მაროტა ბერბატოვის და სხვა სატრანსფერო საკითხებზე საუბრობს
ჯუზეპე მაროტა ამ წუთებში ინტერვიუს აძლევს ტელეარხ Sky Sports – ს , სადაც დიმიტარ ბერბატოვის შესახებ არსებულ სიტუაციაზე საუბრობს : ” სიმართლე მდგომარეობს იმაში , რომ ჩვენ კონტაქტზე გავედით 17:00 , მაშინ როდესაც ბულგარელმა უარი განაცხადა კარიერის ” ფიორენტინაში ” გაგრძელებაზე . ვიცოდით ასევე ” ფულჰემის ” დაინტერესების შესახებ , თუმცა მიუხედავად ამისა მაინც გავაკეთეთ საჭირო სვლები და დავუკავშირდი მანჩესტერ იუნაიტედის გენერალურ დირექტორს . შემდგომ უკვე ფეხბურთელის აგენტს , რომლისგანაც დამაიმდებელი პასუხები მოვისმინეთ . შეთანხმება თითქოს მიღწეული იყო , ფეხბურთელი იტალიაში მოფრინავდა , მაგრამ მონაკოში შეჩერების შემდეგ სიტუაცია შეიცვალა . რატომ მონაკოში ? იქ მას მეუღლე ჰყავდა და პირადი მოტივების გამო ჩავიდა . ოჯახმა შემდგომ მიიღო გადაწყვეტილება არ გადასულიყო საცხოვრებლად იტალიაში და პრინციპში ეს არ ყოფილა ჩვენთვის შოკისმომგვრელი ინფორმაცია . ფიორენტინა ? ვფიქრობ ” იუვენტუსი ” საკმაოდ კორექტულად იქცეოდა მთელი ამ პროცესის განმავლობაში , ჩვენ დავუკავშირდით თავდაპირველად კლუბს და ნებართვა ავიღეთ მისგან . განვმეორდები და ვიტყვი , რომ იმ დროს როცა საქმეში ჩავერთვეთ ფლორენციელებისთვის ბერბატოვს უარი ჰქონდა ნათქვამი “ … ( გაგრძელება სრულიადში )
როდის გაჩნდა ბერბატოვის დამატების იდეა ?
” მაშინ როდესაც მანჩესტერმა იგი ტრანსფერზე დააყენა და როდესაც ფიორენტინამ ფეხბურთელისგან უარი მიიღო ” .
ვინ გითხრათ ამის თაობაზე ?
” მოდით პირდაპირ ვისაუბროთ . მანჩესტერულ კლუბთან არა ჩვეულებრივი ურთიერთობა გამაჩნია . მის გენერალურ დირექტორთან პოლ პოგბას ტრანსფერი რეალობად ვაქციეთ . შემდგომ ცნობილი გახდა , რომ ბერბატოვს ასხვისებდნენ და როგორც მსოფლიო სტანდარტები მოითხოვს , ისე მოვიქეცით . ვფიქრობ , იუვენტუსის მოქმედება საკმაოდ გამჭირვალე და ნათელი იყო ” .
– რა იქნება ახლა, ნიკლას ბენდტნერი ?
“მისი ტრანსფერი ხელმისაწვდომია და ასეთ ფეხბურთელებს ვაფასებთ.გადაჭრით არაფერს ვიტყვი, ჯერ არაფერი დასრულებულა.ლორენტე ? – ფერნანდო ჩვენს სამიზნეში რჩება, მითუმეტეს მისს კონტრაქტს 2013 წელს გასდის ვადა.წინ კიდევ ორი დღეა, ამ მომენტისთვის უეჭველად თქმა, რომ ის “იუვეს” წევრი გახდება, უტოპიაა.”
დგება დრო დავსვათ კითხვა მომსვლელზე …
თავიდანვე ჩვენი მიზანი იყო , გარკვეული პოზიციებისთვის სათამაშო ხარისხის მომატება და ვფიქრობ ასამოასი და ისლას მოყვანით ამას სრულფასოვნად მივაღწიეთ . შემდგომ იყო დაინტერესება და მოლაპარაკებები უამრავ მოთამაშესთან , თუმცა უკლებლივ ყველა შემთხვევაში წინაღობას ჰქმნიდა მართლაც რომ გადაულახავი პრობლემები . თუმცა , ნებისმიერ შემთხვევაში ჩამოვაყალიბეთ ისეთი მოდელი , რომელსაც მოაქვს წარმატება . რაც შეეხება ორ უახლოეს დღეს , მზად ვართ განვიხილოთ ყველა წინადადება , რომელიც იქნება მისაღები და რეალური ” .
შედის თუ არა ამ სიაში ბენდტნერი ?
” სატრანსფერო ბაზარზე ეს ფეხბურთელი ხელმისაწვდომია და მოგვიწევს კარგად აწონ დაწონვა ყველაფრის . ფაქტია , მართლაც რომ ნიჭიერ მოთამაშეზე ვსაუბრობთ ” .
ლორენტე ?
” მისი დღევანდელი სატრანსფერო ღირებულებიდან გამომდინარე , იმ ციფრიდან რომელიც კონტრაქტში აქვს ჩადებული ანუ 36 მილიონი ევრო , ფერნანდოს ტრანსფერს არა რეალურს ხდის ” .
ფიქრობთ , რომ ბერბატოვის საკითხი ” ფიორენტინასთან ” ურთიერთობას გაგიფუჭებთ იოვეტიჩის სამომავლო ტრანსფერზე ?
” მომავალში რა იქნება კონკრეტული ტრანსფერის საკითხზე ეს არავინ არ იცის , თუმცა შემიძლია ხაზი გავუსვა იმ ფაქტს , რომ ” იუვენტუსს ” კანონ გარეშე არაფერი გაუკეთებია და ვფიქრობ ჟურნალისტებმა არ უნდა გამოიყენოთ ეს სიტუაცია ცუდად . პრეზიდენტ დელა ვალესა და პრეზიდენტ ანიელის შორის საკმაოდ თბილი ურთიერთობა სუფევს და რაიმე დაძაბულობაზე საუბარი ზედმეტია . სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში კიდევ რა მოხდება დღეს ან ხვალ , ამაზე პასუხს ვერავინ გაგცემთ , რადგან სიტუაცია წამის მეასედში შეიძლება შეიცვალოს ” .
ოეეე ნუ გამაგიჟეთ ხალხნო, მატრი ტრანსფერზე ყავს და ბორიელოს მოყვანა უნდა???
თამაშის მყურებელი არ ვარ ძმაო ეგრე რომ მოხდეს
ოფიციალურად: პაციენცა ბოლონიას ფეხბურთელია. ეს ერთი მოვიცილეთ
ახალი არაფერია ???
ბენტნერი იყიდონ რა . მატრის კიდერი უტეხია
მატრი ტრასფერზე ყოფილა ისევ, აგენტი მილანშია და მოლაპარაკებებს აწარმოებს მილანელებთან… იმედია არ გაყიდიან
ჯერ არაფერი არ ხდება საინტერესო, ლორენტზე ისევ აწვება ბილბაოს რო გაუშვან, მაგარ წნეხში ყავთ მთელი კლუბი.
ბენტნერზეც არესენალი ელოდება იუვეს შემოთავაზებას და ალბათ გაყიდიან.
ახლა ბაარიოსიო… აუ არ გვინდა ხლამები ისევ მირკო მირჩევნია მაგათ!
ვაიმე კიდე კაი მაროტა ბერბატოვი “ვერ” გადმოიყვანე თორე დედაშენის სახელს შეგაძულებდი
არი რამე ახალი ბიჭებო??? დგევანდელი NEWS ხოარაა რამე?
დღეს როგორაა ? ევროპილის ლიგის შესარჩევის დამთავრებას არ ელოდებიან ? მგონი ხვალაა.
დღესა დღეს 20:05 წუტზე იწყება :) რუსთავი ყოვეშემთხვევაში მაგ დროს იწყებს ჩვენებას
აუუ ამათ ყველაფერი უნდა დააგვიანონ რაა 19:50 ზე იწყება არადა :@.... ....
ისე დღესაა ხო კენჭისყრა?
არა ხვალ
დღეს ყოფილა
კაცურად ბენდტნერის თამაში მოგწონთ ვინმეს? ეგ რო ვარგოდეს 24 წლისაა და ვენგერი ასი წელი არ გამოუშვებდა. თქვენი არვიცი და მე მაგრად არ მევასება ეგ ფორვარდი.
აბა ხვალამდე იუვენტინოებო

მატრი არის ჩამოყალიბებული ტაშტი :D :D
არ უნდა ბევრი ლაპარაკი ამას

ნუ ნერვიულობტ ბიჭებო ხომ იციტ მაროტას არ ძინავსო ამბობენ!
gio_juventino
აბა რას ვიზამ…გამოვარდნაზე ხო სწუხან,კიდე დავუმატებ და ჩემი გოლით უფრო დავამწუხრებ
ისე რუსულ საიტზე უნდა დაიწეროს სტატია მაგას ველოდები, ადმინმა დაწერა ცოტახნის წინ 40 წუთში გამოვაქვეყნებო და ვერა და ვერ გამიყვანე 40 წუთი…
Туринские новости и слухи – ამის გამო არ მძინავს ღამეები, მოვკვდი,როდის მორჩება სატრანსფერო ფანჯარა
მეც მაგას ველოდები ტუზდიეგომ 40 წუთში იქნება სტატიაო და :D მაგას მაგ სტატიაში ხანდახან ურთიერტ გამომრიცხავი ამბები აქ ხოლმე მარა რირს ლოდინი :D
Aრადა მთელი დღის განმავლობაში რასაც ჩვენ ვდებთ ხოლმე იგივეს წერს ის საღამოს უბრალოდ აერთიანებს ხოლმე
ბაზარი არარის….თქვენზე არც არაფერს ვამბობ,მთელი დღის განმალობაში რასაც წერთ მეც თქვენთან ვარ სულ და ვკითხულობ….უბრალოდ ყველაფერი ერთად გაერთიანებული რომ არის და რაღაც მაგის წაუკითხავად მაინც არ მეძინება ))) ძალიან მაგრად მუშაობთ,ყველაფერს დროულად დებთ და მადლობა ამისთვის…აი მაგ საიტზე გუშინ გვიან დაიწერა ბერბატოვზე,მაშIნ როცა უკვე ყველაფერი მორჩენილი იყო:))) ჩვენთან კიდე LIVE მიმდინარეობდა ყველაფერი…..მადლობა დატკა,დარჯა და საერთოდ ყველა მწერას რომ საშუალებას გვაძლევთ ინფორმაცია მივიღოთ ზუსტ დროს ჩვენი საყვარელი კლუბის შესახებ…ყველა წვრილმანი და დეტალი რაც იუვეს მნიშვნელოვნად უკავშირდება და საინტერესო ხდება იუვეს თავს აქ იწერება და განიხილება,დიდი მადლობა თქვენ კიდე ერთხელ.:)))
http://www.youtube.com/watch?v=lyiw9KZsVvk&feature=related
ვა მარკოზა და ბოატენგი ახალ რეკლამაში :)
ხო ახლახანს გადამიღეს, დამავიწყდა პრეზენტაციის კადრები მიმეცა ადმინებისთვის
udinestan sheagde tore reklamebs mogcem me shen
berbatovic ver iyida am kvercxma :D me magrad gamisworda mara :D drogbas 10 limoni shetavazon da moiyvanon
დროგბას ხელფასის დაკმაყოფილება მოგვიწევს თორე ისე კი უფასო ჯდება მაგის ტრანსფერი….და მაგას 10 მილიონი რომ მივცეთ ხელფასის სახით მაგას მირჩევნია ვაფშე არავინ ვიყიდოთ. ჩემთვის ტოპი იქნებოდა დელ პიეროს ისევ დაბრუნება, მეგონა დაიბრუნებდნენ მაგრამ სიონში გადასვლასთან ძალიან ახლოსაა ალე და ბოლო იმედებიც გადამეწურა