ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

თქვენს წინაშეა ნიკალას ბენდტნერი …

კლუბმა გუშინ ოფიციალურად წარუდგინა საზოგადოებას ნიკალას ბენდტნერი . გულშემატკივართა მოსაზრებები დანიელთან დაკავშირებით გაყოფილია და რეალურადაც , რომ შევხედოთ გადაჭრით იმის მტკიცება , რომ იგი ან გაამართლებს ანაც პირიქით მორიგი კრახი გახდება საკმაოდ რთულია , რადგან ორი აზრი არაა რომ ლონდონის ” არსენალის ” ექს ფორვარდში უდიდესი ტალანტი იმალება , რასაც ქვევით უფრო ვრცლად გავარჩევთ …

პატარა ნიკალასი 4 წლის ასაკში იწყებს ფეხბურთის თამაშს Tarnby Boldklub – ში . მას მალევე 10 წლის ასაკში შეამჩნევს Copenaghen Boldklub – სპეციალური სკოლა , რომლის ერთ ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურა წლების წინ მიქაელ ლაუდრუპი იყო . 16 წლის ასაკში კი , სხვადასხვა ასაკოვან ნაკრებში ნაჩვენები შთამბეჭდავი ასპარეზობისთვის ხვდება პირდაპირ ლონდონის ” არსენალში ” . ნიკალასი ახალგაზრდულ გუნდში ხვდება და ცოტახანში მას 17 წლამდელთა შორის , დანიის საუკეთესო მოთამაშეთ აღიარებენ . იმავე სეზონში მას დებიუტი ექნება სანაკრებო დონეზე და კერძოდ 2005 წლის 25 ოქტომბერს . მან სამჯერ მოირგო ნაკრების მაისური . ნაციონალურ გუნდში , ორი წლის მანძილზე 17-ჯერ გამოდის მინდორზე და 7 გოლი გააქვს – U 17 და U 19 . 2006 წელს ლონდონელებმა იღებენ გადაწყვეტილებას არენდით გაუშვან ფორვარდი ” ბირმინგემში ”  საჭირო გამოცდილების დასაგროვებლად . ბენდტნერი გუნდის ერთ ერთი გმირი ხდება და ჩატარებულ 48 დაპირისპირებაში 13 გოლით ეხმარება კლუბს . U 21 რიგებში კი ევროპის ჩემპიონატზე 4 მატჩში 2 გოლი გააქვს . 2006 წლის 18 აგვისტოს კი , როდესაც ნიკალას 18 წელი შეუსრულდა გამოდის მთავარი ნაკრების რიგებში .

ბუნებრივია მას გამორჩეული ყურადღება ეთმობა და შედეგად არსენ ვენგერი იღებს გადაწყვეტილებას დააბრუნოს ნიკალასი და მისცეს შანსი . 2007-2010 წლის განმავლობაში , საერთო ჯამში სკანდინავიელი ფორვარდი მოედანზე 121-ჯერ გამოდის და გააქვს 26 გოლი . საუკეთესო სეზონი იყო 2008/09 50 შეხვედრაში გატანილი 15 გოლი , შედეგი : დანიის საუკეთესო ფეხბურთელი – ასაკი 21 წელი . ეხლა უკვე ბენდტნერი მსოფლიო ვარსკლავია და არსენალის ერთ ერთი საკვანძო ფიგურა .

თუმცა 2009/10 სეზონში , მის გარშემო შავმა ღრუბელმა მოიყარა თავი . თავდაპირველად იყო ავტო ავარია , რამაც გამოიწვია საზარდულზე ქირურგიული ჩარევა . სარეაბილიტაცია პერიოდმა ორი თვე გასტანა . დაბრუნდების შემდეგ კი ტრავმის რეციდივი და ამან კიდევ უფრო პრობლემატური გახადა მისი მომავალი . მაგრამ , სეზონის მეორე ნახევარში ის სრულ რეაბილიტირებას ახდენს . მომდევნო წელს ლონდონური კლუბი მარუან შამახს ყიდულობს , სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა ნიკალას ამაში ორი აზრი არაა . შესაძლოა შამახი არ იყო ისეთითვე ნიჭით დაჯილდოებული , თუმცა ფიზიკურად გაცილებით ძლიერი იყო . მეორეს მხრივ დანიელი ფორვარდი გაცილებით დისციპლინირებული იყო როგორც მოედანზე ასევე მის მიღმა . მორიგმა იძულებითმა დასვენებამ , რომელიც განაპირობა საზარდულის ტრავმამ , გამოიწვია ის რომ დარბუნების შემდგომ მას ფლანგზე მოუწია ასპარეზობა . მოკლედ განშორება არსენალთან კარს მომდგარი იყო . ამ ახალგაზრდას ის რაც რეალურად გააჩნია , არ უნდა დავუკარგოთ . აქვს მტკიცე ხასიათი და იგი დარწმუნებულია საკუთარ ძალებში , სწორედ ამიტომ სათადარიგოთა სკამზე ჯდომას სანდერელენში გადასვლა არჩია . სეზონი არაფრით გამორჩეული არ ყოფილა . შედეგად , 8 სეზონში მან 234 მატჩში 66 გოლი გაიტანა და 34 საგოლე გადაცემა შეასრულა .

” ახალი იბრაჰიმოვიჩი ” – სწორედ ასე უწოდებდნენ მას სამი წლის წინ , მანამ სანამ ტრავმებს მიიღებდა და რეციდივები განმეორდებოდა . ნიკალასი ევროპის ერთ ერთი ყველაზე ნიჭიერი ფორვარდი იყო ევროპაში . 195 სმ , ფიზიკურად ძლიერი , თუმცა სულ რაღაც 84 კილოგრამის პატრონი . ასეთი რამ იშვიათად ხდება . ძლიერია , საჰაერო ბრძოლებშიც პროდუქტიულია და ამასთანავე ბრწყინვალედ ფლობს ბურთს და ხმელეთზეც თავისუფლად შეუძლია კომბინირება . დაბადებინ მარჯვენა , თუმცა ორივე ფეხს ფლობს იდეალურად . გამოირჩევა საგოლე გადაცემების საკმაოდ დიდი ციფრით – ეს მისი სავიზიტო ბარათია , რადგან კარგი მოედნის ხედვა აქვს და მშვენიერი ტექნიკა . რაც შეეხება დრიბლინგს , მას მშვენიერი საწყისი სტარტი აქვს , რაც ასევე უცნაურია მისი გაბარიტების მქონე ფეხბურთელისთვის  . სამწუხაროდ ამდენ დადებითან ერთად აღსანიშნავია ისიც , რომ არცთუ ისე ძლიერია ბურთის მიღებისას . კერძოდ ზურგით ყოფნის დროს როდესაც იღებს ბურთს , უჭირს მოტრიალება და დარტყმის განხორციელება . მას ურჩევნია ბურთი სახით კარისკენ მიიღოს . ზურგით ყოფნის დროს კი ურჩევნია პარტნიორს უკან დაუგოროს . ყველაზე ცუდი კი მის კარიერაში რეალიზაციის დაბალი მაჩვენებლია . მეორეს მხრივ სკანდინავიური სკოლის საუკეთესო კუთხით , მას შეუძლია მრავალფეროვანი იყოს და გუნდს დიდი დახმარება გაუწიოს მინდორზე . ცენტრ ფორვარდიდან – ფლანგზე ან მეორე ფორვარდამდე სიღრმიდან …

ხასიათს რაც შეეხება , ოდნავ პრობლემატურია . ადებაიორთან კოფლიქტი ყველას გახსოვთ ალბათ . პლიუს ის რომ გენიალურ მატჩებს საშინელი მოჰყვება . მას ამ საკითხში მამობამაც არ უშველა . მაგრამ გადაჭრით შეიძლება იმის თქმა , რომ არაფრის ეშინია და დიდ მატჩებში ის ნამდვილად არ დაიკარგება .

” იუვენტუსს ” ესაჭიროებოდა მეხუთე ფორვარდი და დღეს მას ის ჰყავს . თუ მაროტას უნდოდა წარმატებული გარიგება , ის მან იპოვნა , რადგან ჩვენთან ნიკალასი არენდით მოდის . მაგრამ ბევრი ” მაგრამ ” რჩება …

თუ განვიხილავთ ბენდტნერს როგორც ადამიანს , რომელიც ემატება ჩვენს ფორვარდებს , მაშინ ყველაფერი გასაგებია . უდაოა  , რომ იგი გამოადგება გუნდს ექსტრემალურ სიტუაციაში , როდესაც საჯაირიმოში ჩაწოდებებზე გაკეთდება ხოლმე აქცენტი ( მატრი მაგალითად ამ მხრივ არ ბრწყინავს საერთოდ ) . თუ შევხედავთ კონტეს მხრიდან , რომელიც გაცილებით სხვა ტიპის მოთამაშეს ითხოვდა , მაშინ აქ უკვე გაუგებრობა სუფევს . პირველ რიგში იმიტომ , რომ ახალგაზრდა მოთამაშეს ძალზედ ცოტა უკლია ნაგვის ურნაში გადააგდოს ის ტალანტი რაც გააჩნია საკუთარი ხასიათის გამო . მეტყვით ალბათ , რომ ვინოვოს და ტურინს არა ერთი ასეთი მძიმე ფეხბურთელის ხასიათი გამოუსწორებია … ვნახოთ . მეორე მხრივ ის არ შედის იმ კატეგორიაში , რომელთა ზურგს უკან 20 გოლი იქნება, ეს მის სისხლში არ არის . მესამე მხრივ მას აქვს საჭირო თვისებები რა თქმა უნდა იდეალურად რომ ჩაჯდეს კონტეს სქემაში , მაგრამ … დანიელი ძალზედ სწრაფია , მაგრამ იუვეს ტაქტიკა მოკლე მანძილში მოკლე პასებს და კედლის გათამაშებას ისახავს მიზანად  და ამიტომ ითხოვდა კონტე უფრო როსის და სუარესის სტილისას . ლონდონში გატარებული დროის მანძილზე , რომ ვიმსჯელოთ ბენდტნერს უყვარს სწრაფი პასების სისტემა და ტექნიკაც აძლევს ამის საშუალებას , მაგრამ უპირატესობას ანიჭებს როგორც უკვე გითხრით იყოს სახით კარისკენ . ან მეორე ვარიანტი იღებდეს ბურთს ზურგით კარისკენ და უკეთებდეს გადაცემას იმას ვინც დასწრებაზე ამოდის – ალია დელ ნერი … შემდეგი ვარიანტია –  სიღრმიდან აკეთებდეს გადაცემას , როდესაც უყურებს კარს . კონტეს ტაქტიკაში კი ფორვარდი , რომელიც უკვე ძალიან ახლოს იმყოფება საჯარიმოსთან , უნდა აკეთებდეს გადაცემას მასთან ახლოს და ამასთანავე კართან კიდევ უფრო ახლოს მყოფზე . შესძლებს კი ბენდტნერი ამ ტაქტიკასთან ადაპტირებას ? იმას რაც ვუჩინიჩს ბრწყინვალედ გამოსდის და რაც ასე ძალიან პრობლემატურია ჯერ ჯერობით ჯიოვინკოსთვის და მატრისთვის ?

სურათზე ნახავთ იმის მაგალითს რაზეც ზევით ვსაუბრობდით . ასო ბგერა ” B ” – ით აღნიშნულია რა თქმა უნდა ბენდტნერი , ხოლო ვარდისფერი ზოლი ბურთზე აღნიშნავს მის სახეს და იმ პოზიციას თუ როგორ დგას კართან , ზურგით თუ სახით …

 

ნებისმიერ შემთხვევაში იმის თქმა , რომ მაროტამ იყიდა ამოუცნობი ობიექტი გადამეტებულია . ნიკალას უდიდესი ტალანტი აქვს და თუ გავითვალისწინებთ , რომ კლუბს იგი მინიმალური თანხები დაუჯდა და პლიუს არენდით არის , წაგების რისკს ამცირებს .

იმ შემთხვევაში თუ ის იმუშავებს კლუბთან ერთად და მოისმენს მწვრთნელის თითოეულ რჩევა დარიგებას , მაშინ მისი პოტენციალი გაიხსნება და შედეგი იქნება გრანდიოზული . ის სულ რაღაც 24 წლის არის . აქვს ბრწყინვალე ტექნიკა , მაღალია და რაც მთავარია – ნამდვილად არ არის ბურთთან თქვენობით …

 

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

50 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
giga joxadzee
11 years ago

დათკა ძაან მაგარი ხარ ძმა მაგრათ ვისიამოვნე ამ ანალიზით და ბევრი რამაც გავიგე ჩვენ-ნიკალაზე :)) :juvee: :juvee: :forza: იმედია
გაამართლებბს

11 years ago

juventude – გასაგებია რასაც ამბობ მეგობარო..
მაგრამ ამ ეტაპზე ერთი ფორვარდის საჭიროება იყო,
დაცვა ასე თუ ისე დაბალანსებულია, მარონეს ვუმადლოდეთ : ) ნახევარდაცვაში იმდენი კაი ფეხბურთელი გვყავს რამდენიმე მათგანი თადარიგისთვის მენანება კიდეც..

აი თავდასხმაში კი გვინდოდა უმაღლესი დონის შემსრულებელი, თუ არადა მივცეთ კიდევ შანსი მატრიარელას.. ცოტა არიყოს მატრის იმედი კიდევ მაქვს შემორჩენილი, ასე მგონია ბენტნერს დასვავს სკამზე :mrgreen: :yes: ნუ მოკლედ ვნახოთ რა იქნება

david david
11 years ago
Reply to 

გეთანხმები რომ საჭირო იყო, მარა მაგხელა ტანხას ნაღდად ვერ გადაიხდიდა

Samtrediel90
11 years ago

juventude
ლიპიმ არა,ანჩელოტიმ… არა საერთოდ ცენტრფორვარდს რო ნახევარმცველად დააყენებ ის ამართლებს ხოლმე მაგრად :chuvak:

david david
11 years ago
Reply to  Samtrediel90

კაი ანჩელოტი იყოს, ანრი ტიპიური ცენტრი არასოდეს ყოფილა ყოველთვის უკან დახეულს თამაშობდა, ცენტრ ფორვარდად არსენალში ჩამოყალიბდა, მარა ეგ ნაკლებად მაინტერესებს მე მწვრთნელების შედარებისთვის დავწერე ეგ.

Samtrediel90
11 years ago

r.baggio
და რომელი არ იყო სანამ მოვიდოდა კონტე???? ბუფონს პირლოს კიელინის არ ვგულისხმობ

david david
11 years ago
Reply to  Samtrediel90

რატომ ვერ ხვდებით რომ ფეხბურთელი ვარსკვლავად არ იბადება, მას შეიძლება ჰქონდეს ტალანტი. მასთან სწორი მუშაობის შედეგად ხდება ტოპ მოთამაშე და ტალანტის დანახვა უნდ შეგეძლს, რამდენჯერ უნდა დაიწეროს ამ საიტზე რომ მიხვდეთ რომ მაროტას კონტესთან შეთანხმებით მოყავს ფეხბურთელები, ლიჩნად მე მაგრად არ მაინტერესებს, კონტე უკეთ ხედავს ტალანტს თუ მაროტა. მთავარია გუნდს ადგება და მორჩა. რა გახადეთ ეს მოჯი მართლა არ გინახიათ მისი ჩავარდნილი ტრანსფერები? კაროჩე ვისაც დანახვა უნდა ხედავს რომ გუნდი მართლა მაგრად არის დაკომპლექტებული. კი ბატონო უკეთესიც შეიძლება, მაგრამ მოჯი იმ ფუნდს წლების მანძილზე აწყობდა, ეს კაცი კი 2წელია რაც გუნდშია

Samtrediel90
11 years ago
Reply to  david david

ხო ვხედავთ რო გუნდი ძალიან მაგრად არის დაკომპლექტებული,თავდასხმის გარდა… დიდი მადლობა ამისთვის კონტეს… და მაროტასაც… :givi:
ღმერთმა ქნას რო ბენტნერმა ისე ითამაშოს რო აღარ დაგვჭირდეს არავინ,მარა ეჭვი მეპარება,ვენგერმა ვერ მოუხერხა ბენტნერს ვერაფერი და კონტე რას უზამს :chuvak:

david david
11 years ago
Reply to  Samtrediel90

ლიპიმ ანრი ვერ გამოყენა თავის დროზე და ვენგერი თუ შეცდება რაღაცაში, დიდი ამბავი რა :juvee:

gio jishkariani
11 years ago
Reply to  Samtrediel90

ეხლა მე გეტყვი ესა და ეს არიყოტქო მერე შენ იტყვი არა საშვალო დონის იყოვო ნუ შენ სხვანაირად ფიქრობ,თორე მე ვუჩინიჩი სულ მომწონდა და მაგარ ფეღბურთელად მიმაჩნდა იგივე ვიდალი ნუ ბონუჩი როგორც ვარსკვლავი ისე გადმოიყვანეს თუ გახსოვს გუნდში ანუ ძაან დიდი იმედები მყარდებოდა , თუნდაც ასამოა უდინეზეში და ისლა ძალიან ბევრი გრანდი ეჩალიჩებოდა იმიტომ რომ მაგარი ფეღბურთელები არიან,ლიხშტაინერი ლაციოს დაცვის ლიდერი იყო და მგონი ყველა აღიარებდ რო კარგი შენაძენი იყო, ანუ მე სასტავზე გითხარი და არა ზამენებზე,მუ ერთი ბარძალიზე შეიძლებოდა იმის თქმა ეს ვინ მოიყვანაო ეგრევე სასტავში რო ჩასვეს მაგრამ ბოლო ბოლო მანამდე კაცი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა და რავი ვინც ჩამოვთვალე… Read more »

Samtrediel90
11 years ago

აბა რა ეგრე ვიტყვი… ვინ იყო მაღალი დონე თუ ძმა ხარ ვინც შენ ჩამოთვალე,ერთი ვუჩინიჩი ხო,გამომრჩა… სხვა? ლიხტშტაინერი,ბონუჩი,ვიდალი თუ ჩვენთან მოსვლამდე მაღალი დონის იყვნენ ეხლა ამ ერთ წელში რო ორმაგად გაიზარდნენ ეხლა რა არიან აბა? დღეს ყველა უმაღლესი დონეა ბაზარი არაა ვინც ჩამოთვალე მარა აი ჯოვინკო რატოა მაღალი დონის ვერ ვხვდები,სად დაამტკიცა,ვის დაუმტკიცა :chuvak:

gio jishkariani
11 years ago
Reply to  Samtrediel90

ხო ნუ მასეც ვიცოდი,ჩემი გადმოსახედიდან ჯოვინკომ შარშან დამტკიცა პარმაში რო მაგალი დონის ფეღბურთელია და ამხელა ფულს ტყვილად არავინ გადაყრიდა ანუ მარტო მე არვხედავ მაგ კაცში მაგარ ფეღბურთელს,და კიდე ერთი შენ რასაც ამბობ ნუ პირდაპირ არა მაგრამ გამოდის ისე რო აუცილებლად გრანდში უნდა თამაშობდე მაგარი ფეღბურთელი რო იყო? ვუჩინიჩი კიდე ხოვო ასე იდზახი ))) ვიდალი ნუ უკვე მაგრად მგონია რომ მაგის თამაშები არგინახავს შენ ლევერკუზენში თორე გუნდის ლიდერი იყო და ძალიან მაგრდ თამაშობდა კაცს არჩევანი ქონდა ძაან დიდი ბავარია ეპატიჯებოდა ტავისთან ბოლო ბოლო და უარი უთხარა იუვეში ცამოვიდა,ასამოა იზლა ხალხმა 2 წელი დიდი და ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს იმასი რო უდინე… Read more »

11 years ago

დღეს მილანი კიდე ვერ მოიგებს, ინტერი რომა ძაან საინტერესო იქნება. მთავარი კონკურენტი წელს ინტერი და ნაპოლია…უდინეზე ისეთ დღეშია რო ადვილად უნდა დავამარცხოთ.

alex-pinturicchio
11 years ago

ფორძაიუვე.რუ ვიდეო დევს ბენდტნერის ტოპ 20 გოლი და დადეთ თქვენც რა აქ ნახოს ხალხმა :))

Gio Darja
11 years ago

რთული ხასიათის გამო გუნდში იდილია რომ დაირღვეს ამის ნაღდად არ მჯერა, ელიაც არანაკლები ხასიათისაა მაგრამ მოარჯულა კონტემ ))

მიდი ნიკლას გოლების გატანას გისურვებ, შენი 10-12 გოლი წყალივით გვჭირდება..

11 years ago

ფალკაოს წელს ვერ იყიდდნენ ვერანაირად, მოკლედ რო ვთქვად ძაან ძვირია და იუვე არ იხდის დიდ ფულს ფეხბურთელებში. 40-45 მილიონი გადაიხადონ ვინმეში მაქსიმუმ და შეიძლება ამ 45 მილიონს ვინმე წაამატონ ხოლმე, მაგალითად კუალიარელა :mrgreen: თუ აკვირდებოდნენ საერთოდ და ჩემი აზრით აკვირდებოდნენ უნდა ეყიდათ 2-3 წლის წინ.
დაიხურა ფანჯარა და მოვიდა ბენტნერი, არ მოვიიყვანეს ბორიელო და დიდი მადლობა ამისთვის არა მაროტას, არამედ იუვეს ულტრასებს :lool: მაგარი ჯიგრიანი ფორმაციის გუნდი გვყავს ბიჭებო და დიდ წარმატებას უნდა მივაღწიოთ გული მიგრძნობს რა :juventus:

david david
11 years ago
Reply to 

მართალი ხარ გუნდი მართლაც შთამბეჭდავად გამოიყურება, მომავალ წელს მამხოლოდ ფორვარდი დაგვჭირდება ეგ არის და ეგ

david david
11 years ago

აქ ბევრისთვის ვუჩიც გაურკვეველი წარმოშობის იყო შარშან

baggio baggio
11 years ago
Reply to  david david

ვუჩი ყოველთვის მევასებოდა დ. მაგრა გამიხარდა რო იყიდა!!!

david david
11 years ago
Reply to  baggio baggio

ანუ მთლად წყალ წაღებულებიც არ ვართ ხო? ასე-თუ ისე კაი ფეხბურთს თამაშობენ. მთავარია ჯგუფიდან გავალთ, მეტზე წელს არ ვიოცნებებ.

baggio baggio
11 years ago
Reply to  david david

კაი კ. არა ბომბა გუნდი გვყავს!!! რა ჯგუფიდან გასვლა ნახევარფინალი მინიმუმ!!! დაიმახსოვრეთ!!! :forza:

Samtrediel90
11 years ago

აი მოყავს მაროტას ამნაირი საშუალო და საშუალოზე დაბალი დონე სულ,მაღალს ვერ ქაჩავს,ტოპზე საუბარიც არ მაქ,მერე გამოიყენებს ამათ კონტე გადააქცევს მაღალ დონედ და იძახით აი მაროტამ რა ფეხბურთელები მოგვიყვანაო და აღმერთებთ მაროტას… მაროტა არა კვახი :lool:

gio jishkariani
11 years ago
Reply to  Samtrediel90

და ივეს სასტავიდან რომელია საშვალო დონის ფეგბურთელი? )))

baggio baggio
11 years ago

ვიძახი დ. კიდე ვიტყვი იყიდონ ფალკაო დ. გუნდი ვერ მოგვიგებს!!!!

david david
11 years ago
Reply to  baggio baggio

ძმა წელს იუვეს არ ჰქონდა იმის ფუფუნება რომ ერთ ფეხბურთელში 60მილიონი გადაეხადა, გააძლიერა და სულად დააკომპლექტა ყველა ხაზი თავდასხმის გარდა. მომავალ წელს კიდე შეიძლება იფიქრო იმაზე რომ დაიმატო ერთი ექსტრა კლასის ფორვარდი და გადაიხადო დიდი თანხა. წელს ეს შეუძლებელი იყო. მოდი დადებითი მხარეებიც დავინახოთ რა

dato grdzelishvili
11 years ago

ვინმემ შემთხვევით განაცხადი ხომ არ იცით???

baggio baggio
11 years ago

კი დათკა მაგრამ პორტოში რო იყო იქიდან მოყოლებული ვიძახდი ვწერდი უწერდი რომ იყიდონ მაგრამ არა ბენტნერი!!! იუვე ვარ თავიდან ბოლომდე და ესეთი ფეხბურთელები ა. უნდა თამაშობდნენ იუვეში!!!! რაგა დაგვრჩენია უნდა ველოდოთ ამის თაურებს!!! :juvee: :juvee:

gio jishkariani
11 years ago

ისე სიმართლე ითქვას მაროტასი ვაბშე არმჯეროდა და თუნდაც ბებერი პირლო რო გადმოიყვანა გუნდში მაგარი ცუდისკენ მიდიოდა საქმები მეგონა მაგრამ ყველა ვხედავთ თუ როგორ გაძლიერა გუნდი იმასაც ვიტყვი ამ ფეღბურთელზე რომ ძაან ისეტი არაფრით გამორჩეულია თითქოს მაგრამ ამ ევროპაზე კარგად ითამაშა ფაქტია ნუ სანამ ევროპა დაიცყებოდა ბრაზილიას შეუგდო ამხანაგურში მემგონი რო გამოგვადგება რაა, და კიდე როარ ვთქვა არშეიძლება ))) მოტა რატო იყიდა მაროტამ უდინიზედან თავის დროზე მაგ ყველაფერს ვერ ვხვდები თორე დანარჩენი ყველაფერი ნორმალურად )))

baggio baggio
11 years ago

პორტოში რო იყო ფალკაო იქიდან მოყოლებული ვიძახდი იყიდოს მაროტამ მაგრამ არა ბენტნერი!!! JUVENTUS არ უნდა თამაშობდნენ ესეთი ფეხბურთელები!!! რაგა დამრჩენია უნდა ველოდო ამის თაურებს!!! :juvee: :juvee:

baggio baggio
11 years ago

თავს ვიტყუებთ რა ბენტნერი ტო იყიდე რა ფალკაო და გუნდი ვერ მოგვიგებს!!!

david david
11 years ago
Reply to  baggio baggio

ფალკაო რა ღირს ჯიგარო? მაგის ფასად ორი მაგრა ფორვარს ვიყიდით

11 years ago
Reply to  david david

და რად გინდა ორი მაგარი ფორვარდი.. მაშინ თითო მილიონი მივცეთ და თხუთმეტი ფორვარდი მოგვივა :lool:

11 years ago
Reply to 

მთავარი ხარისხი და არა რაოდენობა.. ჯობს ერთი სუპერი ივიყიდოთ და დიდი ფული მივცეთ ვიდრე ორი გაურკვეველი წარმოშობის არსება

baggio baggio
11 years ago
Reply to 

იკა გეთანხმები 100%

david david
11 years ago
Reply to 

მილიონა რაღაზე მივცეთ იაკინტა გვყავს ბორიელო დაგვემატებინა და 8მილიონიც აღარ დაგვიჯდება ბენტნერი, მე სხვა კუთხით ვტქვი შენ სხვანაირად გაიგე, ამიტომ აგიXსნი, ფალკაოს მოყვანე შეუძლებელი იყო იმდენად რამდენადაც მაგ დანხით, Yველაზე ცოტა 2უმაღლესი კლასის ფეხბურთელის დამატება შეიძლება

dato grdzelishvili
11 years ago

საღოლ ავტორ ძალია პროფესიონალური სტატიაა და საკმაოდ კომპეტენტური…)))) ისეთი რაღაცეები თქვი წესით უნდა გამოგვადგეს… ძალიან მინდა რო დებიუტი უდინეზესთან ქონდეს…

Claudio Marchisio
11 years ago

წარმატებას ვუსურვებ, სხვა რაღა დამრჩენია….იმედია გაამართლებს.

david david
11 years ago

ხო რა თან რუსთავიც აჩვენებს და ნებისმიერ ადგილას შეიძლება.

paskosipra
11 years ago

უდინეზესს ნიკლასიი დუპლეტს გაუკეტებს :juvee:

david david
11 years ago
Reply to  paskosipra

შენს პირს შაქარი ძმაო

Nachke
11 years ago

მოკლედ კაცური კაცია, დამრტყმელი, პურისმჭამელი :up:

ისღა დაგვრჩენია წიწილები შემოდგომაზე დავთვალოთ :mrgreen:

david david
11 years ago
Reply to  Nachke

მართალი ხარ გიო, უკეთესს კი ველოდი მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს. უნდა ვუგულემატკივროთ ბენდტნერს. ისე გუშინ ჩელსი როგორ მოგეწონა? :chuvak:

Nachke
11 years ago
Reply to  david david

ფალკაო უფრო მომეწონა :)) ოთხი ქულა გვინდა მაგათგან :modee:

david david
11 years ago
Reply to  Nachke

იმენა კამასუტრა ჩაუტარა ჩეხს რა. ესეთ ჩელსის შევჭამთ. ისე კაი იქნება მაგ თამაშს ერთად ვუყუროთ სადმე

Nachke
11 years ago
Reply to  david david

:mrgreen:

სიამოვნებით. მოვიფიქროთ რამე მაგაზე მერე…

11 years ago
Reply to  Nachke

ეგრე თუ ითამაშეს… რატომ 6 არა რომ?!

11 years ago

კაი სტატიაა დათკა :up: :up:
უნდა გამოგვადგეს ჩემი აზრით რა, თავითაც და ფეხითაც საკაიფოდ თამაშობს, კაი პასებიც აქვს. ნუ თუ არ გამოგვადგა არენდითაა და წაიყვანენ უკან :mrgreen: უდინეზესთან იქნება ნეტა განაცხადში ?

Bendtner 52
11 years ago

ძაან მაგარი შენაძენია … :love:

Samtrediel90
11 years ago

მგონი ზედმეტად ვაქებთ… ჯერ :lool: იმედია გაამართლებს…
ფორცა ბენდტნეეეერ :forza: :forza:

| Newsphere by AF themes.
50
0
Would love your thoughts, please comment.x