ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაროტა უკვე მომხდარ და მომავალ ტრანსფერებზე

ტურინის “იუვენტუსის” სპორტული დირექტორი გუნდის მიერ გასულ სატრანსფერო ფანჯარაში განხორციელებულ სვლებს აფასებს. ბეპე მაროტას ექსკლიუზიური ინტერვიუ “ტუტოსპორტთან”…

მაროტა, როგორი ქულით შეაფასებდით გუნდის სატრანსფერო კამპანიას?

ქულის დაწერისგან თავს შევიკავებ, მაგრამ განწყობა დადებითია. მთავარი მიზნის მიღწევა შევძელით, გუნდის საერთო ხარისხი ავამაღლეთ. ფეხბურთელებს გარკვეული კრიტერიუმის მიხედვით ვარჩევდით: სიავკარგე, ასაკი და ხელფასი. ამის კარგი მაგალითები ისლა, ჯიოვინკო და ასამოა არიან. ”

მაგრამ ფანები მაინც ტოპ-ფეხბურთელს ელოდნენ…

ფანებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ჩვენი სურვილები ხშირად მოდის დაპირისპირებაში სხვა გუნდების განწყობასთან, ზოგჯერ, სულაც არ უნდათ ფეხბურთელთან განშორება. ისლა-ასამოას შემთხვევაში, სურვილთა თანხვედრა მოხდა, ტოპ-ფეხბურთელის შემთხვევაში კი არა. “იუვენტუსის” მხრიდან გიჟური საქციელი იქნებოდა ვან-პერსის სანაცვლოდ 30 მილიონის გადახდა მაშინ, როცა ფაქტიურად აღარანაირი ვალდებულება აღარ აკავშირებდა “არსენალთან”. თანაც უკვე დავიმატეთ კარგი თავდამსხმელი, გავზარდეთ გუნდის კონკურენტუნარიანობა. ამასთან მარკიზიოსა და ვიდალის შესანარჩუნებლად უარით გავისტუმრეთ 60 მილიონიანი შემოთავაზება, ისინი, უდაოდ უნდა შევიყვანოთ ტოპ-ფეხბურთელთა რიცხვში. ბევრმა ვერ შეძლო იმავეს გაკეთება, თუნდაც “მილანი” აიღეთ.

და ბუფონი? კონტრაქტის განახლება გარდაუვალია?

ეს მხოლოდ ფორმალობაა, მისი მომავალი “იუვენტუსია”.”

მოდით, უკან დავბრუნდეთ… შეტევის ხაზი. არანაირი ტოპ-ფეხბურთელი, გუნდში ბენდტნერი და ჯიოვინკო მოვიდნენ. მხოლოდ ამ უკანასკნელის უფლებათა ნახევრისთვის 11 მილიონი ევრო გადაიხადეთ, “პარმა” ნამდვილად კმაყოფილი იქნება შეთანხმებით…

მშვიდად მშვიდად, “პარმამ” არენდის ორი წლის განმავლობაში 4-5 მილიონი ევრო გადაგვიხადა. გამოდის, მხოლოდ 6 მილიონი გავიღეთ. ესეც რომ არა, სულ რომ 11 მილიონი გვეზარალა, ვერც ამ თანხად იყიდდა ვინმე სებასტიანის დონის ფეხბურთელს. აქედან გამომდინარე, მომხდარით კმაყოფილი ვარ, ამით ორივე მხარემ იხეირა. ”

დესტროს გამო ნანობთ?

არა, თავიდანვე ჯიოვინკოზე ვამახვილებდით ყურადღებას. თუ რაიმეს გამო ვარ დამწუხრებული, ეს ვან პერსის ეხება. ”

მოურინიომ თქვა, ლორენტე ზამთარში “იუვენტუსის” ფეხბურთელი გახდებაო…

ალბათ ზუსტად ეცოდინებოდა, მოურინიო ყოველთვის კარგადაა ინფორმირებული – ხუმრობს მაროტა – რა თქმა უნდა, თუ ტრანსფერზე დარჩება, მის მიმართ ყოველთვის იარსებებს ინტერესი. ამასთან იანვარში ყურადღებით შევაფასებთ ბაზარს, შესაძლოა, რამდენიმე შესაძლებლობა გამოჩნდეს.

კავანი – იოვეტიჩი. რომელს აირჩევდით?

ორივე ფეხბურთელი მოერგებოდა ჩვენს გუნდს. სამწუხაროა, რომ ურუგვაელის სანაცვლოდ 60 მილიონს ითოხვენ, რაც მიუწვდომელი თანხაა.

რაც შეეხება ოგბონას…

თუ “ტორინო” მის გაყიდვას გადაწყვეტს, “იუვენტუსისნაირი” გუნდი უბრალოდ ვალდებულია მისით დაინტერესდეს. ”

წყარო: tuttosport

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

39 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
irakla1001 horbenadze
11 years ago

რაფინდათ ხალხო ნუ კაი იქნებოდა რომ ვინმე ჩამოყალიბებული გვეყოდა მარა ამ ეტაპზე მე პერსპექტიული ბენდტნერიც მაკმაყოფილებს, და მე ვთვლი რომ უკონკურენტო სებაა ,კონტეს ამ სქემაში როგორც წინა სეზონში აღნიშნავდი სება მოვა და მირკოს ადგილს დაიკავებს მეთქი ანუ მეორე ფორვარდი იქნება მეთქი ხოლო გოლეადორი სებას გვერდს დაუშვენებს და გოლებს შეყრის, ამ ეტაპზე ბენდტნერზე მყარდება იმედები მარა ჯერ მიო თამაშობს ამ ადგილას და მშვენივრადაც ამიტომაც ნიკლას მა უნდა მოინდომოს ძალიან,, მატრი და კვლი უკვე დაივიწყეთ ხალხო….
და რა გამოდის:1)სება უკონკურენტოა მეორე ფორვარდის პოზიციაზე
2)მირკო თამაშობს სებასთან წყვილში მაგრამ მისი
კონკურენტი ბენდტნერია…

11 years ago

ყველაფერში გეთანხმები.. ერთი იმაში არ გეთანხმები კვალი და მატრი დაივიწყეთო.. დრო და დრო მოუწევთ თამაში.. არ არის გამორიცხული ბენტნერზე ხშირადაც : ))
ბენტნერმა ჯერ წონაში დაიკლოს და მერე იბლატაოს : )))

dato_juventino
11 years ago

:up: :up: :forza:

პიერო 10
11 years ago

ამას ერთი დღე ისეთს ვშმუთებ. მეზიზრები

d a v i d
11 years ago

მაგარი კაცი ყველაფერს 100-ანს ბაზრობს!!! :up:

giorgi papuashvili
11 years ago

მართალაი მოველი ტოპ ფეხბურთელს რომელიც წინა ხაზსს გააძლიერედბა თუმცა არ ვარ უკმაყოფილო ტრანსფერებით, სერეა ა-ს დონეს თუ გავითვალისწინებთ იუვენტუსს ყველა პოზიციაზე საუკეთესო გუნდი ყავს, საერთო ჯამში თავდასხმაც თუმცა მხოლოდ ნაპოლის შემტევი ხაზი მირჩევნია ,რა თქმა უნდა, კავანს ვგულისხმობ. ლიგაზე ჯგუფიდან გასვლის შემდეგ მგონია რომ ნამდვილად დაიმატებებ ძლიერ თავდამსხმელს.

Gio Darja
11 years ago

არა იასნია მაროტას სასწაულად უნდოდა ვან პერსი, მაგრამ 30 მილიონის გადახდა იქნებოდა არასწორი ნაბიჯი, არასწორი ))

ჩემი აზრით ამ მომენტისთვის ჯიო უფრო უკონკურენტოა, რა ფორმაშია ტიპი..საერთოდ ფორვარდების დუეტი გვყავს ამ წამს რა..

| Newsphere by AF themes.
39
0
Would love your thoughts, please comment.x