ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სტორარი იტალიის თასზე ერთ მატჩს გამოტოვებს, კვალიარელა სამს

დღეს სერია A – ს ლიგამ იმ ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა, რომლებიც სერია A – ს,  B – ს, პრიმავერას ჩემპიონატს და იტალიის თასის პირველ ან რამდენიმე ტურს გამოტოვებენ.”ნაპოლისთან” იტალიის თასის ფინალში მიღებული ყვითელი ბარათების გამო პირველ მატჩს მარკო სტორარი და მარკო ბორიელო გამოტოვებენ, თუმცა ეს უკანასკნელი უკვე კარგა ხანია არ არის ბიანკონერების წევრი, ასე რომ მას იტალიური გუნდის სხვა მაისურით მოუწევს შეხვედრაზე ტრიბუნებიდან თვალის დევნება.ფაბიო კვალიარელა კი, რომელიც ნეაპოლურ კლუბთან მოედნიდან იქნა გაძევებული, სამ მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა.აღსანიშნავია ისიც, რომ კალჩოს ბოლო ტურში “ბოლონიასთან” დაპირისპირებაში მიღებული გაფრთხილების გამო 26 აგვისტოს გასამართ მატჩს დანიელე გალოპა გამოტოვებს, რომელიც “პარმას” ერთ-ერთი ლიდერია, ბიანკონერები კი პირველ ტურში სწორედ ჯალობლუს გაეჯიბრება.

წყარო : Legaseriea.it

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
giortgi
11 years ago

კვალი ალბათ იმიტო რო არონიკა რო გაწიხლა :achuu: :lool:

Juventino17
11 years ago

შანსი ლეალის

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x