ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იტალია – მაფია უკვდავია

იტალიაში , რომ ზოგადად საოცრებები ხდება ეს ახალი არავისთვის არის და განსაკუთრებით ტურინის ” იუვენტუსის ” გულშემატკივრებისთვის , რომელბმაც  ეს ყველაფერი საკუთარ თავზე გამოცადეს 2006 წელს . იმ დაწყევლილი დღიდან გადის 6 წელი და ბიანკონერის ცაზე ისევ შავმა ღრუბელმა მოიყარა თავი . და რა ხდება დღეს ? დღეს ხდება ის , რომ რომში გამართულ სასამართლო პროცესსზე , რომელიც კალჩიოკომისიის საქმეს განიხილავდა , ფედერალურმა პროკურორმა პალაციმ უბრალოდ საოცრებები განახორციელა …

საქმე იმაშია , რომ ანტონიო კონტე და მისი თამაშემწე ანჟელო ალესიო მზად იყვნენ სასამართლოსთან გარიგებაზე წასულიყვნენ , რაც ითვალისწინებდა ბიანკონერის მთავარი მწვრთნელისთვის ოთხ თვიან დისკვალიფიკაციას , აქედან სამი მოედნის მიღმა ყოფნა , ხოლო ერთი თვის ნაცვლად 50 000 ევროს გადახდა . ფაქტიურად ანალოგიური სასჯელი ელოდა ანჟელო ალესიოსაც .

თითქოს ყველაფერი შეთანხმებულია პალაცისთან , ტურინიც მეტ ნაკლებად ეგუება ამ ყველაფერს იმ ფაქტის გამო რომ უკვე 1 ნომებრიდან კონტე კვლავ იჯდებოდა სათადარიგოთა სკამზე , მაგრამ აქ იტალიამ კიდევ ერთხელ დააფიქსირა რომ მართლაც განუმეორებელი ქვეყანაა , სადაც არ არსებობს უსამართლობის საზღვრები და სადაც ალბათ ვერასოდეს ვერ გავიგებთ ერთ მარტივ კითხვაზე პასუხს : რატომ მხოლოდ და მხოლოდ იუვენტუსი ?

სასამართლო მოულოდნად იღებს გადაწყვეტილებას , არ განიხილოს კონტეს და ალესიოს წინადადება და არ მიდის შეთანხმებაზე , რომელიც თითქოს უკვე შეთანხმებული იყო მათ შორის …

შოკისმომგვრელი განაჩენის შემდეგ , კონტეს ადვოკატები მომენტალურად ითხოვენ პროცესის წარმომადგენლების შეცვლას , რომელსაც ითვალისწინებდა კიდევაც იტალიის კონსტიტუცია , რომელმაც ცვლილება 1992 წელს განიცადა ამ კანონის კუთხით : მოსამართლე რომელიც თავდაპირველად მიდის მოლაპარაკებაზე მეორე მხარესთან და შემდგომ უარს აცხადებს შეთანხმების შესრულებაზე და ცვლის განაჩენს , დაუყონებლივ უნდა ჩამოშორდეს ამ კონკრეტულ საქმეს .

მიუხედავად ამისა , ” ცირკი ” გრძელდება : შესვენების შემდეგ სასამართლოს სასაცილოდაც არ ყოფნის ეს ყოველივე და უარყოფს ზემოთხსენებულ მოთხოვნას . ხოლო პალაცი თავის მხრივ კალჩიოკომისიის საქმის ფიგურანტებს საპროცესო გარიგების წინადადებებს სთავაზობს . თავად ანტონიოსაც და ალესიოსაც ჯერ ჯერობით არ უნახავთ პალაცის მიერ მიწოდებული ახალი დოკუმენტები .

ერთი სიტყვით მინიმალური სასჯელი წესით ძალაში ხვალიდან უნდა შესულიყო და უკვე ნოემბრის პირველ რიცხვებში ბიანკონერის სამწვრთნელო შტაბი დაუბრუნდება საკუთარ საქმეს , თუმცა საქმემ სხვაგვარი მიმართლება მიიღო და უკვე არავინ იცის ვის რა ელოდება …

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

39 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
valeri oqropilashvili
11 years ago

giga joxadzee
11 years ago

ჩაძაღლდი დამპალო პალაცი ეს რა გაგვიკეთე მოგყოლოდეს კიდე ბერლუსკონი ერთი მაგის მდედაც რა ამ უსამართლობამ დაგვაქცია ჩვენ ამ იტალიელებმაც როგორ გაუბერეს სამართალი სადააააააააააააააა???????? ღმერთო შენ გვიშველე ჩვენ :juvee:

mishka gogrichiani
11 years ago

15 თვეო ტელევიზორში მოვუსმინე და იმედია მართალი არააა

ItalJuve
11 years ago

ჯერ არ არის არაფერი გადაწყვეტილი, პროკურორი ითხოვს 15 თვეს მაგრამ სასამართლო მიმდინარეობს, თუ არ ვცდები 1 კვირაში უნდა გამოიტანონ განაჩენი. მოკლედ 6 თვე დისკვალიფიკაცია კიდევ კარგი ვარიანტი იქნება მგონი. ბონუჩის მგონი 4 თვემდე ჩამოუყვანეს

JuventinoToko
11 years ago

ჩვენ ასე გვიგჯება გული და წარმოიდგინეთ ტურინში რა ხდება… ნუთუ არაფერს მოიმოქმედებენ. გამოვიდნენ ქუჩაში და ატეხონ პროტესტი, არ შეიძლება, მერამდენედ უნდა გადაგვიარონ უსამართლოდ? :(((

nika gogoberidze
11 years ago

მსოფლიო სპორტზე ვნახე კრასიჩი ფენერბახჩემ იკიდაო 7 ლიმონად რამდენად მარტალია?

11 years ago

კიი მისმა აგენტმაც თქვა რომ დრო მოვიდა წავიდესო.. რეგულარული თამაში სჭირდებაო და ასე შემდეგ..

Nodari gogaladze
11 years ago

ახლა შეგუება ამასთან თვითმკვლელობის ტოლფასია, არაფერი უნდა დათმოს ტურინმა! :achuu: :achuu:

| Newsphere by AF themes.
39
0
Would love your thoughts, please comment.x