სატრანსფერო ჭორები და სიახლეები – 24 აგვისტო
ნიკოლა ლეალის “ვირტუს ლანჩანოში” გადაბარგების შემდეგ ტურინის “იუვენტუსს” მეკარე დასჭირდება, რომელიც ჯანლუიჯი ბუფონისა და მარკო სტორარის შემდეგ სტატუსით ნომერ მესამე იქნება გუნდში.სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ერთი კვირით ადრე ბიანკონერები ოთხ ვარიანტს განიხილავენ და სავარაუდოა, რომ მათგან ერთ-ერთი ბიანკონერების წევრი გახდება.ეს ფეხბურთელებია : 38 წლის “პარმას” მეკარე ნიკოლა პავარინი, 32 წლის “ლეჩეს” კიპერი მასიმილიანო ბენასი ( “ლეჩე” მესამე დივიზიონში გაამწესეს, სერია ჩ – ლიგა პრო ), 30 წლის თავისუფალი აგენტის სტატუსის მქონე რუბინიო, რომელიც აქამდე “ჯენოასა” და “ტორინოში” გამოდიოდა და 34 წლის მიკელე არკარი, რომელიც ამჯამად “ბრეშიას” ფეხბურთელია.
ანდრეა პოლი ტურინის “იუვენტუსის” წევრი გახდება, თუმცა როდის შეუერთდება იგი ბებერ ქალბატონს, ჯერ ჯერობით უცნობია.ჯუზეპე მაროტამ “სამპდორიას” ხელმძღვანელობასთან 4,5 მილიონად თანამფლობელობაში აყვანა მოილაპარაკა, გამოსყიდვის შესაძლო პერსპექტივით.აღსანიშნავია ისიც, რომ სამაგიეროდ გენუელები ოასიმ ბუის მიიღებენ, ეს უკანასკნელი “სამპდორიაში” არენდის წესით გაემგზავრება.
რაც შეეხება წინახაზს, როგორც დღეს მოგაწვდინეთ ინფორმაცია, მთავარი სატრანსფერო სამიზნე მაროტა/პარატიჩის დუეტისთვის ედინ ჯეკოა.Corriere Dello Sport – ის ცნობით, ქალაქელებმა ბოსნიელის მწვანე შუქი აუნთეს და მზად არიან, ნებისმიერი შემოთავაზება განიხილონ.ტურინელები კი თავისმხრივ მზად არიან, 26 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო გადაიხადონ პლიუს ბონუსებიც წაამატონ.ტრანსფერი წესით უახლოეს 2-3 დღეში უნდა გაფორმდეს, ჯეკოს ჩანაცვლებას კი რობერტო მანჩინის გუნდი სტეფან იოვეტიჩით შეეცდება.
მიკელე პაციენცას მსურველთა რიგი კი თანდათან იზრდება.დღეს გავრცელებული ინფორმაციით, 29 წლის ნახევარმცველით ბელგიური “ანდერლეხტი” ინტერესდება და მზადაა, ბიანკონერებს მის სანაცვლოდ გარკვეული თანხა გადაუხადონ.ტუტოიუვეს ინფორმაციით, ბელგიაში გადაბარგების წინააღმდეგი არც თავად მიკელეა.
წყარო : Tuttojuve; Tuttosport
ეს რა წაიკითხა ჩემმა თვალებმა ჯეკო 2-3 დღეშიო… მოიცა გავიდეს ეგ 2-3 დღე წინასწარ არ დავითარსოთ
ისე მეკარეებიდან ბენასი აიყვანონ ვერ დაფრინავს მაგრამ მესამე მეკარედ საკაიფოდ გაქაჩავს თუ არ დაგვიზუბილეს ხალხი მაგას აქტიურად მონაწილეობა არ მოუწევს და რა დონეცაა ის გვეყოფა.
რათ უნდათ მეკარე.. არ მოუწევს მესამეს მაინც თამაში და თუ სასწაული მოხდება პრიმავერას მეკარეს გამოიძახებდნენ..
სასწაული რო მოხდა და ევროპის ლიგის 1/4 ფინალის საგზური დავკარგეთ გახსოვს ? კიმენტიმ ვერ გაქაჩა ფულემთან ლონდონში )) პრიმავერას მეკარე კიდე გამოუცდელია ზედმეტად
მართალი ხარ. მაგრამ არამგონია გამეორდეს
იყიდონ მაშინ იაფად ვინმე )))
კი მარა ჯეკოს უხდის 20 მილიონს და ბონუსებს და ლორენტეს 18 უხდიდა…
მერე ჯეკო უფრო მაგარი ფეხბურთელია ვიდრე ლორენტე
მე არკარი მირჩევნია მაგ სიიდან ყველას… ჯეკოოო
ველქამ ჯეკო ველქამ
მეკარეებს შორის ჩემი ფავორიტი ბენასია, ფორვარდებს შორის ჯეკო, მარცხენა ფლანგზე კი ყველაზე მეტად სისოკო მსურს )) თუ საერთოდ გადაწყვეტენ ამ პოზიციის გაძლიერებას..
სისოკო ვალენსიასი გადავიდაო დღეს ვნახე ვორლდსპორტზე არ ვიცი ზუსტად მართალია ტუ არა ისე მეც მაგრად მევასება სისოკო არმეროზე იაფიცაა