სტელინი ემშვიდობება ტურინს …
ანტონიო კონტეს თამაშეწმე , კრისტიანო სტელინი , განცხადებას აკეთებს დაკავებული თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით . შეგახსენებთ , რომ ეს პიროვნება კონტესთან ერთად ” სიენაშიც ” მუშაობდა და პროკურატურამ მასსზეც აღძრა საქმე . თუმცა , სხვებისგან განსხვავებით სტელინიმ მიიღო პროკურორ პალაცის წინადადება და მისცა აღიარებითი ჩვენება . გუშინ , კლუბის ოფიციალურ ვებ გვერდზე მისი წერილი გამოქვეყნდა , რომელიც მიმართული იყო პრეზიდენტ ანიელისთვის …
პატივცემულო პრეზიდენტო ,
ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა , ძალზედ ცუდად იმოქმედა ჩემზე და არა მარტო ჩემზე . მიუხედავად იმისა , თუ როგორ დასრულდება სასამართლო პროცესი , როგორც პროფესიონალი უმჯობესი იქნება თუ გავანთავისუფლებ ” იუვენტუსს ” იმ სიტუაციისგან რაც ჩემი პრობლემის გამო შეექმნა . ამიტომ ეხლა კარგი იქნება თუ ის სიტუაცია იქნება გარკვეული , რომელშიც უშუალოდ მე ვმონაწილეობდი და არა ჩემი ყოფილი პარტნიორები , რომლებთან ერთადაც ვმუშაობდი ” .
” მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველას , ჯუზეპე მაროტას , ანტონიო კონტეს და თითოეულ თქვენთაგანს ამ 13 თვისთვის ” .
პრეზიდენტ ანდრეა ანიელის პასუხმაც არ დააყოვნა :
” ვიღებ მის განცხადებას განთავისუფლების თაობაზე . მთელი თავისი კარიერის მანძილზე იუვეში , მან არა ერთხელ დაგვანახა , რომ უდიდეს პატივს სცემდა კლუბის ფერებს , ასეთ მძიმე პერიოდშიც კი ” .
წყარო : ტურინის ” იუვენტუსის ” ოფიციალური ვებ გვერდი
სამწვრთნელო შტაბში იყო ესეც
კი მაგრამ კონტეს თანაშემწე ხომ ალესიო იყო? და ერთხელ თამაშზეც გაიყვანა გუნდი
საღოლ, ძალიან კარგად მოიქცა, დატოვა თავისი საყვარელი გუნდი მაგრამ! გადაარჩინა ჯუვე!!!!
ეხლა 10 თვეზეა ლაპარაკი. დავიღალე რა აღარ შემიძლია
ამას რამდენ ხნიანი დისკვალიპიკაცია ექნება ?
სამწვრთნელო შტაბი დაგვიშალეს უკვე
გეთანხმები