ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბიანკონერები და მათი მეორე ნახევრები…

ინტერნეტ სივრცეში ტურინის “იუვენტუსის” ფეხბურთელების ბიოგრაფიების მოძიება რთულ ამოცანას ნამდვილად არ წარმოადგენს, თუმცა ბიანკონერების პირადი ცხოვრებისა და ოჯახების შესახებ ძალიან ცოტა თუ ვიცით.მაშ ასე, თქვენს წინაშეა ბებერი ქალბატონის მოთამაშეების ოჯახები..

რა თქმა უნდა, თხრობას “იუვენტუსის” ლეგენდარული კაპიტნით, ალესანდრო დელ პიეროთი ვიწყებთ.ალეს მეუღლე იტალიელი სონია ამორუზოა, ტურინული გრანდის ყოფილი ფეხბურთელის, ნიკოლა ამორუზოს და.წყვილმა ერთმანეტი 1999 წელს გაიცნო, დაქორწინება კი მხოლოდ 2005 წელს გადაწყვიტეს.ალესა და სონიას სამი შვილი ჰყავთ ტობიასი, რომელიც ქვეყნიერებას 2007 წლის 22 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 00:20 სთ – ზე ტურინში მდებარე წმინდა ანას სახელობის სამშობიაროში მოევლინა, 2009 წლის 4 მაისს დაბადებული გოგონა დოროტეია და 2010 წლის 28 ივლისს დაბადებული მეორე ვაჟი, ალესანდრო.

შემდეგი გაჩერება მსოფლიოს ნომერ პირველი მეკარის, ჯანლუიჯი ბუფონის ოჯახია.ჯიჯის მეუღლე ეროვნებით ჩეხი, ალიონა სერედოვაა.ალიონა 15 წლიდან ფოტომოდელია, 20 წლის ასაკში იგი “მის ჩეხეთი” გახდა, რის შემდეგაც მონაწილეობა მიიღო “მის მსოფლიოზე” და მეოთხე ადგილი მოიპოვა.ამბობენ, რომ 2006 წელს ალიონას ბუფონზე უთქვამს, ცოლად თუ მომიყვან, იტალია მსოფლიო ჩემპიონი გახდებაო.ამ ინფორმაციის ოფიციალური დასტური არ არსებობს, მაგრამ ფაქტია, სკუადრა აძურამ გერმანიაში მუნდიალის ჩემპიონობა იზეიმა, წყვილი კი დღემდე ბედნიერად ცხოვრობს.ჰყავთ ორი ვაჟი, ლუის ტომასი – 2007 წელს დაბადებული და დევიდე ლი, რომელიც დედამიწას 2009 წელს მოევლინა.

დებორა პირლო – ანდრეა პირლოს მეორე ნახევარია, წყვილი 2001 წელს დაქორწინდა.დებორამ და ანდრეამ ერთმანეთი ფეხბურთელის “მილანში” გადასვლისას გაიცნეს.ჰყავთ ორი შვილი, ვაჟი ნიკოლო და გოგონა ანჯელა.აღსანიშნავია, რომ ნიკოლო პირლო ფიზიკურად ძალიან ჰგავს მამამისს, ანდრეა პირლოს.

რობერტა სინოპოლი – ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველის, კლაუდიო მარკიზიოს მეუღლე.კლაუდიო 2006 წლიდან “იუვენტუსში” თამაშობს, 2007-08 სეზონი კი მან არენდის წესით “ემპოლიში” გაატარა, მიუხედავათ წარმოქმნილი წინააღმდეგობისა, შეყვარებულებმა ერთმანეთი შეინარჩუნეს.რობერტასთვის ფეხბურთი – მხოლოდ სპორტი არაა, სინოპოლის მამა “ტორინოს” ფეხბურთელი იყო.კლაუდიომ რობერტა 2008 წელს შეირთო, ერთი წლის შემდეგ კი შეეძინათ ვაჟი, დევიდი.

მანუელა ლიხტშტაინერი შვეიცარიელი მცველის, შტეფან ლიხტშტაინერის მეორე ნახევარია.მანუელა პროფესიით ეკონომისტია, თუმცა ამჟამად ფიტნეს – ინსტრუქტორად მუშაობს.2011 წლის 30 იანვარს წყვილს გოგონა შეეძინათ, მას კიმი დაარქვეს.

მადალენა ბარძალი ანდრეა ბარძალის მეუღლეა.წყვილს ორი შვილი ჰყავს, მატია – დაიბადა 2008 წლის 13 თებერვალს და კამილა, რომელიც დედამიწას 2011 წლის 2 ივლისს მოევლინა.

მირკო ვუჩინიჩის მეუღლე სტეფანია ვუჩინიჩია.მათ ორი შვილი ჰყავთ, ალექსანდრი – დაიბადა 2010 წლის 1 ნოემბერს და მატია, რომელიც ქვეყნიერებას 2012 წლის 19 ივლისს მოევლინა.აღსანიშნავია, რომ ორივე მშობიარობა სტეფანიამ ლეჩეში გადაიტანა.

ბებერი ქალბატონის ახალწვეულის, ლუსიოს მეუღლე დიონ და სილვაა.წყვილს სამი შვილი ჰყავს – ვიქტორია, ჟოაუ ვიტორი და ვალენტინა.

ლეონარდო ბონუჩის ცოლი მარინა მაკარია.

მარტინ კასერესის მეორე ნახევარი ნატალია სომარუია.

დანია ჯიაკერინი ემანუელე ჯიაკერინის მეორე ნახევარია.ოჯახში ერთი ბავშვია, გოგონა – ჯულია მარია.

სურათზე მარკო სტორარისა და მის მეუღლეს, ვერონიკა სტორარის ხედავთ.

ვალენტინა პადოინი ბიანკონერების მეოცე ნომრის, სიმონე პადოინის მეუღლეა.

ალისა გრინიანი ფაბიო კვალიარელას ცოლია.

კაროლინა ბონისტალი – ჯორჯო კიელინის მეორე ნახევარი.

სუპერმოდელი კოტა ფედო ბიანკონერების ახალწვეულის, მაურისიო ისლას სიყვარულია.

და ბოლოს, ბიანკონერების ოჯახებში მოგზაურობას ალესანდრო მატრის მეუღლის შეფასებით ვასრულებთ.იტალიის ნაკრების წევრის მეორე ნახევარი სუპერმოდელი, ფედერიკე ნარდჯია.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

14 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
mamuka iosava
12 years ago

Darja საწყენად არ მითქვამს ძმა…და ოჯახის შესახებ ინფორმაციაც იუვეს საიტებიდან ვიცი თორემ ხშირი სტუმარი არც მე ვარ:)))))

12 years ago

მატრი არაა ცუდი ბიჭი ფიზიკურად :lool:

Giorgi kasrashvili
12 years ago

დელპოს მე2 შვილი ბუფონის ნათლულია…

dito chanturia
12 years ago

არა ისე ისლასაც მაგარი გოგო დაუტრევია ნუ ჩვენი ლეგენდების ცოლებზე საუბარი აგარ მაქვს ისედაც… ეჰ ისე გახსოოვთ ვინმეს კრასიჩის ცოლი ? :D:D

TATO asanidze
12 years ago

giacherinis coli ra debilsacxaniaa :DDD arc marchisiosi momwons
buffonis kaia matrisi kaia del pierosic momwons lamazi qaliaa
vucinicsac araushavs chielinisi imena eshmakia qvaze magati shvili vnaxee debilsaxiani msuqana rojaa :DD islas colsac araushavs storari gemovnebas ar uchivis kai qaliaa da pirlosic momwonss

mamuka iosava
12 years ago

დარჯა არ გეკადრება ასეთი ძველი სტატიების დადება დელ პიეროს მგონი უკვე 3 შვილი ყავს:))))))

arseni
12 years ago

ეს ცოლები კარგი, მაგრამ მე რა მიკვირს იცით ბოლონიას ხელმძღვანელობამ მტკიცედ გადაწყვიტა გასტონ რამირესის იტალიის ფარგლებს გარეთ გაყიდვა / რადგან ვერ ინარჩუნებენ რუსული ვარიანტი გააკეთეს : არც ჩვენ და არც სხვებსო … მე მიკვირს იუვე რომ აძლიერებს ბოლონიას ფეხბურთელებით, ეხლა მოსთხოვონ რამირესის ტრანსფერზე პირველადი უფლებები / რატომ არ აკეტებენ ამას ? რამირესი ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია, გუშინ ურუგვაის გამარჯვებაშიც მნიშვნელოვანი როლი დაიდო გოლთან ერთად

arseni
12 years ago

ვა მატრის რა ცოლი ჰყავს, იმიტომაც მოუკლო თამაშს

ირაკლი მარუქაშვილი

დელ პიეროს მეორე შვილიც ყავს:) გოგოა ოღონდ:)

lasha naxucrishvili
12 years ago

პადოინის ცოლი :lool: :lool: :lool: :lool:

12 years ago

პადოინის ცოლი :lool: მატრის მაგარი ნაშა ყავს მარა მაგასაც აცილებს რამით უეჭველი :lool: კლასი არ ყოფნის ცოლმა ჯობია კავანის გაყვეს :lool: ბუფონის ცოლი <3

12 years ago
Reply to  Gio Darja

ცეცხლზე უნდა დაწვა ის არსება კონსტანტს რომ გაყვება :mrgreen:

| Newsphere by AF themes.
14
0
Would love your thoughts, please comment.x