ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პაციენცა, პადიონი და მელო ტურინიდან მიმავალ გზაზე…

ელჯერო ელიას გასხვისების შემდეგ, ჯუზეპე მაროტასა და ფაბიო პარატიჩის დუეტი უახლოეს დღეებში კიდევ რამდენიმე ფეხბურთელის გუნდიდან გაშვებას გეგმავს.საქმე უპირველეს ყოვლისა იმ მოთამაშეებს ეხებათ, რომლებიც ანტონიო კონტეს სამომავლო გეგმებში არ შედიან.გასულ სეზონში თურქული “გალათასარაის” საყრდენი ნახევარმცველი, ფელიპე მელო შესაძლოა არა მცირე აზიაში, არამედ მოსკოვის “სპარტაკში” აღმოჩნდეს.თურქებს ბრაზილიელის დაბრუნება სურთ, თუმცა ფინანსური უპირატესობა რუსებს აქვთ, რომლებიც მზად არიან ტურინულ გრანდს 10 მილიონი ევრო შესთავაზონ.ვინჩენცო მონტელას “ფიორენტინა” კი ბებერი ქალბატონის ერთდროულად ორ ფეხბურთელს, მიკელე პაციენცასა და სიმონე პადოინს აკვირდება.პაციენცამ ტურინი იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დატოვა და “უდინეზეში” გადაბარგდა, თუმცა უდინელებმა მისი გამოსყიდვა არ ისურვეს, პადოინი კი პირიქით, ზამთარში შეუერთდა გუნდს, წასვლასთან კი ძალიან ახლოსაა.Tuttosport – ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, იების ხელმძღვანელობა ტრანსფერებზე მუშაობას უახლოეს დღეებში დაიწყებს.

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

15 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
delpieronedved
12 years ago

free agent ყოფილა

delpieronedved
12 years ago

აიაქსთანაც თავის კარებში გაიტანა :lool:

delpieronedved
12 years ago

სიმონ პოულსენი რო უნდათ ეგ ის არაა თავის კარებში რო გაიტანა გოლი 2010 წლის მსოფლიოზე თავისიან ფეხბურთელს რო გაარტყა და მერე რო გავიდა

NEDVEDA11..
12 years ago

ყველაფერი კარგი, მაგრამ დღესაც ვერ მოვდივარ გონზე მელო რატო ამოიჩემა…

marchisio8
12 years ago
Reply to  NEDVEDA11..

ამოიჩემა და ვერ გააკეთა რისთვისაც მოვიდა? მუშაობს კაცი ვინც ჭირდება ის დაიტოვა და ვინც არა გაუშვა.ყველაფერი ჩვენ გემოზე ვერ იქნება :forza:

david david
12 years ago

პლიუს კიდე ვიაგაც მასტური თუ მასტურა გაიფორმეს, მილანსი სატრანსფერო პოლიტიკა ზუსტად რომ ამ გვარიდან გამომდინარეობს

david david
12 years ago

აუ რა როჟები არიან მილანის საიტზე, ელ კადური რათ გვინდაო, თითქოს მიუყვანეს უკვე და დაუსვეს :chuvak:

valeri elisabedashvili
12 years ago

კავანი იოვე ან სუარესი მინდა (((ამ სამიდან 1

d a v i d
12 years ago

:up: თუ კვალი ან მატრი წავა მაგას დესტროსაც დავამატებდი და კრასიჩი პადოინის წასვლის მერე ვერატისაც მოვიყვანი და ტან სატრანსფერო ფანჯარასაც დავხურავდი :lool: :lool: :lool:

valeri elisabedashvili
12 years ago

კაია არცერთი არ მევასებოდა :lool:

d a v i d
12 years ago

ფიორეს მიცენ პადოინი პაციენცა და კვალი და წამოვიყვანოთ იოიო :forza:

G M
G M
12 years ago

PK

12 years ago

იოვე დადეთ ნებისმიერ ფასად :)

ირაკლი მარუქაშვილი
Reply to 

შენ მაგრად გევასება ეს იოვე არა??:D მე მაინცდამაინც არ ვარ ასეთი სიმპათიებით განწყობილი მაგრამ ნეტავ მოიყვანონ რა მართლა:) შენი მუღამის პონტში მაინც:D

12 years ago

იმენა მაგრად :) ეგ და კავანი ახალი დელპო -ტრეზე იქნება :)

| Newsphere by AF themes.
15
0
Would love your thoughts, please comment.x