ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ანიელი : ” ევროპა ? ოცნება რეალობად უნდა ვაქციოთ ”

პრეზიდენტი მართალია სულ რაღაც ორი წელია , თუმცა ის ნამდვილი იუვენტინოა . მის ძარღვებში შავ თეთრი სისხლი ჩქეფს – სწორედ ამიტომ , მისთვის არ არის აუცილებელი გარკვეული საკითხების ახსნა : ” არა ჩვეულებრივი შეგრძნებაა . გუნდმა , რომელმაც ორი წლის წინ დაიწყო შენება , დღეს უკვე კონკრეტული შედეგების მიღწევა დაიწყო , რასაც სკუდეტო და ორიოდე დღის წინ მოპოვებული იტალიის სუპერ თასიც ადასტურებს . თუმცა , ჩვენი მენტალიტეტი მიზნად უნდა ისახავდეს , უფრო მეტს და მეტს . ის რასაც მივაღწიეთ უკვე გუშინდელი დღეა , დროა მომავალზე მოვახდინოთ კონცენტრირება ” …

შიდა ასპარეზზე მიღწეული ორი წარმატების შემდეგ , იუვე ჩემპიონთა ლიგას უბრუნდება , რომელიც წლების მანძილზე ტურინელთა მეორე სახლი იყო …

” ნებისმიერ გათამაშებაში , რომელშიც ვმონაწილეობთ , გვაქვს ერთადერთი მიზანი და ეს არის გამარჯვება . არა აქვს ამას მნიშვნელობა ეს იტალიაა თუ ევროპა . ჩვენი გუნდი იტყვის საკუთარ სიტყვას . იტალიაში უნდა გავიმეოროთ მიღწეული , ხოლო ევროპაში რეალობად ვაქციოთ მორიგი ” ოცნება ” .

კალჩოკომისია ? ახალი სტრატეგია არ არსეობს . გუნდი და კონტე მჭიდროდ თანამშრომლობდნენ . ორი წელია ვიძახი , რომ იტალიაში არსებული სისტემა შესაცვლელია . ასევე არის ისეთი საკითხი , როგორიც 91 კანონია , რომელიც ძალაში 1981 წელს შევიდა , კიდევ ინფრასტრუქტურა , ბრენდის დაცვა და ჩემპიონატის რეფორმა . აბატემაც დაადასტურა გუშინ , რომ იტალიურ ფეხბურთს საკმაოდ გრძელი გზის გავლა მოუწევს და პროგრესის განხორციელება . იმედი მაქვს ამ ყველაფერში ჩვენ უშუალო მონაწილეობას მივიღებთ . სპორტულ პროცესს რაც შეეხება , ის საკმაოდ სწრაფია . ორივე მხარემ კონსესუსი უნდა იპოვნოს . ადვოკატებმა საკუთარი ვერსიები დადეს და არ აპირებენ ახალი სტრატეგიის შემუშავებას , თუმცა ჩვენ დარწმუნებულნი ვართ , რომ სამართლიანობა იზეიმებს . 

10 ნომრიანი მაისური ?  ნებისმიერი ფეხბურთელისთვის , რომელიც ეხლა გუნდშია ეს საკმაოდ მძიმე პასუხისმგებლობაა  . დელ პიერო ლეგენდა იყო , ისევე როგორც ბაჯო , პლატინი და სივორი . დღეისათვის გუნდში არსებული სიტუაციის გათვალისწინებით , არ ვთვლი აუცილებელს ამ ნომრით რომელიმე ფეხბურთელი გამოვუშვათ მოედანზე ” .

 

წყარო : Juventus.com

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

19 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
furer
11 years ago

რა ბერბატოვი. აი ნახავთ გალიანიმ 31 აგვისტოს რა ტრანსფერს გაისვრის :D

JuventinoToko
11 years ago

ჯერ რატო აკრიტიკებთ მაროტას ვერ გავიგე… ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერები ხორციელდება ბოლო დღეს. მოიცადეთ რა… :forza: :forza: :forza: :forza: :forza: მილანს ყავდეს ბერბატოვი, მეტის ღირსები არ არიან ეგენი :chuvak: :chuvak: :chuvak: ჩავხდით წელსაც… :chuvak:

ალეკო კოკაია

მაგარი გუნდი ვართ აშკარაა,თუმცა უფრო მაგარიც შეიძლება გავხდეთ თუ ლორენტეს დ ჯეკოს დავიმატებთ,მერე უბრალოდ იუვე გააგრძელებს ლეგენდარულ სვლებს ლიგაზე! :forza: :forza: :forza: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juventus: :juventus: :juventus:

jjj jjj
11 years ago

პსჯ-მ ლიხტას 4,8 მილიონი შეთავაზა წელიწადში და რავი… მგონი მაროტამაც დაადასტურა კონტაქტი გვაქ პსჯ-სთან შტეფანის თაობაზეო…. :loool: კაცო მაგარი კაცია, მაგრამ მე ლიხტშტაინერი უფრო მომწონს!

Claudio Marchisio
11 years ago

მოგილოცოთ ჯერ? თუარვცდები, ლორენტე 99 % იუვეს ფეხბურთელია….თან + ჩიჩარიტოს დამატებაზეც მიდის საუბრები…იტალიურ პრესაში იწერება რომ არმეროზეც ახალი შეთავაზების გაკეთებას აპირებენ… ეს თუ მართლა ასეა, მაშინ ადმინებს ვთხოვ, მაროტას კრიტიკოსებისთვის ცალკე ჩაამატონ ბიბლიოთეკაში მაროტას მიერ განხორციელებული ტრანსფერები რა ))) რა უმადურობაა….აქ ზოგი, ელიას და კრასიჩის ტრანსფერს უფრო მისტიროდა ვიდრე ახლანდელ კონტეს დისკვალიფიკაციას…არ არის მოსაწონი მასეთი რაღაცეები რა, მითუმეტეს რო საჯაროდ წერთ და აკრიტიკებთ ხელმნძღვანელობის წევრებს.

juve-10
11 years ago

მილანი პატოს არ მოგვყიდიიიის?))) ყველას ყიდიან ტო))))

D_A_T_O
11 years ago

:forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza:

arseni
11 years ago

საცოდავი მილანი ბერბატოვს დასდევს ეხლა

Lasha chachava
11 years ago

მარიო მოიყვანეთ და გავკარი ყველას და ყველაფერს მესისაც რონალდოსაც იბრასაც და რავიცი ვინც ფეხბურთს თამაშობს
ლავეცი ხო არ მომიყვანეთ ეს მაინც ქენით

david david
11 years ago

ამ კაცს უყვარს იუვე და ყველაფერს გააკეთებს ფეხზე რომ დააყენოს, ვაცადოთ და უაზრო კომენტარებისგან თავი შევიკავოთ თხოვე მექნება ყველასთან :forza:

პიერო 10
11 years ago

შენ ტოპ ფორვარდი არ იყიდო და ოცნება ოცნებათ მოკვდება :blin: :blin:

Samtrediel90
11 years ago

ბალოტელი დაგვხატავდა არა? :givi:

პიერო 10
11 years ago
Reply to  Samtrediel90

ბალოტელიზე მეტად არავინ მინდა :kiss:

პიერო 10
11 years ago
Reply to  Samtrediel90

ისე ეგ სმიგორი თუ რაგაცა მაროტას გავს :lool:

Lasha chachava
11 years ago

ტოპ ფორვარდი არ ყოლია მილანს რო ყავდა მარა სკუდეტო მოიგო
რამის მოგება თუ გინდა არაა მთავარი სახელი ქონდეს
ვიდალი არ იყო ტოპ არ იყო ბარძალი ტოპი არც მირკო არ იყო (მაგრად მევასება) მაგრამ მაინც არც მატრი იყო ტოპ მარა დიდი საქმე გააკეთა გუნდისთვის და კიდევ გააკეთებს.

bacho kochlashvili
11 years ago
Reply to  Lasha chachava

ტოპ ფორვარდი არ ყოლია მილანს ? :lool: :lool: :lool:

Lasha chachava
11 years ago

იბრა ყავდა მეთქი მარა აზრი ქნა რამე ? ტოპ ფორვარდი რო გყავს არ ნიშნავს რო ყველაფერს მოიგებ ყავდა ყოველთვის მარა ნაკლებას სახელიანი იუვენტინოები უგებდნენ
მირკო ფორმაში იყოს და კვალო და თუ არაფერი არ გამოვა ბალოტელისგან
ამათ იმედზე ყოფნა შეიძლება

bacho kochlashvili
11 years ago
Reply to  Lasha chachava

ibრაჰიმოვიჩის სათრევი იყო ჯერ და იმიტო მერე მეორე რა არ ქნა გუნდს 13 ფეხბურთელი სუ ტრამვიანი ყავდა და მაინც მეორზე გავიდა

Samtrediel90
11 years ago

უხ გენაცვალე ყველაფერი კარგად თქვა,განსაკუთრებით 10 ნომერზე :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza:

| Newsphere by AF themes.
19
0
Would love your thoughts, please comment.x