ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

Sky Sports: ვან პერსი “არსენალში” რჩება?!

ბოლო პერიოდში რობინ ვან პერსის “არსენალიდან” წასვლა, ფაქტობრივად, გადაწყვეტილი ჩანდა და მხოლოდ ისღა იყო გასარკვევი, რომელ კლუბს დაუკავშირებდა ჰოლანდიელი თავდამსხმელი საკუთარ მომავალს. ფეხბურთის გულშემატკივრები ამაში განსაკუთრებით მაშინ დარწმუნდნენ, როცა ვან პერსიმ არსენ ვენგერსა და ივან გასიდისთან შეხვედრის შემდეგ შეთანხმებას ვერ მიაღწია და გუნდიდან წასვლის შესახებ თავად ამცნო საფეხბურთო სამყაროს. ახლა კი პრესტიჟული გამოცემა Sky Sports – ი სენსაციურ ინფორმაციას აქვეყნებს: ლონდონური კლუბის კაპიტანი “მეთოფეებთან” სავარაუდოდ მალე ახალ კონტრაქტს გააფორმებს. იგი “არსენალში” თავს ძალიან კარგად გრძნობს, მისი შვილებიც ლონდონის სკოლაში დადიან და ახალ გარემოსან შეგუება შეიძლება მათთვის ძალზე რთული აღმოჩნდეს. შესაძლოა ეს გახდეს ფეხბურთელის მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. სავარაუდოდ ახალი კონტრაქტი მისთვის ბოლო აღმოჩნდება ლონდონურ კარიერაში, თუმცა ამ ხელშეკრულების გაფორმებით ვან პერსი “არსენალს” პრაქტიკულად მთელ კარიერას დაუკავშირებს. 

წყარო: TuttoJuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

16 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
arseni
12 years ago

იუვეს კავანი ან ფალკაო გამოადგება

arseni
12 years ago

ძალიანაც კარგი რომ ვან პერსი იუვეში არ ითამაშებს, ეგ არ არის ტოპ ფორვარდი … არ გახადეს ვან ბასტენი

NILSON
12 years ago

კარგია გამიხარდა ) მე სუარესი მინდა )

giorgi papuashvili
12 years ago

რა აზრი აქვს ბავშვებისთვის ახლა დატოვებენ ინგლისს თU ომავალ წელს :chuvak: :chuvak:

delpieronedved
12 years ago

juve_alex ეგ მატრიმ აფრიალა იუვეს მაიკა სან სიროზე რო გაუთანაბრა მილანს

12 years ago

ეჰ მემგონი ვერავის ვერ ვიყიდით და ბორიელოს არ გამოსყიდვაც სანანებელი გაგვიხდება :დ :დ :დ

delpieronedved
12 years ago
Reply to 

ეგრეც ვიცოდი მარა იხტიბარს არ ვიტეხავდი ჩემი სიტყვა დაიმახსოვრეტ ვერავის ვიყიდით თავდასხმაში ტოპს ისევ იუვემ გაზარდოს ვინმე პრიმავერას ბიჭი ჯობია ლათინო ამერიკა სავსეა ახალგაზრდა ნიჭიერი ფორვარდებით იგივე იტალია მიბაძონ არსენალს

12 years ago
Reply to  delpieronedved

ბიჭო პაცინიმ რო იუვეს დროშა აუფრიალა თუ რაღაც მილანს მაგის ლინკი მომე რა. მაშინ ვერ ვუყურე ;)

delpieronedved
12 years ago
Reply to 

არა რა პაცინიმ

12 years ago
Reply to  delpieronedved

აბა ვინ. მაშინ რო ამბობდი რაღაცას…

delpieronedved
12 years ago

ისევ იოვეტიცი ვიყიდოთ ჯობია მიდი ბეპე თა იუვეში გადმოსვლა უნდა და გაყიდვა მოსთხოვა ფიორენტინას სანამ ჩელსმა აგვაცალა თან ახალგაზრდაა ვან პერსი კი მირჩევნოდა მარა თან იტალიაში გამოცდილია ცენტრ ფორვარდათაც თამაშობს :chuvak: :yes: :oldman:

delpieronedved
12 years ago

შარშან იმედს ვუყურებდი და აგუერო იუვნტუსში მიდისო ისე გამიხარდა რამის გავაფრინე და რო გავიდე ტყუილი იყო იმის მერე იმედის გინებაში ვარ

delpieronedved
12 years ago

იგივე ის ბონატინი რო იყიდეს მიცონ ასე 19 წლიდან თავის გამოჩენის შანსი და ჯიოვინკოსავიტ არ გაანათხოვრონ მესი სოსკას წოვდა ბარსელონაში და თან თამაშობდა :blin:

12 years ago

რას გვაწვალებენ ბოლო-ბოლო რაა.. თუ მიაღწია შეთანხმებას არსენალთან თქვან და დაგვასვენონ.. თორე ეს ვარაუდები ამოვიდა ყელში..

შარშან აგუეროზე დაგვტანჯეს ასე, წელს პერსიზე

delpieronedved
12 years ago

ნახვამდის ტოპ ფორვარდო ვერატი მაინც იყიდონ და არ დაინანონ ფული თორე ტოპ ფორვარდი თუ ჩვენ არ აღმოვაჩინეთ ისე არავინ მოვა პორტოს მაგალითს მივბაძოთ სავსეა ლათინო ამერიკა ნიჭიერი თავდამსხმელებით პორტომ რა მაგარი თავდამსხმელი იყიდა კოლუმბიელი 8.8 მილიონ ევროდ მატრის და კვაიარელას ერთად აღებულს მირცევნია გაყიდიან ერთ წელიწადში ორჯერ მეტად

Gio Darja
12 years ago

ამ დონის ფეხბურთელს ტიტულები არ სურს ? კაი რაა.. :mad:

იოვეტიჩი გვინდა..

| Newsphere by AF themes.
16
0
Would love your thoughts, please comment.x