ინსაიდერები : კონტე რჩება
დღეს , მასმედიაში გაჩნდა ინფორმაცია , რომ თითქოს ანტონიო კონტე დისკვალიფიკაციის შემთხვევაში დატოვებდა დაკავებულ თანამდებობას , ამ სტატიას ჩვენი ერთგული გულშემატკივარი უკვე იხილავდა ჩვენს ვებ გვერდზე . თუმცა , უშუალოდ კლუბთან დაახლოებული ადამიანების ცნობით , ბიანკონერის მთავარი მწვრთნელი სრულებითაც არ ფიქრობს გუნდიდან წასვლაზე , იმ შემთხვევაშითაც კი თუ სასამართლომ იგი 10 თავით დატოვა სათადარიგოთა სკამს მიღმა . ამ სურვილს თავად კლუბიც და მისი პრეზიდენტი ანდრეა ანიელიც იზიარებს , რომელიც არაფრის დიდებით არ აპირებს ანტონიოსთან განშორებას .
თქვენ ასევე იხილავდით სტატიას , რომელიც ლეონარდო ბონუჩის და სიმონე პეპეს ეხებოდა , სადაც ნათქვამი იყო რომ ” იუვენტინოებს ” შესაძლოა არ მისცენ არანაირი დისკვალიფიკაცია და ყოველგვარი პრობლემის გარეშე იასპარეზებენ მომავალშიც . ეს ინფორმაცია დღეს რამდენიმე გავლენიანმა აპენინურმა გამომცემლობამაც დაადასტურა .
წყარო : Tuttojuve, Calcionews24, Tuttojuve
ძალიან მომწონს ეს საიტი! კომენტარებში ხშირად არ ვაქტიურობ მაგრამ ყოველდგე აქ ვარ და მემგონი არცერთი სტატია არ მაქ გამაზული… მოკლედ საქართველოში ყველაზე წარმატებული თუ არა ერთერთი წარმტებული საიტია და ვიმედოვნებ რომ აქტიურობა ადმინების მხრიდან გაგრძელდება!!! FORZA JUVE!!!

კონტე იუვეს გვარდიოლა. წინ ბევრი გამარჯვებაა
ჯიგარი ხარ ანტონიო..