ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო ფანჯარა “იუვენტუსში”

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა თითქმის მთელ ევროპაში ოფიციალურად დაიხურა. გუნდებმა საბოლოო ნიუანსების შესწორება და შემადგენლობის საბოლოოდ ჩამოყალიბება ტრადიციულად აგვისტოს ბოლო დღეებისთვის შემოიტოვეს. ზოგს გამოუვიდა, ზოგს – არა, თუმცა, პრინციპში, ამაზე საუბარი ამ ეტაპზე ნაადრევია. ყველაფერი რამდენიმე თვეში გამოჩნდება. მაგრამ ერთი რამ უკვე ფაქტია: ტურინის “იუვენტუსმა” მიმდინარე ზაფხულს, საბოლოო ჯამში, კარგი შევსება მიიღო და იმედია, გუნდი ამას სათანადოდ გამოიყენებს როგორც საკუთარ ქვეყანაში, ისე – ევროსარბიელზე. “ბიანკონერის” პირველ გუნდში დღეისათვის 7 ახალწვეულია. დღეს ჩვენ სწორედ მათზე საუბარს და მათი ტრანსფერების შეფასებას შევეცდებით…

კვადვო ასამოა

სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე კლუბის ხელმძღვანელობამ პირველი ნაბიჯები გუნდის შუა ხაზის გაძლიერების მიზნით გადადგა. “იუვენტუსმა” ფრანჩესკო გუიდოლინის “უდინეზედან” ორი ფეხბურთელი დაიმატა, რომელთაგან ერთ-ერთი უკვე ტიფოზებისთვის ძალიან საიმედო მოთამაშე, კვადვო ასამოაა. ჯუზეპე მაროტამ ფრიულის ბინადრებისგან განელი ნახევარმცველის უფლებათა პაკეტის 50% გამოისყიდა, რაც 9 მილიონი ევრო დაჯდა. თავდაპირველად 23 წლის ფეხბურთელი ნახევარდაცვის ცენტრში ძირითადი ტრიოს ( მარკიზიო – პირლო – ვიდალი ) კონკურენტად განიხილებოდა, თუმცა პირველი ტესტ-მატჩების შემდეგ ანტონიო კონტემ მისი მარცხენა ფლანგზე გადაწევა გადაწყვიტა, რასაც ფეხბურთელის ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრება მოჰყვა. ასამოამ ყველა გააოცა: იგი ძალიან მალე მარცხენა ფლანგის ბატონპატრონი გახდა და კლუბს კიდევ ერთი ფრიულის ბინადრის, პაბლო არმეროს გაფორმებაც კი გადააფიქრებინა. მან გაიბრწყინა იტალიის სუპერთასის შეხვედრაშიც, “ნაპოლის” წინააღმდეგ. შესაძლოა ესეც აღმოჩნდა გადრდამტეხი მომენტი. იმ მატჩში კვადვომ ყველას დააჯერა, რომ მარცხენა ფლანგის პრობლემა უკვე მოხსნილია. შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა განელი მოთამაშე “იუვენტუსში” 22 ნომრით იასპარეზებს.

მაურისიო ისლა

მეორე ფეხბურთელი “უდინეზედან”, რომელიც ჯუზეპე მაროტამ გაიფორმა, იყო ჩილელი მაურისიო ისლა. ასამოას მსგავსად, “იუვენტუსის” სპორტულმა დირექტორმა ჩილელი ნახევარმცველის უფლებათა პაკეტის 50% შეიძინა, რაც 9.4 მილიონი ევრო დაჯდა. ჯერჯერობით მისი ტრანსფერის მართებულობაზე ვერაფერს ვიტყვით, რადგან ფეხბურთელი ტურინში ჩასვლის დღიდან ტრავმას ებრძვის და პირველ გუნდში დებიუტს სექტემბრის შუა რიცხვებში გეგმავს, თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ გულშემატკივრებს მისი საკმაოდ ეიმედებათ. ისლას საყვარელი პოზიცია მარჯვენა ფლანგია, სადაც დღესდღეობით სტეფან ლიხტშტაინერი ასპარეზობს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 24 წლის ჩილელი მოთამაშე უნივერსალია, მას უპრობლემოდ შეუძლია ითამაშოს ნახევარდაცვის ცენტრშიც, რასაც “უდინეზეში” ძალიან ხშირად აკეთებდა. ასე რომ, “იუვენტუსში” ჩარიცხვით ისლამ შუა ხაზში კონკურენცია გაზარდა, რამაც შედეგის კუთხით გუნდზე აუცილებლად დადებითი გავლენა უნდა მოახდინოს. შეგახსენებთ, რომ იგი იტალიის ჩემპიონის რიგებში 33-ე ნომრით იასპარეზებს.

სებასტიან ჯოვინკო

ეს ტრანსფერი ევროპის ჩემპიონატის მიმდინარეობისას განხორციელდა. “იუვენტუსმა” 2 წლის შემდეგ სებასტიან ჯოვინკო კლუბში დააბრუნა და ამით მას უმაღლეს დონეზე ასპარეზობის შანსი მისცა. მოგეხსენებათ, “ბებერი ქალბატონი” სებასთვის მშობლიური გუნდია. 25 წლის ფეხბურთელი ტურინშია გაზრდილი, მარკიზიოსთან ერთად გამოვლილი აქვს “იუვენტუსის” ასაკობრივი ჯგუფები და დღეს უკვე ძირითად გუნდში დიდი ენთუზიაზმით ასპარეზობს. 2 წლის წინ “პარმამ” მისი უფლებათა პაკეტის 50% შეიძინა, მიმდინარე ზაფხულს კი იგი ჯუზეპე მაროტამ 11 მილიონ ევროდ გამოისყიდა. ჯერჯერობით ჯოვინკოს კიდევ ბევრი აქვს დასამტკიცებელი, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ დღეისათვის მან გარკვეული შედეგი უკვე მოიტანა. გასულ ტურში ფრიულიზე “უდინეზეს” წინააღმდეგ “ატომურმა ჭიანჭველამ” თერთმეტმეტრიანი მოიპოვა და მეორე ტაიმში დუბლიც შეასრულა. იმედი გვაქვს, სება დროთა განმავლობაში კიდევ უფრო მოუმატებს და წინა ხაზში ( რომელიც ერთადერთია, სადაც გაძლიერება ჯერ კიდევ გვჭირდება ) გუნდს სტაბილურად დაეხმარება. თანაც, ჯოვინკოს გულშემატკივრებისგან საგრძნობი მხარდაჭერა აქვს – ტიფოზების დიდ ნაწილს ის ძალიან უყვარს. იტალიელი მოთამაშე “ბიანკონერიში” 12 ნომრით იასპარეზებს.

ლუსიო

ფერეირა და სილვა ლუსიმარი, იგივე ლუსიო, “იუვენტუსს” თავისუფალი აგენტის სტატუსით მილანის “ინტერის” დატოვების შემდეგ შეუერთდა. 34 წლის ბრაზილიელ მცველთან კონტრაქტი კლუბმა დაცვის ხაზში კონკურენციის გაზრდის და გრძელი სკამის არსებობის მიზნით გააფორმა. წელს გუნდს ერთდროულად სამ ფრონტზე მოუწევს ბრძოლა და რასაკვირველია, ეს ძალიან გვჭირდებოდა. დაცვის ძირითად ტრიოსტან ერთად ( კიელინი – ბონუჩი – ბარძალი ), ანტონიო კონტეს ჰყავს მარტინ კასერესი, ლუსიო და უკვე ლუკა მარონეც, რომლებსაც საჭიროების შემთხვევაში შესანიშნავად შეუძლიათ ძირითადში ასპარეზობა. მიუხედავად იმისა, რომ ლუსიოს 3-მცველიან ტაქტიკაში ჩაჯდომა ცოტა გაუჭირდა და თან ტრავმაც მიიღო, “იუვენტუსის” ტიფოზერიას უდიდესი საფუძველი აქვს იმისათვის, რომ დაცვის ხაზთან დაკავშირებით მშვიდად იყოს. შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი მცველი “ბიანკონერიში” 2 ნომრით იასპარეზებს.

პოლ პოგბა

19 წლის ფრანგი საყრდენი ნახევარმცველი, პოლ პოგბა, “იუვენტუსმა” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეიძინა. პოგბა “მანჩესტერ იუნაიტედის” აღზრდილია. ალექს ფერგიუსონი ყველანაირად ცდილობდა ახალგაზრდა ტალანტის გუნდში დარჩენაზე დაყოლიებას, თუმცა არაფერი გამოუვიდა, მაროტამ იგი ტურინში მაინც ჩამოიყვანა. დღეისათვის უკვე თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მისი სახით “ბიანკონერიმ” ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელი შეიძინა, რომელშიც ანტონიო კონტეც დიდ მომავალს ხედავს და სწორედ ამიტომ, მიუხედავად ასაკისა, ფრანგი მოთამაშე პირველი გუნდის სრულუფლებიანი წევრია და რიგ მატჩებში ანდრეა პირლოსა და არტურო ვიდალის შემცვლელადაც განიხილება, რითაც ორივე ფეხბურთელს დროგამოშვებით დასვენების საშუალებას მისცემს, ამით კი კონტე გუნდის გადაღლას აიცილებს თავიდან. თავად პოგბა საკმაოდ ამბიციურია და მომავალში ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრებასაც გეგმავს. შეგახსენებთ, რომ იგი “იუვენტუსში” 6 ნომრით იასპარეზებს.

ნიკლას ბენდტნერი

იგი ნამდვილად არ არის ის, ვისაც რამდენიმე თვის განმავლობაში მოუთმენლად ველოდით. შესაბამისად, ბევრი ნიკლას ბენდტნერის ტრანსფერს არც ისე კარგი განწყობით შეხვდა. ტიფოზების და ექსპერტების დიდ ნაწილს მის სათამაშო კლასში ეჭვი შეაქვს და მას თავდასხმის გაძლიერების არც ისე კარგ ვარიანტად მიიჩნევს, ყველაფერთან ერთად კი ამას ჯუზეპე მაროტაც აღიარებს. მისი განცხადებით, სატრანსფერო ბაზარზე შექმნილი გამოუვალი სიტუაციის გამო კლუბს სხვა გზა არ ჰქონდა. ფერნანდო ლორენტეში “ბილბაოს” ხელმძღვანელობა იმაზე გაცილებით მეტს ითხოვდა, ვიდრე თავად ბასკი ფეხბურთელის კონტრაქტში იყო მოხსენებული. ედინ ჯეკოს ტრანსფერი ბოლო მომენტში რობერტო მანჩინიმ დაბლოკა, რაც დიდწილად სერხიო აგუეროს რამდენიმეთვიანმა ტრავმამ გამოიწვია. რაც შეეხება რობინ ვან პერსის, მაროტას განცხადებით, მისი გადმობირება შეუძლებელი იყო, რადგან “არსენალი” 30 მილიონს ითხოვდა იმ ფეხბურთელში, რომელსაც კონტრაქტი ერთ წელიწადში ეწურებოდა და ამასთან ერთად ჰოლანდიელი საკმაოდ მაღალ ხელფასს ითხოვდა. დიმიტარ ბერბატოვმა ბოლო მომენტში იტალიის 30-გზის ჩემპიონის რიგებში ჩარიცხვას “ფულჰემში” გადასვლა ამჯობინა. თავდამსხმელი კი აუცილებლად დასამატებელი იყო და საბოლოოდ “იუვენტუსმა” არჩევანი ტანმაღალ დანიელზე შეაჩერა, რომელიც ლონდონის “არსენალისგან” არენდით გაიფორმა. თუ ბენდტნერი თავის გამოჩენას შეძლებს და ანტონიო კონტეს საკუთარ შესაძლებლობებში დაარწმუნებს, “ბიანკონერი” მის უფლებათა პაკეტს 5 მილიონ ევროდ გამოისყიდის. შეგახსენებთ, რომ იგი “იუვეში” 17 ნომრით იასპარეზებს.

ზემოთნახსენებ ფეხბურთელებთან ერთად “იუვენტუსმა” უფასოდ გაიფორმა გოლკიპერი, რუბინიო, რომელიც გუნდში მესამე მეკარის როლს შეასრულებს. ასევე კლუბმა სათამაშო გამოცდილების მიღების მიზნით არენდით გაასხვისა ახალგაზრდა ტალანტი ნიკოლა ლეალი ( მეკარე ), ალბერტო მაზი ( მცველი ) და რიჩმონდ ბოაკიე ( თავდამსხმელი ), რომლებზეც “ბიანკონერი” სამომავლოდ დიდ იმედებს ამყარებს. გუნდი დატოვა ხორხე მარტინესმაც, რომელიც გუშინ რუმინულ “კლუჟს” შეუერთდა. “გალათასარაიში” არენდა გაახანგრძლივა ფელიპე მელომაც, რომელიც სავარაუდოდ “იუვენტუსში” აღარასდროს იასპარეზებს. ახალგაზრდულ სექტორში კიდევ იყო წვრილ-წვრილი გაცვლები, თუმცა ამ ეტაპზე შედარებით ძირითად ტრანსფერებზე მოგახსენეთ.

რა შეიძლება ითქვას: მიუხედავად თავდასხმაში ჯერ კიდევ გადასაჭრელი პრობლემებისა, გუნდი ძალიან იმედისმომცემია. მთავარი დანაკლისი თამაშის დროს კი ანტონიო კონტეა, რომლის დისკვალიფიკაციის გაუქმების ან შემცირების იმედი ჯერ კიდევ არსებობს. ტიფოზები მას გვერდში უდგანან. რაც შეეხება 2012/13 წლების სეზონს, იმედი გვაქვს, ჩვენი საყვარელი კლუბი კიდევ უამრავჯერ გაგვახარებს, ბევრ დასამახსოვრებელ მომენტს გვაჩუქებს, 2 კვირის წინ იტალიის სერია ა-ში დაწყებულ საქმეს ევროსარბიელზეც ღირსეულად გააგრძელებს და სეზონის დასასრულსაც შესაბამისად შეგვახვედრებს. თუმცა იქამდე ჯერ შორია. ასე რომ, ფორცა იუვე!!!

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

53 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
arbi
11 years ago

ბენტნერი უნდა მოერგოს იუვეს 2 რე სართულზე კარგად თამაშობს ვნახოთ = ))) :forza:

lasha jangavadze
11 years ago

ისე ბენტნერის გაფორმებას ლეგენდა დეებრუნებიათ ჯობდა ბოლოსდაბოლოს იუვეს როცა გოუჭირდა მაშინ დეეხმარა და ჯეკერი იყო სათადარიგოთა სკამიდან და ამ ბეტნერს კიდე 10-0 ს რო ვიგებდეთ მაინც არ ენდობიან და არ გამოუშვებენ… ნუ იტალიის თასზე კვალი და ეგ შეილება ძირითადში მოხვდნენ :forza:

dinamo1999
11 years ago

ჯიგარი ხარ აკო გენაცვალეეეეეეეე :love: მაგარი სტატიაა :forza:

Dutch
ადმინისტრატორი
11 years ago

ბრავო მშვენიერი სტატია იყო :up: როგორიც გვეკადრება იუვენტინოებს ისეთი !

McCa1N
11 years ago

კვადვო მაგარია :)

bibobibo
11 years ago

ჩვენი არტულო მაგარია მარა დე როსი მაინც სულ სხვა არის მე დეროსი მირჩევნია :juvee: :juvee: :juvee: მარკიზიო კიდე კლასნი არის რა რამდენი ლანჯგავდა აქ თუმდაც ფერარას დროს და დერ ნერის დროს მარა მე სულ ვიცავდი სულ ვუყურებდი მაგის თამაშს და კაცი ყველგან დარბოდა ყველგან იყო დაჯე დაცვის მარცხენა პლაგზეც თამაშობდა ხოლმეე, მე მინდა რომ მარკიმ მოირგოს 10 ანი :juvee: :juvee: :juvee:

Giorgi kasrashvili
11 years ago

იუვენტუს აქვს დიდი მოტივაცია, ყავს გენიალური ტაქტიკოსი, მებრძოლი ფეხბურთელები და სკუდეტო ტურინში დარჩება და ლიგაზეც ბევრი გაოცდება…

მიდით ბიჭებო :forza:

11 years ago

username_
გუშინ მგონი ავატარის დადება მასწავლეო მტხოვე არ წამიკიტხია კომენტი ეგეთი ავატარი უნდა ნახო რომელიმე საიტზე და ისე უნდა დადო :)

11 years ago
Reply to 

სკაიპში დამამატე giorgi.mamaladze2

Di Francesco # 1
11 years ago

ჯოვინკოს ენდურით? ბუფონის კომენტარი მაინც დადეთ
:italy: :achuu: :italy:

Dutch
ადმინისტრატორი
11 years ago

გოლი შეიძლება ვერ გაიტანა მარკიზიომ, მაგრამ ერთ ერთ საუკეთესო შუა ხაზელად დაასახელეს ევროპაზე . ჩაგდებით კიდე იტალიამ მარტო ფინალი ჩააგდო , სხვა მხრივ გუნდი უნაკლოდ აკეთებდა თავის საქმეს ისევე როგორც კლაუდიო

11 years ago
Reply to  Dutch

კი მაგრამ ეგ რომ ის კლაუდიო არ იყო რაც იუვეშია მაგას კამათი უნდა?

Dutch
ადმინისტრატორი
11 years ago
Reply to 

და როგორი ? განსხვავებული დავალებები ჰქონდა და ამის ბრალია . იუვეში სხვა დავალებები ჰქონდა და აძურიში სხვა ) გოლი რომ ვერ გაჰქონდა კიდევ ფატალური უიღბლობა იყო და მეტი არაფერი . ჩემი აზრით მარკიზიო კიდევ უფრო მეტად კლასნი გახდა ევროპის მერე ) კიდევ უფრო დაიხვეწა და თვითონ ტურნირზეც პროგრესირებდა .

11 years ago
Reply to  Dutch

მაგაში მართალი ხარ უფრო დაიხვეწა დღეს იმენა ზე კლასია ტიპი

Di Francesco # 1
11 years ago

gio_juventino
შენ მითხარი რომელი ჯობია და რა აზრი გამომაქ მაგას თავი დაანებე
ან ერთის სახელი დაწერე ან მეორესი ბევრი ლაპარაკის თავი არ მაქ

11 years ago

მე ორივე მიყვარს ძან და ჩემთვის ორივე ერთმანეტზე უკეთესია მაგრამ ვიდალს მეტი ენერგია აქ :) და ამის დამადასტურებელია ის რომ მარკიზიომ ჩააგდო ევროპა ! ვერ გაუკეთა დე როსიმ ის საქმე რასაც აქ ვიდალი უკეთებს

Di Francesco # 1
11 years ago
Reply to 

მარკიზიომ ჩააგდო ევროპა? :lool:
მარკიზიო იყო საუკეთესო ყველა თამაშში მასეთი სტაბილური არცერთი ფეხბურთელი არ ყოფილა არც პირლო
დეროსიმ კიდე უმაგრესად ითამაშა დაცვაში და ნახევარდაცვაში რა ძალაა მაგის ახსნა არუნდა ჭირდებოდეს ვინც ცოტათი მაინცაა ჩახედული ფეხბურთში

11 years ago

ჩააგდო აბა რა ქნა? რაში იყო საუკეტესო ჯლიგინში? რა ბურთები მაზა ის არ გახსოვს? თუნდაც გერმანიასთან ? დე როის მე ვაკნინებ კიდე რამით? მე ვიძახი რომ ვიდალს უფრო მეტი ენერგია აქ და დე როსიზე ნაკლები ჩემთვის არაფრით არ აარის ჩემთვის დაჟე უკეთესიცაა იმიტომ რომ იუვეს ფეხბურთელია და ვაბშე საუკეთესო ჩამშლელია მსოფლიოში

Di Francesco # 1
11 years ago
Reply to 

როგორც მარკიზიომ ჩააგდო ევროპა ისე ჯობია ვიდალი დეროსის

11 years ago
Reply to 

ნამეტანი გააბანძე ეხა შენ დე როსი :lool:

giga joxadzee
11 years ago

პოგბა გამისწორა მაგრათ კონტინიომმმმმმ

11 years ago
Reply to  giga joxadzee

:forza:

| Newsphere by AF themes.
53
0
Would love your thoughts, please comment.x