ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბუფონი “სკაისთან” საუბრობს

ჯიანლუიჯი ბუფონი იტალიურ “სკაის” ვრცელ ინტერვიუს აძლევს და მისი გუნდის ირგვლივ არსებულ ყველაზე საინტერესო მოვლენებს ეხმიანება. რამდენიმე სიტყვით, 34 წლის კარის დარაჯი ყოფილი თანაგუნდელის ალესანდრო დელ პიეროს “სიდნეიში” ტრანსფერზეც საუბრობს…

მძიმე სათამაშო განრიგი

ეს ჩვენთვის ახალი გამოწვევაა. უნდა გამოჩნდეს, რამდენად შეგვიძლია ასეთ ცოტა დროში ამდენ დატვირთვასთან გამკლავება. ყველა ფეხბურთელს საკუთარი შესაძლებლობების დიდი გამოცდა ელოდება. თუმცა ხშირად სწორედ ასეთი დატვირთული განრიგი გაძლევს ერთიორად დიდ ენერგიას.

“იუვენტუსის” შესაძლო კონკურენტები

ვფიქრობ, ახლა 3-4 გუნდია, რომელიც დასაწყისში ჩვენზე სუსტად მოისაზრებოდა, თუმცა სეზონის განმავლობაში შეძლებენ თავისი სიტყვის თქმას. “რომას”, “ინტერს”, “მილანს” და, პირველ რიგში, “ნაპოლის” ვგულისხმობ. ნეაპოლელები ტაქტიკურად ძლიერები არიან და უკვე დიდი ხანია ერთ მწვრთნელთან ერთად მუშაობენ. ”

ანტონიო კონტე

გასულ წელს ნამდვილი სასწაული მოახდინა, გუნდს შემართება და საკუთარი თავის რწმენა შემატა. ანტონიო კონტემ ახალი სული შთაბერა “იუვენტუსს”, მიღწეულმა წარმატებებმა კი უფრო და უფრო დაგვარწმუნა საკუთარ ძალებში. ”

ყველაზე კარგი შენაძენი

ასამოამ ძალიან გამაკვირვა. მან იმ დიდი ნახტომის შესრულება შეძლო, რომელიც აუცილებელია, როცა “უდინეზესნაირი” გუნდიდან “იუვენტუსში” მოდიხარ. თავიდანვე დიდი შემართება, სიძლიერე და თავგანწირვა გვაჩვენა. თუმცა მხოლოდ ასამოას არ ვიტყოდი, ვფიქრობ, ჩვენს არსენალში ისლა მნიშვნელოვანი იარაღია.

“ჯენოასთან” მატჩი

ბორიელოსთან მოგვიწევს დაპირისპირება. ამ ფეხბურთელის ძალიან მეშინია, ისევე როგორც იმობილესი. ყველაფრის თავისი დაუღალავი შრომით მიაღწია, ახლა კი საკუთარი შესაძლებლობების ჩვენების ბრწყინვალე შანსი ეძლევა. ”

“ჩემპიონთა ლიგაში” დაბრუნება

აქამდე სამშაბათს და ოთხშაბათს სავარძელში ვატარებდი ტელევიზორთან. კარგი ტელევიზორი მაქვს და კომფორტულად ვუყურებდი თამაშებს, მაგრამ იქ, მოედანე ყოფნა სულ სხვა შეგრძნებაა… მე და ჩემს თანაგუნდელებს მოგვენატრა “ჩემპიონთა ლიგაში” თამაში, ორწლიანი პაუზა კარგიც კი იყო. ახლა ყოველ შეხვედრაში ბოლო წამამდე ვიბრძოლებთ. “ჩელსი”? გასულ წელს შეუძლებელი შეძლო, იმას ვგულისხმობ, რომ უფრო ძლიერი გუნდებიც იყვნენ ჩემპიონატში. დი მატეომ ერთიანი და ძლიერი გუნდი ჩამოაყალიბა.

დელ პიეროს ავსტრალიური მომავალი

მას ახალი თავგადასავლის დაწყება უნდა, რაც ძალიან დაეხმარება. მხოლოდ საუკეთესოს ვუსურვებ, დარწმუნებული ვარ, კიდევ დიდი ხანი დარჩება მინდორზე და ახალ რეკორდებს დაამყარებს.

ახალი კონტრაქტი

მიხარია, რომ ისეთ გარემოში ვარ, სადაც სტიმული და მოტივაცია არ მაკლია. ვგრძნობ, რომ ჩვენს პროექტში განსაკუთრებული ადგილი მიჭირავს და ამას მოედანზეც ვაჩვენებ. ბედნიერი ვარ, როცა ასე ხდება და ამიტომაც, სიხარულით მივიღებ შემოთავაზებულ კონტრაქტს. დრო არ მაღელვებს, ბოლო პერიოდში გუნდი სხვა საკითხებით იყო დაკავებულია და გამართლებულია, რომ ჩემი კონტრაქტი უკანა პლანზე აღმოჩნდა. მომავალზე ჯერ არ მიფიქრია. არასოდეს თქვა არასოდეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ ტურინული კარიერის დასრულების შემდეგ, იტალიაში აღარ ვითამაშებ. ”

წყარო: “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გვერდი

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

10 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
dato_juventino
11 years ago

ჯიჯი იუვეს ლეგენდა ხარ დელპოსთან ერთად :love: :love: :love:

11 years ago

” მიხარია, რომ ისეთ გარემოში ვარ, სადაც სტიმული და მოტივაცია არ მაკლია. ვგრძნობ, რომ ჩვენს პროექტში განსაკუთრებული ადგილი მიჭირავს და ამას მოედანზეც ვაჩვენებ. ბედნიერი ვარ, როცა ასე ხდება და ამიტომაც, სიხარულით მივიღებ შემოთავაზებულ კონტრაქტს. დრო არ მაღელვებს, ბოლო პერიოდში გუნდი სხვა საკითხებით იყო დაკავებულია და გამართლებულია, რომ ჩემი კონტრაქტი უკანა პლანზე აღმოჩნდა. მომავალზე ჯერ არ მიფიქრია. არასოდეს თქვა არასოდეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ ტურინული კარიერის დასრულების შემდეგ, იტალიაში აღარ ვითამაშებ. ” ესთი ფეხბურთელი და ადამიანი მილიარდში 2 არის ეს და დელ პიერო, ნედვედიც მიყვარს ცანავაროც ცამორანეზიც ძველი სასტავი მაგრამ, ეს ორი განსაკუთრებით :forza: :juvee:

Gio Darja
11 years ago

როგორც სჩანს ისლა ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია კონტესთვის, საინტერესოა როგორ გამოიყენებს ))

11 years ago
Reply to  Gio Darja

ისლა უდინეში კაი იყო იმედია აქაც გაამართლებს ) ისე გიო დატკას იქნებ ტხოვო რომ დააბრუნოს ის კომენტარების ლაიქები რომ იყო :) ხომ გახსოვს? ლაიქ დისლაიქ :D

d a v i d
11 years ago

:love:

JuventinoToko
11 years ago

რა ტურნინული კარიერის დასასრული, ასეთი სისულელე აღარ გამაგონო :) უკვდავი ხარ შენ!

Di Francesco # 1
11 years ago
Reply to  JuventinoToko

:up:

levani davitadze
11 years ago

მიდი ძმაა
:forza: :forza:

Di Francesco # 1
11 years ago

:love: :love: :love: :love: :love:

juventino3969
11 years ago

მააგარი კაცი ხარ ჯიჯი
:forza:

| Newsphere by AF themes.
10
0
Would love your thoughts, please comment.x