ვუჩინიჩი : ” უდრეკი ხასიათი წარმატების გარანტია ”
საკუთარი ვებ გვერდის მეშვეობით , მირკო ვუჩინიჩი ბიანკონერის აწ უკვე გასრულებულ მატჩებზე საუბრობს : ” რომა , შახტარი და სიენა . ერთ კვირაში , სამი მეტოქე და განსხვავებული შედეგები . დედაქალაქელებთან გამართული მატჩის პირველ ნახევარში ვიასპარეზეთ არაჩვეულებრივად . რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას და პირველ საშინაო დაპირისპირებას , მიუხედავად იმისა , რომ შეხვედრის მიმდინარეობისას ვმარცხდებოდით არ დავნებდით და ვიბრძოლეთ ბოლომდე . უიკ ენდზე ” სიენას ” წინააღმდეგ კი მაქსიმალურად დავიხარჯეთ რათა სამი ქულა მოგვეპოვებინა . დიდ გუნდს უნდა შეეძლოს მოთმინება , ბრძოლა და გამარჯვებების მოპოვება , წინააღმდეგ შემთხვევაში ის ვერ დაისახავს დიდ მიზნებს . დღეისათვის კი ვბრუნდები ჩერნოგორიაში . ერთმანეთს 20 ოქტომბერს სუპერ მატჩში შევხვდებით ნაპოლის წინააღმდეგ ! ” .
წყარო : Tuttosport
მირკო კოზლა გაანძრიე, თორე შეუცვლელი ნამდვილად არ ხარ გუნდისთვის!!!
მირკოო სტაბილურობაა გვინდა შენგან სტაბილურობააააა…..
“მაქსიმალურად დავიხარჯეთ”

