, მაგრამ გასულ სეზონში იგი სერია B – ში ერთ-ერთი ყველაზე შესამჩნევი ფიგურა იყო.”პარმას” მისი შეძენა სურდა, მაგრამ როცა საქმეში “იუვენტუსი” ჩაერთო, სიტუაცია შეიცვალა.ომარს ბიანკონერებთან სიტყვიერი შეთანხმება აქვს, იმ შემთხვევაში, თუ ტრანსფერი წელს არ შედგება, მომავალ ზაფხულს ელ კადური ტურინში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბარგდება”.გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჯუზეპე მაროტა ელ კადურის უფლებათა პაკეტს შეიძენს, სათამაშო დროის მისაღებად კი რომელიმე კლუბში გაგზავნის არენდის წესით, სავარაუდოდ “სამპდორიაში” ან “პესკარაში”.

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
d a v i d
12 years ago

ეს როგორი ფეხბურტელია? :forza:

d a v i d
12 years ago
Reply to  Gio Darja

გაიხარე :davliot:

| Newsphere by AF themes.
3
0
Would love your thoughts, please comment.x