ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მარონე : “ტიტულის დაცვა დამატებითი მოტივაციაა”

ტურინის “იუვენტუსის” ახალგაზრდა ფეხბურთელი, ლუკა მარონე ბიანკონერებში დიდხანს დარჩენას და ტიტულების მოგებას გეგმავს : “ჩემპიონატის გახსნით შეხვედრაში, ძირითად შემადგენლობაში გამოვედი და გულშემატკივრების წინაშე ვითამაშე – ეს რეალურად დიდი ოცნების ახდენაა.”იუვენტუსს” კიდევ ბევრი რამ უნდა დავუმტკიცო.ნახევარდაცვიდან დაცვაში ? – ყველაზე რთული ტაქტიკასთან შეგუებაა, გჭირდება მაქსიმალური კონცენტრაცია და სწორად მოქმედება მაშინ, როცა მეტოქე დიაგონალური გადაცემით აწოდებს საჯარიმოში.მეორესმხრივ, თავს უკანახაზში შესანიშნავად ვგრძნობ, ზოგჯერ შეტევის წამოწყებაც მევალება და რა პრობლემაა, ანდრეა პირლოსა და ჩემს შორის მანძილი ხომ მხოლოდ ათი მეტრია.ნებისმიერ შემთხვევაში, პროგრესი მჭირდება, სამწვრთნელო შტაბიც და ფეხბურთელებიც ხშირად მაძლევენ რჩევებს, რაც ძალიან მეხმარება.”

“პარმასთან” მოპოვებულმა სამმა ქულამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ბიანკონერები გასულ სეზონში მოპოვებული ტიტულის დასაცავად მზად არიან.შეხვედრის შემდეგ იმ ფეხბურთელებმა, რომლებმაც პრესასთან უშუალოდ მატჩზე ისაუბრეს, ხაზი გაუსვეს, რომ პირველი ტაიმი ნამდვილად არ ყოფილა საუკეთესო, ლუკა მათ ეთანხმება : “უფრო დაბალ ტემპში ვთამაშობდით და მოვლენები ისე არ განვითარდა, როგორც გვსურდა.მეორე ტაიმში სრულ უპირატესობას დავეუფლეთ, ვიცით, რომ გაუმჯობესება გვმართებს.სკუდეტოს მოპოვება შეგვიძლია, ტიტულის დაცვა დამატებითი პასუხისმგებლობა, მოტივაცია და კონცენტრაციაა.”

კალჩოს პირველ ტურში ბებერი ქალბატონის მსგავსად იმარჯვა რამდენიმე ფავორიტმაც : “ინტერმა” და “ნაპოლიმ” ადვილი გამარჯვებები მოიპოვეს, ეს მოსალოდნელიც იყო.როსონერის მარცხი კი ნამდვილად გამიკვირდა, სხვა შედეგები ლოგიკურია.”

წყარო : Juventus.com

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
dato_juventino
11 years ago

:love: მარონეს პროგრესი მართლაც სახეზეაა ჩემი აზრით უფრო ხისტი უნდა გახდეს დაცვაში დანარჩენი ყველაფერი კარგიაქ მინდა რო ხშირად იყვნენ ესადა პოგბა მოედანზე მომავალი ვიდალი და მარკიზიოაა :forza: :forza: :forza: :forza: :forza:

giga joxadzee
11 years ago
Reply to  dato_juventino

გეტანხმები ძმა

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x