ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფლორენციელები იოვეტიჩს ბლოკავენ

იტალიური პრესის ინფორმაციით , ფლორენციული ” ფიორენტინა ” გეგმავს ცვლილებების შეტანას სტეფან იოვეტიჩის კონტრაქტში . კერძოდ ხელმძღვანელობას სურს ჩაამატოს პუნქტი , რომლის მიხედვითაც ჩერნოგორიელს არ ექნება უფლება კარიერის ” იუვენტუსსში ” გაგრძელება . ამ ორ კლუბს შორის უკვე წლებია რაც დაძაბული სიტუაცია სუფევს , მაგრამ უკანასკნელმა სატრანსფერო ფანჯარამ კიდევ უფრო არია ყველაფერი . საქმე დიმიტარ ბერბატოვის საგას ეხება , რომელიც წამის მეასედში ცვლიდა გადაწყვეტილებებს . ” იების ” ხელმძღვანელობამ კი პირდაპირ დაადანაშაულა ტურინი , ტრანსფერის ჩაშლაში . თავის მხრივ მაროტამ და კომპანიამ უარყვეს ეს ინფორმაცია და განაცხადეს , რომ მოლაპარაკებები მხოლოდ მას შემდეგ დაიწყეს რაც ცნობილი გახდა , რომ ბერბატოვმა უარით გაისტუმრა ფიორენტინა . Corrire dello Sport – ის მტკიცებით , შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე , ფლორენციელები გეგმავენ მაქსიმალურად დაბლოკონ ჩერნოგორიელის ტურინული პრესპექტივა . ასე , რომ მაროტას 40 მილიონიანი შეთავაზების შემთხვევაშიდაც კი უკვე ძალზედ გაუჭირდება იოვეტიჩის გაფორმება .

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

6 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
giga joxadzee
11 years ago

იოს არ გავაკრი მაგაზე არჯერ მააგრტი თავდამსხმელებიც არიან

lasha jangavadze
11 years ago

და კონტრაქტი რო დაუმრთავრდება მერე ჰაიდა იებიდან და წამოვიდეს თუ რაღათქმაუნდა სურვილი აქ შავ თეთრი მაისურის ტარების

vako-10
11 years ago

40 მილინად უკეთეს დაითრევენ და ვის დააგლკდება მაგაზე თუ დათანხმდა ივოეტიჩი მაგასაც ვნხავთ 7 ადგილისთვიც ბძოლა და ვერასოდეს ეღირსება ლიგას

lasha naxucrishvili
11 years ago

40 მილიონი არის ძაან ბევრი

პიერო 10
11 years ago

როგორ მინდა ეს იყიდონ…. 40 მილიონი რა ამბავია

Di Francesco # 1
11 years ago

Quagliarella Juventino

http://www.facebook.com/photo.php?fbid=493793773981474&set=a.193191464041708.51636.149091981784990&type=1&theater

იოვეტიჩი მგარია მარა კვალიარელა მაგარი კაცია :love: :love: :love:

| Newsphere by AF themes.
6
0
Would love your thoughts, please comment.x