ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კარერა : ” ნებისმიერ ფეხბურთელს შეუძლია მატჩის ბედის გადაწყვეტა ”

მასიმო კარერას მოსაზრებით , ლონდონელებმა საკმაო პრობლემები შეუქმნეს მის გუნდს ანდრეა პირლოს დაკეტვით , მაგრამ ფაბიო კუალიარელას გოლმა ყველას დაანახა , რომ ნებისმიერ ფეხბურთელს ძალუძს მატჩის ბედის გადაწყვეტა : ” კარგად გვესმოდა , რომ პირლო ძლიერი პრესინგის ქვეშ იქნებოდა , რადგან ის ჩვენი გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა . თუმცა , შემადგენლობაში არა ერთი ნახევარმცველი გვყავს , რომელთაც შეუძლიათ შეტევაში პროდუქტიული ასპარეზობა ” …

კუალიარელა მოედანზე სება ჯიოვინკოს ნაცვლად გამოჩნდა და უმალვე შესძლო გოლის გატანა მარკიზიოს გენიალური გადაცემის შემდეგ . ცოტახანში კი მას საერთოდ დუბლის გაკეთებაც შეეძლო , თუმცა ბურთი ხარიხას მოხვდა : ” მთელი კვირის მანძილზე ვაკვირდებით მოთამაშეებს და ვხვდებით თუ ვინ არის ფორმაში და ვინ არა . კვირას შანსი მატრის მიეცა , დღეს კი ჯერი კუალიარელაზე მიდგა ,  რომელმაც დაამტკიცა რომ ნებისმიერი შეიძლება გახდეს საკვანო ფიგურა კონკრეტულ ეპიზოდში . სუპერ ბურთი და იღბალი , რომ მის მხარეზე ყოფილიყო მეორესაც გაიტანდა , არანაკლებ ლამაზს . საერთო ჯამში კარგად ვიასპარეზეთ და დავამტკიცეთ , რომ ნებისმიერ მეტოქესთან შეგვწევს ძალა ვითამაშოთ თანაბრად . ჯიოვინკო კი ასრულებს იმას რასაც ვთხოვთ . ის თანდათანობით კრეფს ფორმას და დარწმუნებული ვარ მალე გამოიჩენს თავს ევროპაშიც ” .

ისევე როგორც გენუაში , პირველ ტაიმში ლონდონშიც მარცხდებოდა იუვე : ” პირველი გოლი მას შემდეგ გავუშვით , რაც მოედანზე 10 კაცით დავრჩით , რადგან იმ დროს ტრავმა ვიდალმა მიიღო . გენუაში მატჩი ცუდად დავიწყეთ , თუმცა მსვლელობისას მოვუმატეთ და პირველ 45 წუთში სამი მომენტი შევქმენით . ბუნებრივია ჩელსის წინააღმდეგ მეტ შესაძლებლობას უშვებ ხელიდან . მოხარულნი ვართ , რომ მოვახერხეთ 2-0 -ის შემდეგ რეაბილიტირების მოხდენა . ეხლა კი დროა კონცენტრირება კვლავინდებურად სერია ა-ზე მოვახდინოთ” .

 

წყარო : Football Italia

 

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

8 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Claudio Marchisio
11 years ago

.

Z u R a noniashvili
11 years ago

:forza: :forza:

juventino3969
11 years ago

ბურთის ფლობა 50-50-ზე იყო ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით.

lasha naxucrishvili
11 years ago

d a v i d
ძალიან ბევრი შეცდომები დუშვეს იუვეს ფეხბურთელებმა პასების დროს
პირველ ტაიმში ძაან ცოცხალი თამაში იყო მეორე ტაიმში ჩელსიმ ძაან გახსნილი თამაში აღარ ითამაშა და 2-2-ც დამთავრდა. მართლა ელემენტარულ შეცდომებს ვუშვებდით პასების დროს რა მაგარი დაბნეულები იყვნენ პირველ ტაიმში მეორეში უფრო დაალაგეს თამაში.
ეგ არაფერი პირველივე თამაში გვქონდა გასვლაზე ძლიერ გუნდთან მომდევნო მატჩებში უფრო უკეთესები ვიქნებით ასე ვფიქრობ :) ნიჩია მშვენიერია ჩემი აზრით:) კვალიარელას ის რო გაეტანა უმაგრესი გოლი იქნებოდა შტანგას მოარტყა :forza:

d a v i d
11 years ago

მადლობა :davliot:

bibobibo
11 years ago

მეც არ მიყურებია ძამი კარგათ მიჩედავდა მარა რაც ვუყურე პირლო დაგვიბლოკეს პაქტიურად მარა ბურტის პლობასი მაინც ვაჯობეთ ვიდალი პანტასტიური იყო ასევე მარკიზიოც ბუფონმაც გვიხსნა მარა ის 2 გოლი ოსკარისი იმენა მაგარიი იყო პირველი გოლი როგორც ყოველტყვის ბონუჩის მოხვდა და ისე გევიდა დატარსულია რა ბონუჩი :lool: :lool: :lool: ჯოვინკო არ მომეწონა საერტოდ ვუჩი ცდილობდა რაგაცას კვალის კი დუბლი შეეზლო აუ ის რომ გაეტანა რა იქნებოდა მოკლედ კაი იყო რა :juvee: :juvee: :juvee: სახლსი შევჩქმტ ჩელსის :forza: :forza: :forza:

d a v i d
11 years ago
Reply to  bibobibo

მადლობა გაიხარე :davliot:

d a v i d
11 years ago

იუვენტინებო თამაშს ვერ ვუყურე და მოკლე შინაარს ვერ მეტყვით როგორ განვითარდა მოვლენები? წინასწარ დიდი მადლობა :davliot:

| Newsphere by AF themes.
8
0
Would love your thoughts, please comment.x