ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პოგბა: ” პირლოთი და მარკიზიოთი მოხიბლული ვარ “

სანამ პოლ პოგბა “იუვენტუსის” მაისურს მოირგებს, ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატზე გამოდის და საკმაოდ წარმატებითაც. ფეხბურთელს ინტერვიუ Sky Sports – მა ჩამოართვა, სადაც მან აღნიშნა, რომ მოხიბლულია კლაუდიო მარკიზიოთი და ანდრეა პირლოთი: ” მიუხედავად ჩემი სიმაღლისა, ტექნიკური მოთამაშე ვარ. კარგად გამომდის გრძელი პასები და ბურთის გათამაშება. პატრიკ ვიეირას თამაში ჩემი შთაგონების წყაროა. ბევრი მეუბნება, რომ მას ძალიან ვგავარ, თუმცა თავს ახალ ვიეირად არ ვგრძნობ, მინდა, რომ მხოლოდ პოგბა ვიყო. ზინედინ ზიდანი ყოველთვის იყო მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე ჩემთვის, ფეხბურთელი, რომლის ყოველი მოქმედება განხორციელებული იყო საჭირო დროს, საჭირო ადგილზე. მე კარგად შემიძლია დაცვის წინ თამაში, “მე-8 ნომრის პოზიციაზე”, ზუსტად იქ, სადაც პირლო ირჯება “იუვენტუსის” რიგებში. იტალიიდან სამი ფეხბურთელით ვარ მოხიბლული: მარკიზიო – რომელსაც ჰქონდა შესანიშნავი სეზონი, ასევე პირლო და იბრა. პირლო უბრალოდ შესანიშნავია, ის უმაღლესი კლასის ფეხბურთელია. მაშინვე გიყვარდება, როცა უყურებ მის თამაშს და გინდება, რომ შენც ითამაშო ფეხბურთი. მანჩესტერში ბევრი ვისწავლე. ბალოტელი? მარიოს და მე ორჯერ გვქონდა ერთმანეთში საუბარი, როცა შევხვდით, ერთად ვისადილეთ. რამდენჯერმე შეცდომით ავტოგრაფიც მთხოვეს, როგორც ბალოტელის. ვთვლი, რომ მარიოს ძმას უფრო ვგავარ. რაც შეეხება ჩემს მომავალს, ამაზე ჯერ არ ვფიქრობ, მთლიანად ევროპის ჩემპიონატზე ვარ გადართული და მსურს, ჩემს გუნდთან ერთად დავამარცხო ესპანეთი, გავიმარჯვო საფრანგეთის ნაკრების რიგებში და შემდეგ  ვიფიქრო ჩემს მომავალზე.” – განაცხადა პოლ პოგბამ.

წყარო: TuttoJuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

11 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
blaqc
blaqc
7 years ago
boikaa
boikaa
7 years ago
boikaaa
boikaaa
7 years ago
TATO asanidze
12 years ago

სიახლეებს არ დადებტ ცკავანზე რაღაცა იბაზრა ლივერანიმ :D

mishka berianidze
12 years ago

ბიჭებო ეხლა ვნახე იუვენტუსზე სიმღერა ტიფოზები მღეროდნენ სერია ა რომ მოვიგეთ მაგაზე იყო მემგონი ძალიან მაგარი სიტყვები არის რადგა მოთამაშეებს ახსენებდნენ და იუვეს ისტორიას.

arseni
12 years ago

იმედია დაამხობენ ფრანგები ამ სუნიანი ესპანელების ჰეგემონიას … არ უნდა გაუშვან მართლა არენდით

BIANCO
12 years ago

ესმის ბიჭს ფეხბურთი. :up:

marchisio8
12 years ago

საღALL საღALL გელოდებით :forza: :forza:

12 years ago

იტალიელების მერე ყოველთვის ფრანგებს მივესალმები იუვეში : )) ყოველშემთხვევაში საფრანგეთის მოქალაქე ფეხბურთელებს(თორე მანდ სუფთა ფრანგი ცოტაღა დარჩა:)..

delpieronedved
12 years ago

ამის იმედი მაქ ყველაზე მეტად კოტე თუ გაუშვა არენდით შე იყო :blin:

bacho kochlashvili
12 years ago

:chuvak:

| Newsphere by AF themes.
11
0
Would love your thoughts, please comment.x