ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო ჭორები და სიახლეები ( განახლებულია )

მიკელე პაციენცას ტურინული დღეები დათვლილია.საყრდენი ტიპის ნახევარმცველი კარიერას სავარაუდოდ “ტორინოში” განაგრძობს, რომელიც ყველაზე აქტიურად იჩენს ფეხბურთელისადმი ინტერესს.პაციენცა გუნდთან ერთად პეკინშიც კი არ გამგზავრებულა, რაც ცხადს ხდის იმას, რომ უახლოეს მომავალში იგი სხვა კლუბთან გააფორმებს კონტრაქტს.Tuttomercatoweb – ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ტურინული გუნდი მოთამაშის ყიდვას შეეცდება, თუმცა მოლაპარაკებების გართულების შემთხვევაში არაა გამორიცხული, ბიანკონერები მიკელეს თანამფლობელობაში აყვანასაც დათანხმდნენ.რაც შეეხება ფელიპე მელოს, მისი ტრანსფერი თურქულ “გალათასარაიში” წესით საბოლოოდ უნდა გაფორმდეს.ბრაზილიელ შუახაზელს დიდი სურვილი აქვს მცირე აზიაზე დაბრუნების და კარგი იქნება, თუ გუნდები შეთანხმებას მალე მიაღწევენ.ტურინელები დაახლოებით 25 მილიონად შესყიდული მელოს სანაცვლოდ მხოლოდ 7 მილიონს მიიღებენ, აქვე გეტყვით, რომ “ფიორენტინას” ყოფილი ფეხბურთელი გუნდში ალესიო სეკოს მოყვანილია.რამდენიმე დღის წინ ფელიპე “იუვეს” Twitter – ზე დაემშვიდობა : “Ciao Juve ! “გალათასარაიში” ვბრუნდები.”

ხორხე მარტინესი გახსოვთ ? – ერთ დროს ლუიჯი დელ ნერის ცივსისხლიანი გარემარბი, ხანგრძლივი ტრავმებით რომ დაგვამახსოვრა თავი, ბიანკონერების წევრად მისი ჩათვლა ძალიან დიდი რისკია.ყველაზე ახლოს ურუგვაელის შეძენასთან გენუის “სამპდორიაა”, არაა გამორიცხული მისმა ტრანსფერმა ანდრეა პოლის ტურინში გადმობარგებას შეუწყოს ხელი.ჩირო ფერარას გუნდის გარდა მისდამი ინტერესს მადრიდის “ატლეტიკო” და მონტევიდეოს “ნასიონალი” იჩენენ.

ლეონარდო ბონუჩის დისკვალიფიკაციის შემთხვევაში ( რაც ფაქტიურად გარდაუვალია ) ჯუზეპე მაროტა ვალდებულია, გუნდში კიდევ ერთი ცენტრალური მცველი მოიყვანოს.ყველაზე რეალური კანდიდატი ყაზანის “რუბინის” იტალიელი ლეგიონერი სალვატორე ბოკეტია, რომლის სატრანსფერო თანხა 6-7 მილიონს შეადგენს.Gazzetta Dello Sport – ის ინფორმაციით ანტონიო კონტეს რჩეული სწორედ ბოკეტია, ასე რომ უახლოეს დღეებში გუნდებს შორის მოლაპარაკებებმა ოფიციალური სახე უნდა მიიღონ.

ბარტერი კვალიარელა – პაცინი კვლავაც აქტუალურია.La Gazzetta Dello Sport – ის მტკიცებით, მილანური კლუბი მზადაა 29 წლის ფაბიო კვალიარელას სანაცვლოდ პაცინი დათმოს, მითუმეტეს, ჯამპაოლოს კარგა ხანია “ნერიაძურიდან” სურს წასვლა.დაცვის ცენტრის გაძლიერების შემდეგ ( სავარაუდოდ ბოკეტი ) ჯუზეპე მაროტა ამ ტრანსფერისთვის წამოიწყებს მოლაპარაკებებს და იტალიური პრესის ცნობით, შეთანხმებას ხელს არაფერი შეუშლის.

შემდეგ კვირაში მანოლო გაბიადინის ტრანსფერი უნდა გაოფიციალურდეს.”ატალანტასა” და “იუვენტუსს” შორის შეთანხმება უკვე კარგა ხანია არსებობს, მაგრამ ბიანკონერები “კაიზერსპორიდან” ჯეიმს როდრიგესის გამოსყიდვას ცდილობენ და ამის შემდეგ, ახალგაზრდა ფორვარდი უკვე საბოლოოდ გააფორმებს ბებერ ქალბატონთან კონტრაქტს.აქვე გეტყვით, რომ მომავალ სეზონს გაბიადინი არენდის წესით “ბოლონიაში” გაატარებს.

ანდრეა პოლის თაობაზე კი მოლაპარაკებები არათუ შეჩერდა, არამედ სწრაფი ტემპით მიმდინარეობს.ჯუზეპე მაროტა ყოველი შემთხვევისთვის გაიფორმებს “სამპდორიას” ნახევარმცველს, შემდეგ კი სავარაუდოდ რომელიმე კლუბში არენდის წესით გაასხვისებს.მის სანაცვლოდ გენუურ კლუბში შესაძლოა იოსიმ ბუი აღმოჩნდეს, ისიც იჯარით.

დღეს საღამოს კი ტუტოსპორტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გარდა ბოკეტისა ბიანკონერები დევიდე ასტორის კანდიდატურასაც განიხილავენ.იტალიელი უკანახაზელის სატრანსფერო ღირებულება 12 მილიონი ევროა, ყოველ შემთხვევაში მას ამდენად “კალიარის” პრეზიდენტი ჩელინო აფასებს.ამავე წყაროს მტკიცებით, მაროტა თავიდან ასტორის არენდით აყვანას შეეცდება, გამოსყიდვის შესაძლო პერსპექტივით.

სენსაციური ინფორმაცია ვრცელდება ბრიტანეთში – ვან პერსიმ “არსენალში” დარჩენა გადაწყვიტა.ინგლისური პრესის ინფორმაციით, ჰოლანდიელ ფეხბურთელს მეთოფეების მიერ განხორციელებული სატრანსფერო სვლები ძალიან მოსწონს და სხვა გუნდში გადაბარგებას არ აპირებს, აქვე გეტყვით, რომ არსენ ვენგერის გუნდმა ლუკაშ პოდოლსკი, ოლივერ ჟირუ და სანტი კაზორლა დაიმატეს.ასეა თუ ისე, ჰოლანდიელმა შესაძლოა თავად დაბლოკოს მის თაობაზე მიმდინარე ნებისმიერი სახის მოლაპარაკება და მომავალ სეზონშიც ლონდონურ კლუბს უკაპიტნოს.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

10 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Dutch
ადმინისტრატორი
11 years ago

levani.g

იმ პერიოდში იუვენტუსი და ზოგადად იტალიური ფეხბურთი სხვა სიმაღლეზე იდგა და ეხლა სხვა სიმაღლეზეა , ამიტომ არ ღირს პარალელების გავლება

levani.g
11 years ago

სერია ა მოგებაზე ბევრად ძნელია ლიგაზე წარმატებას მიაგწიო. ეს იუვეა, უდინეზე კიარა ლიგაზე მონაწილეობა უკვე წარმატებად რო ჩაუთვალოთ. ფული აქვს და ფეხბურტელი ვერ მოყავს რააქ მოსაწონი მაროტას, მოჯის ყოველ სეზონზე ვარსკლავი მოყავდა, მსოფლიოს ფინალში ნახევარი იუვე თამაშობდა 2006წელს. იმედია ვინმე არ მიპასუხებს ამ ევროპაზეც ნახევარი იუვე იყოო ფინალში.

ლაშა ცხვარაძე

დიზაინს რა დაემართა ის ახალი მაგარი საკაიფო იყო :forza:

G M
G M
11 years ago

თუ არც მოვა ვან პერსი და კარგად იყოს…ძალიან მაგარი ფორვარდია, მინდოდა მისი იუვეში მოსვლა მაგრამ ძაან აჭიანურებს და სავარაუდოდ მართლა დარჩება არსენალში. იოვეტიჩს დღე დღეზე ვიფორმებთო იწერებოდა ადრე და ახლა საერთოდ მიწყნარდა მაგასთან დაკავშირებით საუბარი ხო? მე მაგრად მინდა სუარესი მოიყვანონ….სუარესი და კავანი იქნებოდა რაღაც სასწაული, მაგრამ იმის გათვალისწინებით რომ სავარაუდოდ არანაირად არ შედგება ეს ტრანსფერი, სუარესი-ჯეკოს მოსვლაც ძაან გამახარებდა:))) ეს ბოკეტი არ მინდა, მართალია მაგის თამაშები არ მაქვს ნანახი და ცუდს ვერ ვიტყვი, მაგრამ მაგას ასტორი მოიყვანონ მირჩევნია…ისე კი, ღმერთმა ქნას და არცერთის მოყვანა არ გახდებოდეს საჭირო :( ლეონარდოს არ მისცემდნენ დისკვალიფიკაციას და მერე ვის რად უნდა ბოკეტი :|… Read more »

dito chanturia
11 years ago
Reply to  G M

ხო და ტუ აცლიან მაგ საკვალიფიკაციოზე თამაშს მაშინ თავში ტვინი არ ქონიათ ამათ იმიტომ რომ მერე უკვე თვითონ ვეღარ გამიყენებენ ლიგაზე… და მეც არ ველოდები ტოპ ფორვარდს ჯერჯერობით ხო იცით მაროტას ამბავი ბოლო წამს მოყავს ფეხბურტელები

levani.g
11 years ago

ვერ ქაჩავს მაროტა ტრანსფერებს. ეს პერსიც რა გახდა ასეთი. გადაიხადონ ფული და იყიდიან კაი ფეხბურთელს, ესენი იჯარის მეტს არ აკეთებენ არაფელს. ამ სასტავით ლიგის მოგება ზGაპარია.

arseni
11 years ago

ვერაფერი სახარბიელო!
ფელიპე მელო 7 მილიონზე მეტი ღირს /
რაც შეეხება ტოპ კლასის ფორვარდს ალბათ პაცინის გულისხმობენ / ძეკოს რატომ გაუშვებს სიტი ? რა სულელები არიან ?
ნუ ბოკეტი ეხლა იძულებითი ტრანსფერია…
პაციენცას მოსისხლე მტერს ტორინოს რომ უთმობენ არ ჯობდა ფიორენტინასთვის დაეთმოთ, რომელსახ სურდა პაცოს შეძენა/ + კვალიარელაც+ რამდენიმე მილიონი და იქნებ გამოეტყუებინათ მათთვის იოვეტიჩი /
ამ შემადგენლობით ლიგაზე ძალიან გაუჭირდება იუვეს /

11 years ago
Reply to  arseni

შენი აზრით იოვეტიჩის ხელში ჩასაგდებად ყველა ვარიანტს არ განიხილავენ? მელო რითი ღირს 7 მილიონზე მეტი.. 25 მილიონად რომ იყიდა სეკო იდიოტმა იმიტომ? ან ტორინო რა მოსისხლე მტერია ბარტერებზეა საუბარი და ტორინო რა მოსატანია მტრად.. რა გინდათ ტოო 1 მილიარდი მოისაქმონ და მოყარონ ყველა იუვენტუსში? ცოტა რეალურად შეხედეთ და შესაძლებლობებიდან გამომდინარე შედეგი უკვე არის ძალიან სერიოზული..

G M
G M
11 years ago

კუალიარელას წასვლა კი მინდა….მაგრამ ინტერში არ მინდა გადავიდეს, მითუმეტეს პაცინის ნაცვლად…..ორივე ერთი ხეა რა:)

Samtrediel90
11 years ago

ბონუჩის რას ერჩიან ტო,რა დააშავა?
ძლივს ატამაშდა და მაგის დასჯა იქნება ეხლა?

| Newsphere by AF themes.
10
0
Would love your thoughts, please comment.x