ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კარერა: ” “კიევო” უხერხული მეტოქეა “

მასიმო კარერა “სერია ა” -ს მეოთხე ტურის დაწყების წინ მომავალ მეტოქეზე საუბრობს. შაბათს  “ბებერი ქალბატონი” 2009 წლის შემდეგ საშინაო არენაზე “მფრინავ ვირებზე” პირველი გამარჯვების მოლოდინშია…

დიდი ხანია მას შემდეგ გასული, რაც ბოლოს “კიევოსთან” სასურველ შედეგს მივაღწიეთ, ამიტომაც სწორი განწყობით მოგვიწვს მოედანზე გასვლა. ვიცით, რომ საოცრად რთული შეხვედრა გველოდება და კონცენტრაცია უნდა შევინარჩუნოთ. ვიცით საკუთარი ძალებიც, ჩვენს წინააღმდეგ გამოსული ნებისმიერი მეტოქე ცდილობს პირველი იყოს, ვინც დაგვამარცხებს. უნდა ვიბრძოლოთ და მაქსიმუმი გავიღოთ გამარჯვებისთვის. მხოლოდ სათამაშო ხარისხი “ჯიალობლუს” დასამარცხებლად არ კმარა. ”

ბოლო ორ სავარჯიშო სესიაზე ვეცდებით “ჩელსის” წინააღმდეგ მოედანზე გამოსულ ფეხბურთელთა ფიზიკური კონდიციები დანარჩენი გუნდის დონემდე მივიყვანოთ, რომ შაბათს საუკეთესო თერთმეტეული გამოვიდეს მინდორზე. ამასთან, დარწმუნებული ვარ, ვინც არ უნდა ითამაშოს, შეძლებს შემადგენლობაში ადაპტაციას. თუ პირლოს დასვენებას გადავწყვეტთ, პოგბასა და მარონეს მისი ღირსეული ჩანაცვლება შეუძლიათ.

“იუვენტუსში” გუნდური ეთიკა არსებობს. ეს ბოლო მატჩებშიც დამტკიცდა, როცა სათადარიგოთა სკამიდან შემოსულმა ფეხბურთელებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს შეხვედრის მიმდინარეობაში.  90 წუთის განმავლობაში გადაწყვეტილებებს მე ვიღებ, მაგრამ მთელი კვირა მაქვს დიალოგი კონტესთან, სამოქმედო გზების შესამუშავებლად შეხვედრის წინაც ვესაუბრები. კლაუდიო ფილიპიც ძალიან მეხმარება, ის მწვრთნელია და შეუძლია რჩევები მომცეს. ” -აცხადებს კარერა.

წყარო: “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გვერდი

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

17 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
lasha naxucrishvili
11 years ago

juventino 1897
რავი არა მგონია კიდე X ზედიზედ რამდენი ნიჩია გვაქ გაკეთებული იცი :) დღეს მაგ მფრინავ ვირთხებს უნდა ვახეხინოთ სტადიონი.

bacho kochlashvili
11 years ago

X მგონია კიევო ძააან რაღაც გუნდია ჩვენთან

AKAKI nozadze
11 years ago

ხო მარა დღეს ამდენი ხნის მერე დაეჭრებათ ფრთები ვირებს

პიერო 10
11 years ago

ნახევარი გუნდი უნდა დაასვენის .. პირლო და ვიდალი პირველ რიგში.. ბენდტნერი მინდა ძირითადში. და კიდევ პოგბა და ისლაც. ისე კიევო მაგარი ჩათლაღი გუნდია

Claudio Marchisio
11 years ago

თამაშს მოწყურებული ხალხი ათამაშე მასიმო და ბევრი რამის დასამტკიცებლად მოგებისთვის მაქსიმუმს გაიღებენ მოედანზე.

LasHa janelidze
11 years ago

:forza: :forza: :forza: :forza:

lasha naxucrishvili
11 years ago

პირლო უნდა დაასვენოს აუცილებლად კაცი გადაიღალა ახალგაზრდა აღარაა ყოველ თამაში 90 წუთის განმავლობაში თამაშობს დაასვენოს უნდა.

Di Francesco # 1
11 years ago

Buffon; Lucio, Barzagli, Chiellini; Isla, Marchisio, Pirlo, Giaccherini, Asamoah; Vucinic, Quagliarella

delpieronedved
11 years ago

თუ რამეა შემოიყვანონ პირლო ასამოა და ბარძალი

delpieronedved
11 years ago
Reply to  delpieronedved

პადოინი იყოს და პეპე კარგია ზამენისტვის

irakla1001 horbenadze
11 years ago
Reply to  delpieronedved

კიელინი დასვენება არუნდა? ან ბონუჩის?

ჯიჯი
კასო–მარონე–ლუსიო

ისლა—პოგბა—-ასამოა(დეDჩელიე)
——პეპე(პადოინი)—ჯაკერინი

კვალი—ნიკო

გვაქვს დიდი რესურდი და თავს უფლება უნდა მივცეთ რომ ბოლომდე გამოვიყენოოთ

delpieronedved
11 years ago

—-ჯიჯი—-
—-კასერესი—-ბონუჩი—-კიელინი—-
ისლა—-მარკიზიო—-პოგბა—-ვიდალი—-დე ჩელიე
————კვალიარელა—-ბენტნერი————

delpieronedved
11 years ago
Reply to  delpieronedved

ვიდალის ან მარკიზიოს მაგივრად მარონე

dito chanturia
11 years ago

კვალი ბენტნერი წინ პოგბა და ისლა ასტავში და კასო კიდე სასტავსჰი მინდა ცენტრალურზე და მოასვენონ ინმე

zuriko vacheishvili
11 years ago

ბოლოსდა ბოლოს უნდა მოუგოდ კიევოს ხვალ სულ ვუგებთ მაგრამ სულ ბოლო წუთებზე გვიტანაბრებენ ანგარიშს და დრო აგარ გვრჩება მოსაგებად ეხლა პირველ ტაიმშივე უნდა მოვუმთავროდ საქმე

აკაკი მეტრეველი

აუ ნერვები მეშლება სუ ეს რო აკეთებს განცხადებებს… კონტე აღარ ჩანს ვაბშე… არადა კარერას საწინააღმდეგო რა მაქვს, რაც ევალება აკეთებს, მაგრამ კონტე კონტე…

Di Francesco # 1
11 years ago

კვალის შემოსვლა აშკარად ამის გადაწყვეტილება იყო :chuvak:
კაია თუ კონტემ უთხრა და უფრო ხშირად ათამაშებს

| Newsphere by AF themes.
17
0
Would love your thoughts, please comment.x