დაცვის მხარე მზად არის სასამართლო პროცესისთვის
ანტონიო კონტეს დაცვის მხარის მიერ შეტანილ აპელაციას , სასამართლო ხვალ განიხილავს . ადვოკატების მთავარი მიზანია , სრულად მოახდინონ ბიანკონერის მთავარი მწვრთნელის რეაბილიტირება საზოგადოების თვალში . ისინი იერიშს უშუალოდ კორობიოზე მიიტანენ და შეეცდებიან დაარწმუნონ მოსამართლე , რომ კონტეს ყოფილი შეგირდი არ არის სანდო პიროვნება და მისი სიტყვები არ იმსახურებენ იმ ნდობას , რომლის საფუძველზეც ანტონიოს 10 თვიანი დისკვალიფიკაცია მისცეს . როგორც უკვე გითხარით , ორშაბათიდან საქმის ხელახალი მოსმენა დაიწყება და უკვე დადასტურდა , რომ მას ანტონიო კონტეც დაესწრება : ” მისი დასწრება ეს გახლავთ პატივისცემა სისტემის მიმართ და ამასთანავე ანტონიოს სურს დაანახოს ყველას თუ როგორ განიცდის შექმნილ სიტუაციას . ამ პროცესით სუნთქავს და სურს იყოს იმ ადამიანების გვერდით , რომლებიც იცავენ მას . დაცვის ტაქტიკა ? ის რამდენიმეა და ერთ ერთი გახლავთ , უშუალოდ კონტესა და კორობიოს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობა . მიზანი ერთია , გვსურს სრულად გავწმინდოთ კონტეს სახელი და გავუნულოთ ის დისკვალიფიკაცია რაც სასამართლომ მისცა . ანტონიო თავს მშვიდად გრძნობს , მართლაც რომ ძლიერი პიროვნებაა . მას ძალუძს კონცენტრირების მოხდენა მოედანზე , მიუხედავად ასეთი დაძაბული კვირისა . მისი დარწმუნება , სასამართლოსთან მოლაპარაკებაზე წასვლის თაობაზე , ძალზედ რთული იყო , ამიტომ ეხლა ის მზადაა საკუთარი ინტერესი სასამართლოში გვერდზე გადადოს და ყველას დაანახოს რეალობა ” – ეს გახლავთ ადვოკად ანტონიო დე რენსის სიტყვები .
წყარო : Football-Italia
მიდი კონტე, ჩახადე ეგენი. ბერლუსკონის მოედანზე ვუდებთ და ახლა სასამართლოშიც უნდა ჩავუდოთ…

კონტე ერთი მაგალი კლასის ტავდასმსხმელი გვინდა ან ჯეკო ან ლორენტე მე ჯეკო მირჩევნია
ესეტი თავდასხმა იქნება ჩემი აზრით:ჯიოვინკო,უჩინიჩი,მატრი,ჩიჩარიტო,ლორენტე
მაგარა უაზრო ფილმია ბეჭდების ბრძანებელი ჩემთვის … არ მევასება ძაან ფანტასტიკა
ეგეთი ფილმები მეც არ მევასება
რას ამბობთ ) ბეჭდების მბრძანებელი ერთ ერთი ყველაზე მამა ფილმია
ეე კაი რა ზღაპარია
მაგარი ფილმია =]
მიდით მაგათი !!!!!!!!!
მაგას რა ქვია სურათზე როა ჰენრი
არ ვიცი მგონი გოლუმი
გევასა???
კი
მეც როჟაზე მევასება,მაგარი მასტია
მარა ისე მაგარი ფარჩაკი კინოა
კი არ მევასება კინო ისე მასტი მაგარია
მაფიაა რა, არ არსებობს რომ ეჭვმიტანილად გამოაცხადო და მითუმეტეს განსასჯელი გამოუტანო ადამიანს მხოლოდ საქმეში სხვა ეჭვმიტანილის ბრალდების საფუძველზე თუ არ არსებობს მტკიცებულებები.
ისე პოსტკრიპტუმ იყოს და ბიჭებო სეზონის გახსნას ერთად არ შევხვდეთ?
ფორცა კონტეეეეეეეეეეეეე
