ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მარკიზიო: ” დამაჯერებლობა გვაკლდა “

კლაუდიო მარკიზიო უკრაინულ “შახტართან” გუშინდელ შეხვედრას აფასებს და აღნიშნავს, რომ ყველაფრის გათვალისწინებით გუნდი მოპოვებული ქულით კმაყოფილი უნდა იყოს. მიუხედავად ყველაფრისა, იტალიელი ნახევარმცველი უკვე მომავალ დაპირისპირებებზეა გადართული და “ნორშელანდთან” მატჩზე ფიქრობს: ” მატჩის მიწურულს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, უნდა ვიფიქროთ, რომ ქულა მოვიპოვეთ და არა დავკარგეთ. ძალიან ძლიერი შემტევი ხაზის მქონე გუნდი დაგვიპირისპირდა, მაგრამ შანსები ჩვენც გვქონდა და მათი გამოყენება ვერ შევძელით. თავიდან დამაჯერებლობა გვაკლდა, შემდეგ თითქოს ვიპოვეთ ჩვენი თამაში, მაგრამ ბოლოს მაინც შეგვექმნა პრობლემები. ძნელია რიტმის შენარჩუნება, როცა ყოველ სამ დღეში გიწევს თამაში. ძალები უკეთ უნდა გავანაწილოთ. ახლა “ნორშელანდთან” ზედიზედ ორი შეხვედრა გველოდება, რაც, ფურცელზე, უფრო ადვილი უნდა გამოდგეს, მაგრამ მაინც დიდი სიფრთხილე გვმართებს. მხოლოდ ახლა დავბრუნდით “ჩემპიონთა ლიგაში” და უნდა დავამტკიცოთ, რომ აქ ყოფნის ღირსები ვართ. ” -აცხადებს მარკიზიო.

წყარო: football italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

131 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Claudio Marchisio
11 years ago

.

| Newsphere by AF themes.
131
0
Would love your thoughts, please comment.x