ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კარერა : “იუვენტუსი” გასულ წელს მიღწეული შედეგის გაუმჯობესებას გეგმავს”

სამი მატჩი, სამი გამარჯვება და პლიუს ერთი ტიტული ტურინის “იუვენტუსის” კოლექციაში.მასიმო კარერა ბიანკონერების ხელმძღვანელობის მიერ დაკისრებულ მოვალეობებს თავს შესანიშნავად ართმევს.”პარმასთან” მატჩამდე პრესკოსფერენციაც სწორედ გამოცდილმა საფეხბურთო სპეციალისტმა ჩაატარა : “ვინერვიულებ თუ არა ? – ვფიქრობ რომ, კი, მაგრამ მხოლოდ სასტარტო სასტვენამდე, ამ წუთის შემდეგ მხოლოდ მატჩზე ვიქნები კონცენტრირებული.კარგ გუნდს ვეთამაშებით, მათ ჩვენს მსგავსად სურს გამარჯვება.ბოლო პერიოდში “პარმა” საგრძნობლად გამოიცვალა, მაგრამ ისინი აგრძელებენ იმ სათამაშო სტილით მოქმედებას, რომელსაც ადრე იყენებდა.მატჩამდე ბოლო ვარჯიშზე სერიოზულ საკითხებზე მოგვიწევს საუბარი.მოედანზე გავალთ იმისთვის, რომ გამარჯვება მოვიპოვოთ, ეს ჩვენი ერთადერთი ამოცანაა.”იუვენტუსი” უნდა იყოს ისეთივე აგრესიული, როგორიც ადრე.ანტონიო კონტე თითოეულ ვარჯიშზე ესაუბრება ფეხბურთელებს და მათში მატჩასადმი ინტერესს ზრდის.რაც შემეხება პირადად მე, ვფიქრობ მაქვს გამოცდილება, რომლითაც შემიძლია სარგებელი მოვუტანო ბიანკონერებს.არ გვაინტერესებს ის, რაც მინდორს გარეთ ხდება.ფეხბურთელებმა იციან, რომ მე არ ვარ კონტე, მაგრამ მისმენენ და მაფასებენ ზუსტად ისე, როგორც ანტონიოს.კონტე შესანიშნავი მწვრთნელია, მათ უკვე დაამტკიცა საკუთარი შესაძლებლობები და ხვალ ვეცდებით, მისი არყოფნა არ დავიტყოთ.კონკურენტები ? – გასულ წელს ყველაზე საუბრობდა, რომ ფავორიტები ვიყავით მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში არ ვიღებდით მონაწილეობას, ახლა იმ სიტუაციაში ვართ, რომელშიც სხვა გუნდები იმყოფებოდნენ.ნებისმიერ შემთხვევაში, ტურინის “იუვენტუსი” გასულ წელს მიღწეული შედეგის გამეორებას აპირებს.”

წყარო : Juventus.com

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
SaBa DaNNeL
11 years ago

კარერა მიაწექი ჯიგრულად შენს 10 თვიან კარიერას აქ ….. :forza: :forza:

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x