ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ისლა : “კონტესთან ერთად – ჩემპიონი გავხდები”

არსებობენ გამოწვევები, რომლებმაც შესაძლოა მთლიანად შეცვალონ ფეხბურთელის ცხოვრება, სწორედ ამგვარი გამოწვევა მიიღო მაურისიო ისლამ მაშინ, როცა შეიტყო, რომ “იუვენტუსში” გადადიოდა.”უდინეზეს” შემადგენლობაში ჩატარებულმა საუცხოო წლებმა ჩილელი მოთამაშე განავითარეს როგორც ტექნიკურად, ისე ტაქტიკურად და ახლა მაურისიო მზადაა, ბიანკონერების დიდ ოჯახში ჩაერიცხოს.Hurra Juventus – მა ისლას საკმაოდ ვრცელი ინტერვიუ ჩამოართვა.

“ტურინის “იუვენტუსში” ყოფნა ორ საოცარ გრძნობას მგვრის : სიამაყეს და ბედნიერებას.ვფიქრობ, ეს განვლილი გზის დასასრულია.უდინეში აღმოვაჩინე მცირე საფეხბურთო რეალობა, ფრიულის შემდეგ კი საშუალება მომეცა იტალიის ყველაზე და მსოფლიოს ერთ-ერთი ტიტულოვან კლუბში მომესინჯა ძალები.ფეხბურთთან კავშირი დაიწყო შორეულ წარსულში, იმ დღეს, როცა დედაჩემმა ბურთი მაჩუქა.მაშინ ხუთი წლის ვიყავი, ამაზე ადრე სპორტის ამ სახეობასთან შეხება არ მქონია.”

პირველი წლები საფეხბურთო სამყაროში მაურისიომ “უნივერსიტად კატოლიკაში” გაატარა, სწორედ აქედან გამოიძახეს იგი ჩილეს U20 ნაკრებში და ამ კლუბიდან შედგა მისი ტრანსფერი “უდინეზეში”, 2007 წელს.

“ძალიან ბევრი რამ ჩილეს ყოფილი მწვრთნელისგან, მარსელო ბიელსასგან ვისწავლე.ეს სპეციალისტი გუნდში საოცარ სამუშაოს ატარებს.ანტონიო კონტეს პირველი სიტყვები, რომლებიც “ბებერი ქალბატონის” მწვრთნელმა პირველ შეხვედრაზე მითხრა, ძალიან ჰგავს ბიელსას ფრაზას.კონტეს ჯერ კარგად არ ვიცნობ, თუმცა ფაქტია, იგი ფეხბურთელებისგან მაქსიმუმის გაღებას ითხოვს.თუ კარგი ბიჭი ხარ, მასთან ერთად ჩემპიონობის შანსი გაქვს.შესანიშნავია, როცა ვარჯიშობ ისეთ ფეხბურთელებთან ერთად, როგორებიც არიან : ბუფონი, პირლო, კიელინი.”იუვენტუს სტედიუმი” ? – დიახ, იქ ერთი მატჩი ჩატარებული მაქვს, თოვლში – სიცივეში, მაგრამ გულშემატკივრების მიერ შექმნილი საუცხოო ატმოსფერო განუმეორებელ სითბოს გადმოცემდა.”

“იუვენტუსში გამარჯვებებისთვის მოვედი, მოხარული ვარ, რომ აქ ჩემი თანაგუნდელი, კვადვო ასამოაც ასპარეზობს.ის ძალიან ჭკვიანი ფეხბურთელია, მშრომელი და მონდომებული.გარდა ამისა, ჩვენ კარგი მეგობრები ვართ.”

“ჩემი პოზიცია ? – გასული სეზონი “უდინეზეში” ნახევარდაცვის ცენტრში გავატარე, ინლერის წასვლით გამოწვეული სიცარიელის შევსება მევალებოდა.თავს ყველაზე კომფორტულად მარჯვენა ფლანგზე ვგრძნობ, 3-5-2 ან 3-4-3 სქემებში.ამ ტაქტიკებით ჩილეს ეროვნული ნაკრები თამაშობს.”

“ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტი მექნება, აქამდე ლიგაზე არასდროს მითამაშია.ევროპის ჩემპიონატს თვალი ვადევნე და დავრწმუნდი, რომ “იუვეს” ევროსარბიელზე წარმატების მიღწევა შეუძლია.”

წყარო : Tuttojuve

 

 

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

23 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
lasha naxucrishvili
11 years ago

Del alex
ვიპოვე :mrgreen:
აი ასე უნდა სტარტ მენიუში შეხვალ მარჯვენა კლიკს დააჭერ computer-ს
შემდეგ advanced system settings-ში შეხვალ მერე advanced რო წერია გადახვალ მანდ მერე სუ ქვემოთ ეწერება settings შედი და automatically restart პწიჩკა წაუშალე ოკ მიეცი და ეგაა :)))

lasha naxucrishvili
11 years ago

დააჭერ computer-ს და properties
properties-ის დაწერა დამავიწყდა :chuvak:

lasha naxucrishvili
11 years ago

Del alex
ეხლა ვნახე უცხოურ ფორუმებზე შენ რა პრობლემაც გაქ და წერენ რო ავტომატიური რესტარტი უნდა გათიშოთო და სად აქ ეგ გასათიში ვინდოუს ვერ გავიგე. ვინდოუს 7 გაქ ?

jjj jjj
11 years ago

კი ძმა ეგ ვინდოუსი მაქ… მადლობა, შეგაწუხე… ანუ ანტივირუსის ან სისტემის ბრალი არააა:)

delpieronedved
11 years ago

ეგ იქნება 100%

jjj jjj
11 years ago
Reply to  delpieronedved

თუ გაგახსენდებათ როგორ გავთიშო ეგ ავტომატური რესტარტი დამიწერეთ რა თუ არ შეწუხდებით… დიდი მადლობა, გაიხარეთ… :davliot:

delpieronedved
11 years ago
Reply to  jjj jjj

მიახლოებით მგონი ასეა:Ctrl Alt Delete უნდა დააწვე ერთად და მანდედან იცვლება თუ არ ვცდები

jjj jjj
11 years ago
Reply to  delpieronedved

ვცადე ახლა ეგრე და მომხმარებლის შეცვლა პაროლის შეცვლა ამომიგდო მარტო… კაი იყოს ძმა არაუშავს არშეწუხდე. უბრალოდ იმ ლურჯ ფონზე რაგაც პრობლემ და სხვა რაღაცეებს მიწერს და მეთქი საშიში ხო არაა რამე.

jjj jjj
11 years ago
Reply to  delpieronedved

ანტივირუსის წაშლა და ახალის დაყენება არ შეიძლება ხო? ამაზეც მითხარით რა

jjj jjj
11 years ago

გთხოვთ დამეხმარეთ რა… დღეში 1-2-ჯერ კომპი ლურჯ ფონზე თეთრად აწერს რაღაცას და მერე თავისით რესტარტდება და ვერ მეტყვით რისი ბრალი შეიძლება იყოს?

delpieronedved
11 years ago
Reply to  jjj jjj

რა ანტი ვირუსი გიყენია?

jjj jjj
11 years ago
Reply to  delpieronedved

ავასტი 7 ვერსია.

lasha naxucrishvili
11 years ago
Reply to  jjj jjj

ვინდოუს სადღაცას აქ ავტომატიური რესტარტის გასათიში

jjj jjj
11 years ago

კი ძმა მაგრამ 1 თვის ჩაყენებული მაქ ვინდი და ეს ბოლო 5 დღეა ასე შვება მარტო

TATO asanidze
11 years ago

ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველმა კლაუდიო მარკიზიომ განაცხადა, რომ კლუბში მეათე ნომრით თამაშს არ აპირებს, როლითაც კლუბის ლეგენდარული თავდამსხმელი ალესანდრო დელ პიერო თამაშობდა.

“ალეს წასვლით ბევრი რამ დავკარგეთ. ამას მაშინ მივხვდით, როდესაც ჩინელი გულშემატკივრების ჯგუფმა მისი გვარის სკანდირება წამოიწყო.

თავის დროზე მეათე ნომრით თამაშზე ვოცნებობდი, რადგან შემტევი ნახევარმცველი ვიყავი. ასაკის მატებასთან ერთად ნახევარდაცვის ცენტრისკენ გადავინაცვლე და ბაჯოს, პლატინის ან დელ პიეროსნაირად თამაში შეწვწყვიტე.

“იუვენტუსის” ათნომრიანი მაისურით თამაშს თუნდაც იმიტომ არ ვიმსახურებ, რომ შეხვედრის ბედის ერთი დარტყმით გადაწყვეტა არ შემიძლია, ისე როგორც ეს დელ პიეროს შეეძლო”, – განაცხადა მარკიზიომ.

NILSON
11 years ago

ხალხო კონტე წავიდაო იუვედანო კურიერში იყო ეხლა ,მართალია ?

NILSON
11 years ago
Reply to  Gio Darja

უეჭველი მიშას კაცია ))

dito chanturia
11 years ago

მაგარი იგროკია ეს და იმედია წელსვე ტრიპლეტს შევასრულებთ ისე კასერესი რამ ნახოს მერე გადაპარსული თმებით :D

jjj jjj
11 years ago
Reply to  dito chanturia

კასო მაგარი კაციაა :love:

7uP
7uP
11 years ago

ჰოო სამწუხარო იქნება კონტე თუ არ გვეყყოლება. მგონი დღევანდელ გაზეთებში დაიწერა 10 თვე მიცესო :blin:

lasha naxucrishvili
11 years ago

ეს მაგრად მევასება უდინეზეში მაგრად თამაშობდა !!! :forza: :forza:

d a v i d
11 years ago

:up:

| Newsphere by AF themes.
23
0
Would love your thoughts, please comment.x