ჯულია ბონჯორნომ აპელაცია შეიტანა
Corriere Dello Sport – ის ინფორმაციით , ანტონიო კონტეს ადვოკატი ჯულია ბონჯორნო უკვე მუშაობს სასამართალოს მიერ გამოტანილი ვერდიქტის გასაუქმებლად აპელაციის გზით . გუშინ გვიან ღამე , მან შეიტანა სასამართლოში აპელაცია , რომელიც მიზნად ისახავს ანტონიო კონტესთვის 10 თვიანი დისკვალიფიკაციის გაუქმებას . კორობიო სამ ვერსიას სთავაზობს საზოგადოებას და უკვე მისი სიტყვები აღარ იმსახურებენ ნდობას . აღსანიშნავია ასევე მისი კონფლიქტი კონტესთან და ასევე ისიც , რომ ჯერვასონიმ ერთხელაც კი არ ახსენა ბიანკონერის თავკაცი . ჯულია ბონჯორნო კორობიოს სატელეფონი ზარებსაც დაეყრდნობა , სადაც ბევრი გაურკვეველი სიტუაცია იბადება . ეს ყოველივე სხვადასხვა საბუთებით იქნება დამტკიცებული და წარდგენილი სასამართლოში .
წყარო : Tuttojuve
იმედია მოვიგებთ, ამ კორობიომ რომ ნდობა დაკარგა ეგ კარგია ძაან.
უბრალოდ ფორმალობას გავს, არამგონია აზრი ქონდეს
ამის გვარი და სახელი ქართულად როგორ იქნება????

გამარჯობა ჯულია???