მოჯი : “იოვეტიჩი ერთ-ერთი საუკეთესო შენაძენი გახდება”
Radio Sportiva – თან ინტერვიუში ტურინის “იუვენტუსის” ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ლუჩიანო მოჯიმ სატრანსფერო ბაზარზე არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა : “იტალიური ფეხბურთი იცვლება, ეს კი უპირველესად იმის დამსახურებაა, რომ კლუბების ხელმძღვანელები შეიცვალნენ.არენდის წესით ტრანსფერი, შესაძლო გამოსყიდვის პერსპექტივით, ფეხბურთელის სათამაშო დროს ზრდის.მაგალითად, მარკო ბორიელო იანვარში იჯარით შეუერთდა “იუვენტუსს”, ტურინელებმა 4 მილიონად მისი გამოსყიდვა ისურვეს, არენდაზე კი ფული დახარჯეს.ელია 11 მილიონად იქნა შეძენილი, “ვერდერმა” ჰოლანდიელის სანაცვლოდ 5.5 მილიონი გადაიხადა.სტეფან იოვეტიჩის ტრანსფერი ბაინკონერებში ზაფხულის ერთ-ერთი საუკეთესო გარიგება იქნება.”იუვეს” სჭირდება შემტევი, ფიზიკურად ძლიერი, რომელიც თანაგუნდელებთან ერთად ბევრ საგოლე მომენტს შექმნის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის მსგავსად.მაროტას აქვს შესაძლებლობა იმდენი ფული დახარჯოს, რამდენიც დასჭირდება, მსგავსი თანხები იუვენტუსის ხელმძღვანელობას არასდროს გამოუყვია.მის პოზიციაზე რომ ვიყო, ჩემპიონთა ლიგას სამჯერ მოვიგებდი.ზემანი ? – პესკარასთან ერთად მან კარგი სეზონი ჩაატარა, თუმცა სერია B უმაღლესი ჩემპიონატისგან რადიკალურად განსხვავდება.ზდენეკი კარგი სპეციალისტია, მაგრამ ფეხბურთში ბევრ რამ აშკარად ერევა.”
sesxebi
seba
სკანდალამდე უკვე ფაქტიურად მილანში იყო გაადასული სამუშაოდ..
თავის ინტერვიუში თქვა
აფსუს! დიდ იუვეს ესრო არ აკეთებს
ეჭვიც არავის ეპარება ლუჩი :)
ლუჩიანო სადა ხარ ბიჯო სად? როგორ მაკლიხარ რომ იცოდე შე მაფიოზო. ამ კაცისთვის რო არ ეპოდლათ, იუვეს ბარსას დონეზე აიყვანდა. ზე კლუბს შექმნიდა. ბოღმა მახრჩობს 2006 წლის მოვლენებს რო ვიხსენებ.
მეც
ბეპე არ დააკლებს მაქს ორ წელში ბარსას მოვუგებთ
ლუჩიანო რო ყოფილიყო ბარსას სახსენებელიც არ იქნებოდა.

იოს ვუტევთ
მოჯის ინტერვიუებიდან რაც მახსოვს ორი ფორვარდი შეაქო.. სუარესი და იოვეტიჩი.
იმედია ერთ-ერთს მაინც ვიყიდით
ეს მართლა მოგებდა ჩემპიონათა ლიგას ამდენი ფული რაც ამ ხელმძვანელობას გამოუყვეს ამისთვის არ მიუციათ
ამის სიტყვის მომკალით და ყოველთვის მჯერა.