ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მარკიზიო : ” პოგბა ? მომავალში ის ერთ ერთი საუკეთესო იქნება ”

კომბინაციას იწყებს ჯიოვინკო , ანვითარებს დე ჩელიე ჩაწოდებით და გოლი მარკიზიოს გააქვს . რამდენიმეს ალბათ გაუჩნდებოდა შეგრძნება თითქოს ეს პრიმავერა იყო , თუმცა ეს დღევანდელი ” იუვენტუსია ” , რომელსაც ძალუძს როსონერის დამარცხება მისსავე კედლებში და ბერლუსკონისთვის ტიტულის წართმევა : ” უმნიშვნელოვანესი ტესტის ჩაბარება მოგვიწია . დამღლელი და დატვირთული კვირის შემდეგ გუნდმა უდრეკი ხასიათი აჩვენა და ვფიქრობ უკვე მზად ვართ ჩემპიონატის სტარტისთვის . კომბინაცია ჯიოსთან და დე ჩელიესთან ? პრიმავერაში ასპარეზობის პერიოდში ჩვენ უამრავი ტიტული გვაქვს მოგებული და იგივეს ვაგრძელებთ დღესაც . სებასტიანთან ერთად პრიმავერაში ბევრი მატჩი მაქვს ჩატარებული , ასევე ” ემპოლის ” შემადგენლობაშიც . დაბრუნდა თუ არა მომენტალურად ჩაჯდა მწვრთნელის ტაქტიკაში . წელს გაცილებით ძლიერი გუნდი გვყავს და აუცილებელია სრული კონცენტრაციის მოხდენა . ადგილი ყველასათვის მოიძებნება – იასპარეზებს ის ვინც დაიმსახურებს . პოგბა ? მომავალში ის ერთ ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იქნება საკუთარ პოზიციაზე და არ დავივიწყოთ თუ როგორი სკოლის აღზრდილია . მანჩესტერმა ხომ უამრავი ახალგაზრდა შექმნა სუპერ ვარსკვლავად . დრო მასსზე მუშაობს და ერთადერთი რაც აუცილებელია , თითოეული შანსის ჯეროვნად გამოყენებაა ” .

წყარო : Tuttosport

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
d a v i d
11 years ago

:forza:

bakajuve777
11 years ago

რამე საპრიზო თანხა ხო არ ცაოუღიათ??? :givi: :givi: :givi:

nika gogoberidze
11 years ago

რატომღაც მჯერა ამ ბიჭის, (პოგბასი) დარწმუნებული ვარ წლევანდელ სეზონს მაღალ დონეზე ჩაატარებს და თავის სიტყვას იტყვის.

| Newsphere by AF themes.
3
0
Would love your thoughts, please comment.x