ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაროტა : “ანტონიო კონტე – “იუვენტუსის” წამყვანი ფიგურაა”

“ნაპოლისთან” მატჩამდე წინასამატჩო პრესკონფერენციას ჯანლუიჯი ბუფონთან და მასიმო კარერასთან ერთად ტურინის “იუვენტუსის” გენერალური დირექტორი, ჯუზეპე მაროტაც დაესწრო, რომელმაც საკუთარ თავზე აიღო ყვითელ პრესასთან საუბრის გახსნა : “ახლა “იუვენტუსის” თითოეული გულშემატკივარი ემოციებითაა სავსე.ლეონარდო ბონუჩი და სიმონე პეპე გაამართლეს, შეიძლება ითქვას, კოშმარს თავი დავაღწიეთ.რომში პროცესს რამდენიმეჯერ დავესწარი, ვხედავდი ბიჭებს, რომლებსაც არანაირი კავშირი არ ჰქონდათ იმ საქმესთან, რაზეც უწევდათ საუბარი.მათი ბავშვობის ოცნება დიდი ფეხბურთის თამაში იყო და ვფიქრობ, ეს დაიმსახურეს.განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ლუიჯი კიაპეროსა და მაურია ტურკოს, ისინი ჩვენს უფლებებს თავგანწირვით იცავდნენ.”

“რაც შეეხება კონტეს”, – განაგრძობს მაროტა, – “მის უდანაშაულობაში დარწმუნებულები ვართ, გვაქვს დოკუმენტები, რომლებიც მის პროფესიონალიზმსა და მონდომებას ამტკიცებენ.ამ საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს კიდევ ორი ეტაპია გასავლელი და ბოლომდე გვჯერა, სიმართლეს ფარდა აეხდება.საქმე გვაქვს სპორტულ სადისციპლინო კომიტეტთან, მათ უნდა გაათვიცნობიერონ, რომ თითოეული საფეხბურთო კლუბი დიდი კომპანიაა, საკუთარი გადაწყვეტილებით კი შეუძლიათ დიდი ეკონომიური ზარალი მიაყენონ როგორც გუნდს, ისე ხელმძღვანელობასა და ფეხბურთელებს.ანტონიო კონტეს სიტუაციაში ერთი ადამიანი ამბობს ერთს ( კორობიო – ავტ ) 23 კი სრულიად სხვას ამტკიცებს.საქმე, რომელშიც ჩვენს მწვრთნელს მონაწილეობა არ მიუღია.”

“ანტონიო გასულ სეზონში მოპოვებული გამარჯვების მთავარი შემოქმედია.თანამედროვე ფეხბურთში მწვრთნელი გუნდის მთავარი ლიდერია, დარწმუნებული ვარ, მიმდინარე კვირაში ჩატარებული სამუშაოები შაბათს მთავარ როლს ითამაშებენ. ეს იქნება გამოცდა, რომლისთვისაც სტუდენტები დიდი ხანია ემზადებიან. “

რაც შეეხება მასიმო კარერას, რომელიც კონტეს არ ყოფნაში “იუვენტუსის” მწვრთნელი იქნება : “კლუბისა და თავად ანტონიოს გადაწყვეტილებით, მასიმო გუნდს უშუალოდ მატჩების მიმდინარეობისას უხელმძღვანელებს.აქვე მინდა ვთქვა, რომ კონტეს შეცვლაზე ერთი წუთითაც არასდროს გვიფიქრია, ისევე როგორც თავად მას, იგი “იუვედან” არ მიდის.ანტონიო კონტე – ჩვენი გუნდის მესაჭეა, ბებერ ქალბატონში ნამდვილი ჩემპიონები ირიცხებიან, ღრმად ვარ დარწმუნებული, ფეხბურთელები დაკისრებულ მოვალეობებს მის გარეშეც გაართმევენ თავს.”

წყარო : Juventus.com

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x