ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ასამოა : “იტალიის უძლიერეს გუნდში ვთამაშობ”

ტურინის “იუვენტუსის” ახალწვეული, კვადვო ასამოა მომავალს იმედიანად უყურებს.”იუვენტუსი” – კარიერის გაგრძელების საუკეთესო ვარიანტია, მეხუთე სეზონი აპენინის ნახევარკუნძულზე და მზადყოფნა ტიტულებისთვის საბრძოლველად : “ეს ჩემს კარიერაში უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია, მაქსიმუმს გავიღებ იმისთვის, რომ თანაგუნდელებს დავეხმარო.”უდინეზეში” ყველაფერი კარგად იყო, პირველი რთული სეზონის შემდეგ ძირითად შემადგენლობაში ადგილი დავიმკვიდრე, მაგრამ ახლა “იუვეს” ფეხბურთელი ვარ და პროგრესი მჭირდება.გულშემატკივრებმა თბილად მიმიღეს და ამით ვამაყობ კიდეც, შესანიშნავი თანაგუნდელები მყავს.ვიდალი ძალიან ძლიერი ნახევარმცველია, მის თამაშებს თვალს ვადევნებდი და ყოველთვის მომწონდა.რაც შეეხება პირლოს, იგი საოცარი კარიერის მქონე ფეხბურთელია, უმაღლეს დონეზე ასპარეზობს.ფეხბურთს ერთი მოთამაშე არ თამაშობს, აუცილებელია თერთმეტივეს ბოლომდე დახარჯვა.იმ შემთხვევაში, თუ სათადარიგოთა სკამზე მომიწევს ჯდომა, პრობლემა არ იქნება.როგორც უკვე ვთქვი, აქ იმიტომ ვარ, რომ თანაგუნდელებს დავეხმარო.უდინეში თავს კარგად ვგრძნობდი, მაგრამ როცა შემოთავაზება ისეთი გუნდისგან მივიღე, როგორიც ბებერი ქალბატონია, უარის თქმა უბრალოდ შეუძლებელი იყო.იტალიის უძლიერეს და ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბის წევრი ვარ, მადლობა ღმერთს, სხვა შემთხვევაში, მე შეიძლება აქ არ მოვხვედრილიყავი.”

წყარო : Juventus.com

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

15 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
12 years ago
Reply to  Gio Darja

მარცხენა მცველი უნდა დამეწერა ))) ეხლა ამ წამს გადავხედე.. თურმე შეცდომით დამიწერია : DDD

12 years ago
Reply to  Gio Darja

ცენტრში არანაირი შანსი არ აქვს.. მაშინ დარჩენილა ზამენაზე.. ან უნდა იოცნებოს რომ ვინმემ ტრავმა მიიღოს : ))

NEDVEDA11..
12 years ago

კაი კაცია!

ისლას არ გავს! მიდი ჩუვაკ :c:

levani gordadze
12 years ago

მაგარი კაცია

BIANCO
12 years ago

კაი კაცი ყოფილა ეს :up: :up:

12 years ago

Shako ფეისბუქზე დალინკა რომელიგაც იტალიურმა იუვეს ფან კლუბის საიტმა ტუტოსპორტის ლინკი , ნახე ტუტოსპორტზე ტთუ იპოვი

juventino3969
12 years ago

მიდი კვადო შეუბერე
:forza: :forza: :forza: :forza: :forza:

12 years ago

ვა ვა არმერო დავითრიეთ თითქმის მემგონი , მაგარია !

jjj jjj
12 years ago
Reply to 

რა იცი? :juvee:

12 years ago

ითამაშებ ითამაშებ.. ოღონდ პოზიციის შეცვლა მოგიწევს.. თუ მარჯვენა მცველს არ ვიყიდით

lasha naxucrishvili
12 years ago

:forza:
ფიზიკურად ძაან ძლიერია მომწონს ესეთი ფეხბურთელები, იმენა შეჭამს ყველას სტადიონზე :lool: ჩხუბი თუ ატყდება სტადიონზე მაშინაც გამოგვადგება :lool:

Lasha chachava
12 years ago

ჯერ ვარჯიშობ.
და მერე ითამაშებ

valeri elisabedashvili
12 years ago

პეს ში ძლიერი დარტყმა აქ და ვნახოთ სინამდვილეში რას იზავს :lool:

| Newsphere by AF themes.
15
0
Would love your thoughts, please comment.x