ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო ჭორები და სიახლეები – 11 ივლისი

სტეფან იოვეტიჩი – უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ დაინტერესება.La Gazzetta Dello Sport და Tuttomercatoweb – ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ტურინის “იუვენტუსი ” ჩერნოგორიელი ფორვარდის ხელში ჩასაგდებად სერიოზულ ნაბიჯებს დგამს და გასაკვირი არ იქნება, თუ მოლაპარაკებები კვირის ბოლოს დასრულდება.ყველაზე რეალური ტრანსფერში ფაბიო კვალიარელას ჩართვაა, ფეხბურთელის აგენტის განცხადებით კი, იოვეტიჩი ტურინულ კლუბში გადაბარგებას მიესალმება.სატრანსფერო ფანჯარა აგვისტოს ბოლომდე გრძელდება, მაგრამ ჯუზეპე მაროტასა და ფაბიო პარატიჩის აქედანვე სურთ, მომავალი სეზონისთვის გუნდის შემადგენლობა დააკომპლექტონ.სრულიადში იხილეთ მეტი…

ტურინის “იუვენტუსმა” და ბერგამოს “ატალანტამ” მანოლო გაბიადინის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები დაასრულეს და შეთანხმების დეტალებიც გახდა ცნობილი.ბიანკონერები 20 წლის ფეხბურთელის უფლებათა პაკეტის 50% -ის სანაცვლოდ 4 მილიონ ევროს იხდის, ბერგამოელები კი სანაცვლოდ არენდის წესით ჯეიმს ტროიზის მიიღებენ, რომელიც თავისმხრივ, “კაისერსპორში” გამოდის.ჯერ ჯუზეპე მაროტამ თურქებისგან მოთამაშის უფლებათა პაკეტი სრულად უნდა შეიძინოს, ეს დაახლოებით 1.5-2 მილიონი ევრო დაჯდება.უახლოეს დღეებში გაბიადინის ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდება.

ელჯერო ელიას ტურინიდან აბარგების შემდეგ რიგში სხვა ფეხბურთელებიც იმყოფებიან.ერთ-ერთ პირველს ბიანკონერებიდან წასვლას ვინჩენცო იაკინტას უწინასწარმეტყველებენ, რომლითაც ინგლისის პრემიერ-ლიგის რამდენიმე გუნდი ინტერესდება.მანუელ ჯანდონატო უახლოეს დღეებში “ნოვარას” ფეხბურთელი გახდება, არენდის წესით.მარკო მოტა კი ფაქტიურად “ბოლონიას” მოთამაშეა.მარჯვენა მცველი ბოლონიელებს არენდის წესით შეუერთდება, გამოსყიდვის შესაძლო პერსპექტივით.გავრცელებული ინფორმაციით, მარკო მოტას შემდეგ რუსობლუს მანოლო გაბიადინიც შეუერთდება, რომელიც გამოცდილების შემთხვევაში გადაბარგდება “ბოლონიაში”.ხორხე მარტინესის ესპანურ “მალიორკაში” ტრანსფერს კი მხოლოდ ოფიციალური დადასტურებაღა აკლია.

დაცვის მარცხენა ფლანგის გასაძლიერებლად ჯუზეპე მაროტა ინტერესს დევიდე სანტონისადმი იჩენს.21 წლის მცველს “ნიუკასლთან” კონტრაქტი 2017 წლამდე აკავშირებს, მისი სატრანსფერო ღირებულება კი დაახლოებით 8 მილიონი ევროა.ახალგაზრდა ფეხბურთელი ტურინში გადმობარგების შემთხვევაში პაოლო დე ჩელიეს კონკურენტი იქნება, შეგახსენებთ, რომ სანტონი “ინტერის” აკადემიის აღზრდილია და ნისლიან ალბიონზე სწორედ ნერიაძურიდან მოხვდა.ბრიტანული პრესის ინფორმაციით, შესაძლოა კაჭკაჭებმა იტალიის U21 ნაკრების კაპიტნის სანაცვლოდ მილოშ კრასიჩი ჩაიგდონ ხელთ.

წყარო : Tuttojuve; Tuttomercatoweb; Tuttosport

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

6 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
shota xucishvili
12 years ago

ყველას გილოცავტ პეტრე პავლობას

kaxa dvali
12 years ago

გილოცავთ ბიჭებო პეტრეპავლობას.

arseni
12 years ago

ისე პრინციპში ესპანელებს ფორვარდი არ ჰყავდათ (არამც თუ კლასიკური 9 ნომერი) სასტარტოში და ისე მოიგეს ევროპა

arseni
12 years ago

პეტრე-პავლობის დღესასწაულს გილოცავთ, მრავალს დაესწარით … იოვეტიჩი ბრწყინვალეა, მაგრამ კავანი გვინდა ან სხვა რომელიმე კლასიკური 9 ნომერი

12 years ago

გილოცავთ პეტრე-პავლობას! ღმერთი იყოს თქვენი მფარველი!

12 years ago
Reply to 

მადლობა და ვუერთდები მილოცვას

| Newsphere by AF themes.
6
0
Would love your thoughts, please comment.x