ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბუფონი : ” დღეს ” იუვენტუსმა ” ბევრ კითხვაზე გასცა პასუხი ”

ბიანკონერის კიპერმა შეაქო ახალგაზრდა ოსკარი , გატანილი გოლის გამო და ამასთანავე აღნიშნა , რომ მისმა გუნდმა ფაქტიურად გაიმარჯვა , რადგან კონკურენტუნარიანი იყო ჩემპიონთა ლიგის მოქმედ გამარჯვებულთან : ” მართლაც , რომ იშვიათი სილამაზის ბურთი გაიტანა . სწრაფ ტემპში მოტრიალება და ბურთი ცხრიანში გაეხვა . არ არის სასიამოვნო გოლის გაშვება , მაგრამ ეს შედევდი იყო . ბუნებრივია რთულია მოქმედ ჩემპიონთან სტუმრად ასპარეზობა , მაგრამ ანალიზი რომ გავაკეთოთ შედეგი 2-0 ნამდვილად ალოგიკური იყო რადგან თანაბრად ვეთამაშებოდით არისტოკრატებს . უკანასკნელ შეხვედრებში ბურთების გაშვებას მოვუხშირეთ . თუ ეს 3-4 მატჩის მანძილზე გაგრძელდა პრობლემა არ იქნება , მაგრამ სისტემატიური ხასიათი თუ მიიღო , გარკვეული ზომები იქნება მისაღები . ყველაფერი გეგმის მიხედვით განვითარდა . შეიძლებოდა 2-1 ყოფილიყო საბოლოო შედეგი , მაგრამ ” იუვენტუსმა ” ყველას დაანახა , რომ კონკურენტუნარიანია და მისი არ დაფასება არ შეიძლება . ეს მიღწევა შარშანდელ სეზონში დავიბრუნეთ ” .

სტემფორდ ბრიჯზე 3000 მდე ბიანკონერის ტიფოზი შეიკრიბა , რომლებიც რიგ ეპიზოდებში სჯაბიდნენ ბრიტანელებს გულშემატკივრობაში საკუთარი შეძახლებით : ” ქომაგები აღსავსენი არიან ენთუზიაზმით . ერთ ერთი იმათაგანი ვარ , რომელსაც მოუწია ასპარეზობა დიდ პერიოდში და ექვს წლიან კოშმარში . დამიჯერეთ ეს დიდი ციფრია . იმ დროიდან მოყოლებული ვოცნებობდით სკუდეტოზე და ევროპაში დაბრუნებაზე . ეს იმას არ ნიშნავს , რომ აუცილებელია თასის აღმართვა . ურთულესი და რაღაც მომენტში შეუძლებელიც კი არის ჩემპიონთა ლიგის ეხლა მოგება . სულელურია ამაზე ფიქრი სექტემბერში . გუნდი კარგად არის დაკომპლექტებული და ეხლა შეგვწევს ძალა მეტოქეს საკუთარი სწრაფი ფეხბურთი მოვახვიოთ თავს . კარგი იქნება ამ მახასიათებლებს სეზონის ბოლომდე თუ შევინარჩუნებთ ” .

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

5 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
tornike tatarashvili
11 years ago

მოვიგებდით რიკოშეტი რო არა და მეორე გოლი გაუარდა! :mad:

lasha naxucrishvili
11 years ago

აუ იუვეს გულშემატკივრებს საღოლ რა სულ მაგათი ხმა ისმოდა :up:

McCa1N
11 years ago

კონტესი აკლდა … :cry:

delpieronedved
11 years ago
Reply to  McCa1N

McCa1n +1 LASHAJUVENTINO კი მაგრად უქომაგეს იუვეს იუვე იუვე იუვე ისმოდა

d a v i d
11 years ago

:love:

| Newsphere by AF themes.
5
0
Would love your thoughts, please comment.x